მიკოლაივში აფეთქებების ხმა ისმოდა, დაშავებულია ხუთი ადამიანი

უკრაინის ქალაქ მიკოლაივში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ქალაქის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, მიკოლაივში ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობაა: დაზიანებულია ბევრი კერძო სახლი, ავტომობილები, დაშავებულია ხუთი ადამიანი. უფრო დეტალურ რიცხვებს მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც თავდასხმის ტერიტორიას შევამოწმებთ“, – აღნიშნა კიმმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!