„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ კონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობით გერმანიაში კონფერენცია გაიმართა

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის Prowein Dusseldorf ფარგლებში, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ღვინის ეროვნული სააგენტო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. აღინიშნა, რომ განხორციელებულმა ღონისძიებებმა უზრუნველყო ბოლო წლებში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდა. […]
2050 წელს გაზზე გლობალური მოთხოვნა 5360 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს

გაზზე გლობალური მოთხოვნა 2050 წელს, 2022 წელთან შედარებით, 34%-ით გაიზრდება და დაახლოებით 5360 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 2050 Outlook ანგარიშის მიხედვით, გლობალური ბუნებრივი აირის მოხმარებამ 2022 წელს მიაღწია დაახლოებით 4,015 მილიარდ კუბურ მეტრს. ანგარიშში ჩამოთვლილია მოთხოვნის ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, როგორიცაა მოსახლეობისა და ეკონომიკური წარმოების ზრდა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, სათბურის გაზების […]
ეროვნული გალერეა ირაკლი გამრეკელის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ორგანიზაცია „არტ-ფუთის“ ორგანიზებით ირაკლი გამრეკელის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა იმართება. „ირაკლი გამრეკელი ქართული ავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მხატვრის ნიჭიერება ყველაზე ნათლად სცენოგრაფიაში გამოვლინდა. მისი უნიკალური მხატვრობა, გადაჭარბებული თეატრალური ჟესტიკულაციითა და უტრირებული მიმიკით ექსპრესიონისტულ მანერიზმად შეიძლება მივიჩნიოთ. ირაკლი გამრეკელი ქართული სათეატრო მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ქართული თეატრის რეფორმატორებთან – კოტე მარჯანიშვილთან […]
ხონში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა

ხონში, დევნილთა დასახლებაში, ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა. “მთავარის” ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა. დაჭრილი ქალი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. პოლიციას ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია.
ხონში, ყოფილი სიძის მიერ დაჭრილ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია

ხონში, ყოფილი სიძის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია. მას გადაუდებელი ოპერაცია რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის ქალს ჭრილობა წელის არეში აქვს მიყენებული. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 50 წლამდე ქალი ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით გუშინ დაჭრა. დაჭრილი ჯერ ხონის კლინიკაში შეიყვანეს, იქიდან კი, ქუთაისში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის […]
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, პროკურატურამ 4 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა ნაწილი ერთ-ერთმა ბრალდებულმა საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების […]
საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition“ დაგეგმვის კონფერენცია ჩატარდა

საქართველოში კიბერსწავლების „Cyber Coalition 2024“ საწყისი დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო. “Cyber Coalition” ნატო-ს ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერსწავლებაა, რომლის აღსრულების ფაზაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას. სწავლება 2024 წლის დეკემბერში ესტონეთში, ქალაქ ტალინში გაიმართება. „კიბერსწავლების მიზანს […]
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600 ობიექტებს შეამოწმებს

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლი გაააქტიურა. სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული 600-მდე ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი. პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს ნიმუშების აღება. შემოწმების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. „გააქტიურებული კონტროლის მიზანია უხარისხო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მცენარეთა დაცვის […]
იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის ორგანიზებით ონლაინ პლატფორმები შეიქმნა

იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის ორგანიზებით ონლაინ პლატფორმები შეიქმნა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მოცემულ გვერდებზე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებისა და ინიციატივების თაობაზე. ქუთაისის მერიის Facebook გვერდი – Kutaisi City of Literature, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ქუთაისის მერიის ვებ-გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. ქუთაისის შესახებ ცალკე გვერდი ასევე მოამზადა შემოქმედებითი ქალაქების […]
გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის ცენტრში. ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ ე.წ. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. თვითმხილველთა თქმით, მიღებული ტრავმის გამო, მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს ამ წუთებში უტარდება ყველა საჭირო კვლევა და შესაბამისი გადაუდებელი დახმარება. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მომხდარ ფაქტთან […]