თბილისში აქცია “ელიავას ბაღის დასაბრუნებლად” გაიმართა

“ელიავას ბაღის დასაბრუნებლად” – ამ სახელწოდებით მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ორგანიზებით თბილისში, ე.წ. “ელიავას ბაზრობის” მიმდებარედ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ე.წ. “ელიავას ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული რეკრეციალური ზონა, რომელიც კერძო მფლობელის საკუთრებაა, მერიამ გამოისყიდოს. გარდა ამისა, მათ ადგილზე ხელმოწერები შეაგროვეს, რომელსაც თბილისის მერიაში უახლოეს დღებში შეიტანენ. ისინი აღნიშნული ხელმოწერებით ითხოვენ, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნას […]
ოკუპირებულ გალში, ორსული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ოკუპირებულ გალში, სოფელ ჩხორთოლში 38 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სამი თვის ორსული იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავად ქმარი აცხადებს, რომ ქალმა თავი მოიკლა. ცხედარი წუხელ სოხუმში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ექსპერტის დასკვნით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება და სიკვდილი გაცილებით ადრე დადგა, ვიდრე ქმარმა სავარაუდო სუიციდის თარიღი დაასახელა. […]
ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმს მოსკოვთან განიხილავს – კრემლის მედია

რუსული სამთავრობო მედია, РИА Новости ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატ ალან ალბოროვთან საუბარზე დაყრდნობით წერს, რომ მარიონეტული რეჟიმი რუსეთთან მიერთების საკითხს მოსკოვთან “მჭიდრო კოორდინაციით” განიხილავს. “ყველა ამ საკითხს ჩვენ განვიხილავთ მჭიდრო კოორდინაცით რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით”. – თქვა ალბოროვმა რუსეთთან შეერთებაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ. მარიონეტული რეჟიმის ე.წ. დეპუტატმა დაამატა, […]
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ლევილს ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში, ლევილს ესტუმრა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ლევილის ქართველ მამულიშვილთა პანთეონში დაკრძალულ ქართველ მოღვაწეთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ლევილის ქართულ მამულში მიმდინარე აღდგენით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. „ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო დელეგაციის წევრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ საჭიროებებს […]
24 მარტს იუსტიციის საბჭოს 2 ახალ მოსამართლე წევრს აირჩევენ

24 მარტს მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე 7 საკითხზე იმსჯელებენ, რომელთაგან ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრის არჩევას გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს ორმა წევრმა, პაატა სილაგაძემ და ბადრი შონიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის გამო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს საბჭოს წევრის თანამდებობა, საბჭოში 2 ადგილი ვაკანტური გახდა. აღნიშნული საკითხის […]
მესი არგენტინას მომდევნო 2 მატჩში ვერ დაეხმარება

გასვლაზე ნესშვლინთან (თუ სწორედ ვასახელებ ამ გუნდს) ერთერთმა ფეხბურთელმა ისეთი ჩაარტყა ლეოს ფეხი, რო შეზნექილი ფეხი, კიდევ როგორ გადაურჩა მოტეხვას, აი ეგაა საკვირველი! ზუსტად ანალოგიური იყო ნაკრების ერთერთ თამაშშიც, მოწინაღმდეგის მხრიდან. საერთოდ მჩეხავ ფეხბურთელებზე, უნდა გამკაცრდეს სასჯელი!
ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ე.წ. ვეტინგის საფრთხეებზე და აღნიშნული სისტემის მომხრე 9 მოსამართლის არაკოლეგიალურობაზეა საუბარი. როგორც თევზაძე წერს, უკრაინაში, ადეიშვილის […]
ბრიტანული ძვირადღირებული მანქანები რუსეთში აზერბაიჯანის გავლით აღწევს – Sky News

დასავლეთის სანქციების მიუხედავად, რუსეთი აგრძელებს ბრიტანული მანქანების, მათ შორის ძვირადღირებული ბრენდების იმპორტს პოსტსაბჭოთა ქვეყნების მეშვეობით. ამის შესახებ Sky News იუწყება. მას შემდეგ, რაც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანული მანქანების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში ნულამდე დაეცა, ამ კოლაფსს ბრიტანული მანქანების ექსპორტის შესაბამისი ზრდა მოჰყვა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით აზერბაიჯანში. HM Revenue and Customs (HMRC) ოფიციალური […]
კმარა პუტინი! – თბილისში მცხოვრებმა რუსებმა აქცია გამართეს

თბილისში, პირველი სკოლის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ და საქართველოში მცხოვრები რუსი აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ „ტყუილის, ომის და რეპრესიების წინააღმდეგ”. ამ აქციით ისინი უერთდებიან კამპანიას „შუადღე პუტინი წინაარმდეგ“, რომელიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთც იმართება. „არ მგონია, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ეს მძიმე და ხანგრძლვი […]
20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა – რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ

2024 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს. 20 მარტს დღისა და ღამის ხანგრძლივობა ტოლია და უძველესი დროიდან, ბუნიობას ადამიანები განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა. რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ წარმატებას მაღწიოთ? როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ […]