ლევან ხაბეიშვილი – ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს – ჩემო ძვირფასებო, გამოდით და ხალხს ესაუბრეთ

არ ვიცი, არ მაქვს ინტერესი. მე მაინტერესებს ის პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ, ეს არის ჩვენი გუნდის ყოველდღიურობა, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა კითხვას, რამდენად შეიძლება ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულმა პარტია „ახალმა“ საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები წაიღოს. როგორც ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ აღნიშნა, უმჯობესი იქნება, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პირადი ამბიციები გვერდზე გადადონ […]
ესპანური კომპანია ტალღებისგან მწვანე ენერგიას გამოიმუშავებს

Carnegie Clean Energy Spain-მა ბასკური ენერგეტიკის სააგენტოსგან, CETO ტალღის ენერგიის მოწყობილობების ინდუსტრიის განვითარებისთვის, 2,1 მლნ ევროიანი გრანტი მიიღო. მთლიანი პროექტის დაფინანსება 7,05 მლნ ევროა. Offshore Energy-მის განცხადებით, პროექტი ბასკების ქვეყანაში, ბისკაის ოფშორული ენერგიის პლატფორმაზე (BiMEP), ბისკაის ყურის სანაპიროზე, განხორციელდება. პროექტმა ასევე მიიღო 3,75 მლნ ევრო EuropeWave ტალღის ენერგიის კვლევისა და განვითარების პროგრამიდან და 1,2 მლნ […]
ის, რომ საკუთარ თავებს მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად, ეს არის უკვე განაჩენი ამ ადამიანებთან დაკავშირებით
სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკოსები უკრაინულ ხელისუფლებაში, რომლებისთვისაც საქართველო არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა. მან კომენტარი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე გააკეთა, რომლებიც კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. „თავად ის, რომ საკუთარ თავებს მიიჩნევენ მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად, ეს არის […]
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა – “მეცი” “რეიმსთან” დამარცხდა

ლიგა 1-ის 26-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „რეიმსთან“ 1:2 დამარცხდა. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მეორე ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. მიქაუტაძის გარჯა sofascore-მა 6.6 ქულით შეაფასა, flashscore-მა 6.2 ქულით, whoscored-მა კი 6.1-ით. „მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 30 მარტს „მონაკოს“ უმასპინძლებს. რეიმსი – მეცი 2:1 გოლები: 1:0 […]
პენალტიც მოიგერია – მამარდაშვილის შოუ “ლა კერამიკაზე” [VIDEO]

ლა ლიგის მორიგ ტურში “ვილიარეალი” “ვალენსიას” მასპინძლობს, პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა, რაც დიდწილად “ღამურების” კარის დარაჯის გიორგი მამარდაშვილის დამსახურებაა. ქართველმა მეკარემ არაერთი ბრწყინვალე მოგერიება განახორციელა და 39-ე წუთზე ალექს ბაენას თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან არ გაატანინა.
ბექა ოდიშარია – მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება, ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია – ეს არის სამშობლოს წინააღმდეგ დემარში, მაგრამ მივცეთ კათარზისის საშუალება

მარიონეტული რეჟიმის რაიმე სახით აღიარება, მისი დამატებების ან გაგრძელებების ქება თუ ძაგება ოფიციალური პირის მხრიდან, რომელსაც აღიარების სუნი ასდის, აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს. ბექა ოდიშარიას განცხადებით, მათმა კომენტარებმა და საზოგადოების საყოველთაო აღშფოთებამ სალომე ზურაბიშვილი აიძულა, რომ შეეცვალა და დაეკორექტირებინა […]
იგოეთთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა

იგოეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
კირილ ბუდანოვი – უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში

რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით,- ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარ შენაერთებზე, რომლებიც უკრაინის მხარეს ებრძვიან. ბუდანოვმა აღნიშნა, რომ “რუსეთის თავისუფლება” ლეგიონის, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება. […]
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ოდესაში ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადაიფიქრა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის მდივანმა გრანტ შაფსმა უკრაინაში ყოფნის დროს ოდესაში ვიზიტი მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც ბრიტანეთის დაზვერვამ იგი გააფრთხილა, რომ რუსეთი მისი მგზავრობის გეგმების შესახებ ინფორმაციას ფლობდა. შაფსი ოდესაში გამგზავრებას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ გეგმავდა. აღნიშნული შეხვედრის დროს რუსული რაკეტა ორი ქვეყნის […]
“ციმბირს ბატალიონი” ბელგოროდის ოლქში სოფლელ გორკის ადმინისტრაციის დაკავების შესახებ აცხადებს

უკრაინისთვის მებრძოლი ქვედანაყოფი „ ციმბირის ბატალიონი“ აცხადებს, რომ ხელთ იგდო ბელგოროდის რეგიონის სოფელ გორკის ადმინისტრაცია. ქვედანაყოფში დამოუკიდებელი ჩეჩნეთის (იჩქერიის) მომხრეებიც იბრძვიან. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს სოფლის ადმინისტრაციის დაკავების შესახებ ინფორმაციას. სოციალურ ქსელში გავრცელებულ “ციმბირის ბატალიონის” განცხადებას თან ახლავს ფოტო, რომელზეც სამხედროებს სახეები დაფარული აქვთ. მაგრამ ზოგიერთ მათგანს საველე ფორმის სამკლავურზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის შეიარაღებული […]