მიხეილ სააკაშვილი – ხორცის ყიდვა პენსიონერს არ შეუძლია – სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს, რადგან ის 50 თეთრით ძვირი ღირს – ასეთი ისტორიებისგან შედგება ჩვენი ცხოვრება

ხორცის ყიდვა პენსიონერს არ შეუძლია-დააკვირდით, სტუდენტები მასობრივად ყიდულობენ ლობიანებს, არ ყიდულობენ ხაჭაპურს მარტივი მიზეზის გამო, ხაჭაპური ღირს 50 თეთრით უფრო ძვირი, ვიდრე ლობიანი. ასეთი ისტორიებისგან შედგება დღეს ჩვენი ცხოვრება,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩვენი ახალგაზრდების ნაწილს ნარკოტიკებისგან ვკარგავთ, ნაწილს კი ემიგრაციაში. „ჩვენი […]

18 მარტს „ბიბლუსის“ ფილიალებში „მხევლის წიგნის“ პერსონაჟები გიმასპინძლებენ და წიგნებით დაგასაჩუქრებენ

ახალი სერიის ფარგლებში „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“, მეორე ტომი – მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ გამოიცა და 18 მარტიდან უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით „ბიბლუსის“ სითი მოლის, ვაჟას, გლდანი მოლისა და გლდანი სითი მოლის ფილიალებში „მხევლის წიგნის“ პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი გოგონები გიმასპინძლებენ და რომანით დაგასაჩუქრებენ. […]

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე – რა საჭირო იყო კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა, თუკი არ შევასრულებდით და გავითვალისწინებდით არაფერს?!

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, რა საჭირო იყო “საარჩევნო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისიის ჩართვა, თუ წინასწარ იყო ჩაფიქრებული, რომ არცერთი მისი რეკომენდაცია და შეთავაზება საქართველოს პარლამენტს არ უნდა გაეთვალისწინებინა. ამის შესახებ მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა, სადაც დეპუტატები კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. „ჩვენ გთავაზობთ ცესკო-ს ისეთ დაკომპლექტებას, რის შემდეგაც მას ექნება […]

მიხეილ სააკაშვილი – ვადანაშაულებ მთავრობას გენოციდში, ვადანაშაულებ ივანიშვილს ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში – საქართველო არის მანქანა, რომლის საბარგულშიც ხალხია ჩაკეტილი და უფსკრულისკენ მიაქანებენ

მე ვადანაშაულებ მთავრობას ქართველი ხალხის გენოციდში, მე ვადანაშაულებ ივანიშვილს ქართველი ხალხის გადაშენების, გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა. მან საზოგადოებას მაქსიმალური აქტიურობისა და ქმედებისკენ მოუწოდა, რადგან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თუ არ არჩევნებში არსებული ხელისუფლების დამარცხება არ მოხდა, შესაძლოა მომავალში არც საქართველო აღარ იყოს და […]

გია ვოლსკი – „ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს – არ იმსახურებს დამცირებას!

„ვეტინგის“ სისტემას საქართველო არ იმსახურებს! არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების ასეთ შემლახველ წინადადებასაც კი! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ვეტინგის“ სისტემა არ უნდა განხორციელდეს, თუკი ქვეყანას თავმოყვარეობა გააჩნია. „ვეტინგს“ საქართველო არ იმსახურებს და არც ის სტრუქტურა იმსახურებს, რასაც სასამართლო და მართლმსაჯულება ჰქვია. არ იმსახურებს დამცირებას, ღირსების […]

SOLO Talks-ის ფარგლებში აჩი და შოთი არველაძეები „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობის“ შესახებ ისაუბრებენ

21 და 26 მარტს ჩანიშნული საფეხბურთო მატჩების მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, 19 მარტს SOLO Talks-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება თემაზე „გადამწყვეტი მატჩის მნიშვნელობა“. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ფეხბურთის გულშემატკივარ SOLO მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, შოთი არველაძეს და საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, Arveladze Foundation-ის დამფუძნებელს აჩი არველაძეს მოუსმინოს. […]

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე – საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე რისკი არ არსებობს

მინდა გითხრათ, რომ საწვავზე ფასის გაძვირების რაიმე [რისკი] არ არსებობს, – ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ პოლიტიკურმა გავლენამ მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე არ იმოქმედა, „ჩვენ დღეისთვის არაფერი არ გვემუქრება“. გარდა ამისა, იობაშვილის განმარტებით, საქართველოს კარგი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში საწვავის დეფიციტის შექმნის საშიშროება არ არსებობს. „ვერ დავეთანხმები, რომ [საწვავი] […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვის ბოლოს ორი კენჭისყრა გაიმართა და კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ კანონპროექტის პირვანდელ – ვეტოდადებულ ვერსიას დაუჭირა მხარი. “ქართული ოცნების” მტკიცებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასა და გამოცდილებას არ შეესაბამება. პრეზიდენტმა ვეტო […]

რომელ სექტორშია საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში ყველზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში იყო და ის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა. ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1%-ით); მშენებლობა – 3 […]

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე. ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის სისტემის […]