ბექა ოდიშარიას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო მიმდინარე კვირაში იქნება დაძლეული. მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტი იმ საჭიროებებს ეყრდნობა, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის არის აუცილებელი. “ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ეყრდნობა იმ საჭიროებებს, რომელიც არის წარმოქმნილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, ისე როგორც ეს ეკადრება დემოკრატიულ სახელმწიფოს – საქართველოს და ისე როგორც […]

„ბორჯღალოსნებმა“ „რაგბი ევროპა“ მეთექვსმეტედ მოიგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ გამარჯვებული გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ პარიზში, პორტუგალიის ნაკრებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 36-10 დაამარცხეს. შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 12-3, ზუსტად შესრულებული ჯარიმებით მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა. თითო ლელო დადეს ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი შეასრულა. ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული […]

დონჩიჩისა და იოკიჩის შოუ ირვინგმა მოიპარა – გამთამაშებლის საოცარი ტყორცნა და ბოლო წამზე მოგებული მატჩი [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში “დალას მავერიქსმა” “დენვერ ნაგეთსს” უმასპინძლა და 107:105 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და შეხვედრა ოვერტაიმშიც გადავიდოდა, რომ არა კაირი ირვინგის ბოლო წამზე შესრულებული ურთულესი ტყორცნა. “ტეხასელთა” სლოვენიელმა ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა 37 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. კაირი ირვინგმა 24 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი და 3 ჩაჭრა […]

ნინო წილოსანი – პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებს“ მხოლოდ ფორმალურად ჰქვია „მოტივირებული“ – ის ვეტოს დამდების შესახებ უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე თავად შენიშვნის შინაარსზე

პრეზიდენტის „მოტივირებულ შენიშვნებს“ მხოლოდ ფორმალურად ჰქვია მოტივირებული – ეს ვეტო ემსახურება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ანტისახელისუფლებო და ანტიეროვნულ კამპანიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო შეაფასა. მისივე თქმით, “ვეტოს დამდების შესახებ უფრო მეტს მეტყველებს ეს შენიშვნები, ვიდრე თავად შენიშვნის შინაარსზე”. როგორც წილოსანი აღნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობას ვეტოს […]

ცივი და არასტაბილური ამინდი – მეტეოროლოგის გაფრთხილება!

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. „არც ერთი ზამთარი არ გრძელდება სამუდამოდ, არც ერთი გაზაფხული არ გამოტოვებს თავის რიგს, ჯერჯერობით არასტაბილური და ცივი პერიოდი გვაქვს, მაგრამ მთავარია მოთმინება და სითბოც მოვა. მომდევნო კვირა საქართველოში, ძირითადად ისევ ნაცრისფერი და წვიმიანი იქნება.ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება არსად არ არის მოსალოდნელი, დასავლეთის დაბლობზე და აღმოსავლეთის ბარში, […]

გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები და კამერები

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად აპრილის ბოლოს დასრულდება. ყველა გვირაბში ხორციელდება სამღებრო სამუშაოები, მონტაჟდება სანათები, მოეწყო ახალი ცხაურები, მოაჯირები, იცვლება კიბის დაზიანებული საფეხურები და პარაპეტის ფილები. მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სიგრძე 610 მეტრია, ფართობი კი – 3 030 კვ.მ. უსაფრთხოებისა და ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელის […]

სად გაითიშება დღეს დენი

კომპანია თელასის ცნობით, 18 მარტს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის ნაწილს დენი დროებით გაეთიშება. მათი ცნობით, შეზღუდვა შეეხება თბილისის შემდეგ ქუჩებს: სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, სოფელი დიდი ლილოს, ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), აფრიკის დასახლების, ჭიჭინაძის ქუჩის 360 […]

„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ – აკადემიკოსი როინ მეტრეველი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომელიც მთავრობის მრჩეველს წარმოადგენს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობასა და მის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაზე მუშაობს. აკადემიის საქმიანობის ჩარჩოა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან კავშირის დამყარება, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება – ეს არასრული ჩამონათვალია, რასაც აკადემია ახორციელებს. უფრო ვრცლად, თუ რა […]

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

პუტინს მიულოცეს კიმ ჩენ ინმა, რაჰმონმა, მადურომ, ორტეგამ

ვლადიმირ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მიულოცა ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა. ფხენიანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, „პატივცემული ამხანაგი“ კიმ ჩენ ინის მისალოც დეპეშას პუტინს გადასცემს მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის ელჩი. კიმ ჩენ ინი ღიად უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს. უკრაინის და მისი მოკავშირე დასავლეთის სახელმწიფოების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში იყენებს ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილ […]