კიტეიშვილის საგოლე გადაცემა და “შტურმის” გამარჯვება

ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „შტურმმა“ კლაგენფურტში „აუსტრია“ 4:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 61-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი თამაში Flashscore-მა 7.3 ქულით შეაფასა, ხოლო sofascore-მა 6.5-ით. „შტურმი“ 26 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ზალცბურგს“ 1 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამ გუნდს 31 მარტს უმასპინძლებს.

“ინტერთან” “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს 29-ე ტურში “ნაპოლი” მილანში “ინტერს” დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, რასპადორი. მატჩი “სან სიროზე” თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

Jaguar ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მოდელებს აჩერებს

Jaguar შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ეტაპობრივად გაუქმებას გეგმავს. 2025 წლიდან ბრიტანული კომპანია ექსკლუზიურად ელექტრომობილებს აწარმოებს. ამის შესახებ Road and Track-ს Jaguar Land Rover-ის ჩრდილოეთ ამერიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჯო ებერჰარტმა განუცხადა. იაგუარის ბენზინისა და დიზელის მოდელების უმეტესობა წარმოებას მიმდინარე წლის ივნისში შეწყვეტს. თუმცა, ისინი დაუყოვნებლივ არ გაქრება გაყიდვიდან, სანამ ახალი ელექტრომობილები გამოჩნდება. ჯო ებერჰარტმა აღნიშნა, რომ […]

პერმში 64 წლის ქალმა საარჩევნო უბანზე პეტარდა მიიტანა და საპირფარეშოში ააფეთქა

თვითმხილველების თქმით, აფეთქებამდე ქალი ტელეფონით ვიღაცას ესაუბრებოდა. ტელეგრამის არხის ცნობით, ელენას ხელში ეჭირა პაკეტი, რომელიც საარჩევნო უბნის დაცვამ ყურადღებით შეამოწმა, მაგრამ აკრძალული ვერაფერი დაინახა. ზუსტად უცნობია, თუ როგორ მოახერხა ქალმა შენობაში ფეიერვერკის შეტანა. აფეთქების შემდეგ შენობიდან 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავად 64 წლის ქალი, კი რომელსაც Baza-ს ცნობით აფეთქებამ ხელი მოაგლიჯა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. · რუსეთში […]

ნონა წოწორიას თანახმად, მოსამართლე თევზაძემ მასზე დეზინფორმაცია გაავრცელა

სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია უარყოფს ქართველი მოსამართლის, ლევან თევზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან უკრაინაში მოსამართლეების კეთილსინდისიერების (ე.წ. ვეტინგი) შემოწმების პროცესში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამის ფაქტზე დააკავეს. როგორც ნონა წოწორია აცხადებს, პირიქით, მან იმ გენპროკურორის შერჩევაში მიიღო მონაწილეობა, რომელმაც ზემოხსენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე დააკავა “ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი […]

კიევს არა თეთრი დროშები, არამედ შეიარაღება სჭირდება – სტოლტენბერგი

უკრაინაში თეთრი დროშის საჭიროებაზე რომის პაპის კომენტარს, ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. 11 მარტს ნატოში შვედეთის დროშა აღმართეს, რაც დასავლეთში ფართოდ აღიქმება, როგორც უკრაინაში რუსეთის ომის კიდევ ერთი შედეგი: უსაფრთხოების რისკების გადაფასების ფონზე, ალიანსი ევროპაში კიდევ უფრო გაფართოვდა.

იგოეთთან, მანქანა ავტობანიდან ხევში გადავარდა

იგოეთთან, მსუბუქი ავტომობილი ავტობანიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ისლანდიაში ვულკანი განმეორებით ამოიფრქვა, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დეკემბრის თვიდან მოყოლებული ქვეყანაში ვულკანი მეოთხედ ამოიფრქვა. ვულკანმა ხელახალი ამოფრქვევა შაბათს ადგილობრივი დროით 20:23 საათზე დაიწყო, რამაც დედამიწის ზედაპირზე 2.9 კილომეტრის სიგრძის ნაპრალი გააჩინა. მეტეოროლოგიური სამსახურის თქმით, ეს ზომით თებერვალში მომხდარი ამოფრქვევის მსგავსია. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკანდინავიის ვულკანოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ეს ამოფრქვევა მოსალოდნელი იყო და […]

ბოლომდე შევეწინააღმდეგებით – მოსამართლე მეთოფიშვილი ე.წ. ვეტინგზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი Facebook-პოსტით ე.წ. ვეტინგის ჩატარების მომხრე მოსამართლეებს პასუხობს და მათ პოზიციას “უკიდურესად არაკოლეგიალურსა” და “პროფესიული ღირსების შემლახავს” უწოდებს. თავად მოსამართლეების შემოწმების პროცესი, მისი მტკიცებით, სასამართლო ხელისუფლების დაშინებას, მასზე ანგარიშსწორებასა და მის დამორჩილებას ისახავს მიზნად, რაც “მიიღწევა მოსამართლეთა მასობრივი წმენდის განხორციელებით”, რასაც “მე და ჩემი კოლეგების უდიდესი უმრავლესობა, მთელი ჩვენს ხელთ […]