„გაზპრომთან“ ხელშეკრულებას არ გავაგრძელებთ – უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი

კიევი არ აპირებს რაიმე დამატებითი ხელშეკრულების დადებას ან გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას რუსეთთან, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდეა. გალუშჩენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემამ შარშან „სტრეს-ტესტი“ გაიარა და მზადაა, იმუშაოს გაზის ტრანზიტის გარეშე ქვეყნიდან, რომელიც უკრაინას თავს დაესხა. […]
თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის შესაძლო შემცირების გამო საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში 2024 წლის 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტის გამო, რომელიც თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად. ამასთან დაკავშირებით, განცხადებას საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს. „აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა, ერთი მხრივ, იმ მიღწევებს გადაუსვას ხაზი, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევით მიაღწია თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების გზაზე, […]
გაერო შეშფოთებულია საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის შესაძლო შემცირებით

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის გამო, რომელიც თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად. გაეროს შეფასებით, აღნიშნულმა ცვლილებმა შესაძლოა, ერთი მხრივ, იმ მიღწევებს გადაუსვას ხაზი, რასაც საქართველომ დიდი ძალისხმევით მიაღწია თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების გზაზე, მეორე მხრივ კი, განაგრძოს თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან პოლიტიკის შემუშავებაში ჩარევის […]
რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მორიგი შეტევა იყო

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება შეტევა ბელგოროდის ოლქზე. ქალაქ ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის თანახმად, დილით, ქალაქის დაცხრილვის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის მიერ დღეს, 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 11 და დაიჭრა 82 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ადგილობრივი დროით 08:30 საათისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ბელგოროდის […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“

2019 წელს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერითა და ასოციაციის „ევროპული დროით“ მიერ ითარგმნა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები შრომის სამართლის სფეროში და განხორციელდა ანალიზი ქართული შრომის კანონმდებლობისა და ევროკავშირის სამართალთან მიმართებით. წიგნის ავტორები არიან ეკატერინე ქარდავა, ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური, მაკა კარტოზია და ნინო ლიპარტია. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/16010.pdf ერთ-ერთი საკითხი შეეხო გამოძახებით მუშაობას („On-call და Stand-by მუშაობისას სამუშაო დროის […]
ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში დაღუპულია 40 წლამდე ქალი. ის კლინიკა “მედინას” მიმდებარედ, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, როცა შეჯახება მოხდა. შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც ამავე ქუჩაზე მოხდა. შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მამაკაციც ადგილზე დაიღუპა. მომხდარის გამო […]
გიორგი სიორიძე – იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება აბსურდის თეატრის მორიგი სპექტაკლი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწყობს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით – ჩემს წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო

დღეს იურიდიულ კომიტეტზე გაიმართება მორიგი სპექტაკლი იმ აბსურდის თეატრისა, რომელსაც აწყობს „ქართული ოცნება“ საქართველოში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით – ჩემს წინააღმდეგ ბრალდებების კორიანტელი იყო, სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას არღვევს. ამასთან, როგორც სიორიძე აღნიშნავს, მმართველ გუნდს უნდა, […]
მიხეილ სააკაშვილი – მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები – ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა

მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. „მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, საქართველო დაეტოვებინათ. […]
ბექა ლილუაშვილი – ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ იქვემდებარებს ცესკოს პარტიულად – ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი

ვხედავთ „ქართული ოცნება“ როგორ იქვემდებარებს ცესკოს პარტიულად. რაში სჭირდება ძალას, რომელიც დარწმუნებულია თავის თავში და ამბობს, რომ თურმე აქვს კონსტიტუციური მხარდაჭერა, დაქვემდებარებული, პარტიულ ვერტიკალში ჩაბმული ცენტრალური საარჩევნო კომისია?! – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტი ვერ აკმაყოფილებს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას ევროკავშირში […]
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტს – ქალბატონო სალომე, მოხსენით გრიფით „საიდუმლო“ ჩემს სამთავრობო ხარჯებს და ეს ავტომატურად შეწყვეტს პროცესს – მასამართლებენ იმაზე, რასაც ყოველ დღე აკეთებს მთავრობა

უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა და ის ეყრდნობა დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს, რომ თურმე რუსეთი არ აძლევს ჩემი გათავისუფლების საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას. მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, ამაში რომ მონაწილეობთ? – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილმა სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას ეხება, […]