იაპონიამ მფრინავი მანქანების წარმოება დაიწყო

Suzuki-მ SkyDrive-თან ერთად მფრინავი მანქანების წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა. Suzuki-ს ცნობით, SkyDrive SD-05-ის წარმოებაზე ხელშეკრულება გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. საწარმოო ობიექტები ქალაქ ივატში, შიზუოკას პრეფექტურაში მდებარეობს. SkyDrive SD-05 კომპაქტური ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო თვითმფრინავია. მასში პილოტი და ორი მგზავრი თავსდება. ახალი ტიპის ტრანსპორტის მაქსიმალური საკრუიზო სიჩქარეა 100 კმ/სთ. ერთი დატენა საკმარისია დაახლოებით 10 კმ […]

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო დღეს 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მესამე დღეს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, – ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის დროს, რუსეთის 14 ქალაქში სულ მცირე 51 ადამიანი დააკავეს. დაკავებების ყველაზე მეტი რაოდენობა ყაზანში (მინიმუმ 23 ადამიანი) და მოსკოვში (მინიმუმ 10 ადამიანი) დაფიქსირდა. შეგახსენებთ, დღეს, რუსეთში, მოსკოვის დროით 12:00 საათიდან, საპროტესტო აქცია „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ […]

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე […]

„არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მათ შორის სასულოერო პირები, მათ შორის მეც.. გთხოვთ, ჩვენო სულიერო შვილებო მეც შემინდეთ ჩემი ცოდვები..“ – პატრიარქი

ბერ-მონაზონი ანდრია გეწაძე შენდობის კვირაში პატრიარქის ვიდეო მიმართვას ავრცელებს. „არ არსებობს ადამიანი უცოდველი, მათ შორის სასულოერო პირები, მათ შორის მეც.. მე მითქვამს თქვენთვის, ცოდვები რაც ახასიათებს ხალხს ის მახასიათებს მე. ზოგიერთს ეს მიაჩნია მძიმედ, პატრიარქი უნდა იყოს წმინდა. მაგრამ, ადამიანი უცოდველი არ არის, ადამიანს ან გონებაში, ან საქმეში ცოდვა ახლავს და როცა აქვს განცდა თვისთა […]

ადამიანის ხელით შექმნილი რომელი არტეფაქტი მოჩანს მთვარიდან? – National Geographic

დედამიწის ორბიტიდან რამდენიმე ათასი კილომეტრის სიმაღლეზე, ადამიანის მიერ შექმნილი არანაირი ობიექტი არ მოჩანს. მთვარიდან, რომელიც 400 000 კილომეტრითაა დაშორებული დედამიწიდან, კონტინენტებიც ძნელი გასარჩევია. საყოველთაოდაა გავრცელებული აზრია, რომ ჩინეთის დიდი კედელი ადამიანის მიერ შექმნილი ერთადერთი ობიექტია, რომლის დანახვაც მთვარიდანაა შესაძლებელი, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია. წყარო: National Geographic

მამარდაშვილმა პენალტი აიღო და თავისი გუნდი უამრავჯერ გადაარჩინა – “ვალენსია” “ვილიარეალთან” მაინც დამარცხდა [VIDEO]

ლა ლიგის 29-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ვილიარეალთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პირველ ტაიმში რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, 39-ე წუთზე კი ალექს ბაენას პენალტი აიღო. მეორე ტაიმში ქართველმა კიდევ ოთხჯერ მოიგერია მეტოქეთა მიერ დარტყმული ბურთი, მაგრამ ისევ ჩავარდა „ღამურების“ დაცვა და ხორხე კუენკამ მასპინძლებს გამარჯვება მოუპოვა. გიორგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და მან […]

არის დიდი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს – მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენ გვაქვს მაგალითი, რომ [პრეზიდენტმა] შეიწყალა გვარამია და მელია. ასევე, იყო ზეწოლა გარედან ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ, რომ პრეზიდენტი ჩაბმულია ამ ფერხულში და არის დიდი მოლოდინი, რომ სააკაშვილის შეწყალებასაც უზრუნველყოფს, იმიტომ, რომ „არა და არასოდეს“ მან უკვე უარყო და დაიწყო დისკუსია ამ თემაზე. როცა დისკუსიას იწყებ, ე.ი. ელოდები გარემოებას, სიტუაციის მომზადებას, რომელშიც […]

გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ უცხოელი პატრონები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი

გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ უცხოელი პატრონები აპირებენ სალომე ზურაბიშვილის ხელით შეიწყალონ მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა. სეფაშვილმა აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დაყენებას „ხალხის ძალა“ არჩევნების შემდეგ აპირებდა. „ამ მოთხოვნის დაყენებას ჩვენ არჩევნების შემდეგ ვაპირებდით, მაგრამ გარკვეული ნიშნები გამოჩნდა იმისა, რომ […]

ევროკავშირი ეგვიპტეს €7.4 მილიარდიანი ფინანსური პაკეტით დაეხმარება

17 მარტს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ 2024-2027 წლების განმავლობაში ევროკავშირი ეგვიპტეს €7.4 მილიარდის დაფინანსების პაკეტს გამოუყოფს. დახმარების შესახებ ცნობები ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ეგვიპტეში ვიზიტის ფარგლებში გავრცელდა. დაფინანსების მიზანი ეგვიპტისთვის ეკონომიკის სტაბილიზაციაში დახმარება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება და მიგრაციის დონის შეზღუდვაში ძალისხმევის გაძლიერებაა. პაკეტი €5 მილიარდის მაკროფინანსურ დახმარებას, €1.8 მილიარდის რაოდენობის ინვესტიციებსა და €600 […]

დნესტრისპირეთი დრონით იერიშისა და სამხედრო შვეულმფრენის განადგურების შესახებ იუწყება

სეპარატისტული დნესტრისპირეთის (მოლდოვა) ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი სამხედრო შვეულმფრენი განადგურდა 17 მარტს კამიკაძე დრონით ტირასპოლში მდებარე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშის შედეგად. ტირასპოლის რეჟიმთან დაკავშირებული ტელეგრამის არხებისა და პორტალების ცნობით, აფეთქება ადგილობრივი დროით 16:30 – 16:45 საათზე მოხდა. დნესტრისპირეთის მედია, რომელმაც შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა, ამტკიცებს, რომ კამიკაძე დრონმა ტირასპოლის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილში სამხედრო შვეულმფრენი […]