გაერო – თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირების შესახებ კანონპროექტზე მხარდაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება – მოვუწოდებთ პარლამენტს, ცვლილება არ დაამტკიცოს

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია “საგადასახადო კოდექსში“ თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 4 მარტს ინიცირებული კანონპროექტი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებას ისახავს მიზნად და თამბაქოს კონტროლის სფეროში, ეს ცვლილება მეორე მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილება […]

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის […]

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა – FORSAGE, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა […]

სასამართლოში, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა “ვივამედიდან” ესწრება მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მათ მოწმედ სდსს-ის ამჟამინდელი უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მრჩეველი, სიმონ […]

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აჭარის სამთავრობო უწყებებში დასაქმებული პირების მიერ გახარჯული საწვავის სტატისტიკას აქვეყნებენ

რატომ გააძვირა ივანიშვილის „ოცნებამ“ საწვავზე ფასები და რატომ არ შეასრულა მთავარი დაპირება? – ამ შეკითხვებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბონდო თედორაძემ და რეზო ხარაზმა ერთობლივი ბრიფინგი პარტიის ოფისში გამართეს. ოპოზიციის წევრებმა ჟურნალისტებს, აჭარის სამთავრობო უწყებებში დასაქმებული პირების მიერ გახარჯული საწვავის სტატისტიკა წარუდგინეს. მათი თქმით, „ქართული ოცნების” ჩინოვნიკებს […]

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. სემეკის ინფორმაციით, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის – TÜV NORD CERT GMBH-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე. ინფორმაციის თანახმად, ISO […]

სააკაშვილი: მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მყოფი ქართველები ივანიშვილის სინდისზე არიან

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ნარკოკარტელის ტყვეობაში მყოფ ქართველებზე საუბრობს და ამბობს, რომ ისინი “ივანიშვილის სინდისზე არიან”. “მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მჯდომი ქართველები, უამრავი ქართველი, ეს არის ის ხალხი, ვინც მთლიანად არის ივანიშვილის სინდისზე. ივანიშვილმა მოუწოდა მათ, დაეტოვებინათ საქართველო. ესენი არიან მამები, რომლებსაც ჰქონდათ არჩევანი – ან ეთქვათ უარი თავის ოჯახზე, საკუთარი ბავშვის გაზრდაზე […]

სააკაშვილი პრეზიდენტს: მოხსენით გრიფით საიდუმლო სამთავრობო ხარჯებს, ჩემი პროცესიც შეწყდება

“მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებს” – ასე მიმართა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს გააკეთა. სააკაშვილის თქმით, თუ ზურაბიშვილი სამთავრობო ხარჯებზე გრიფით საიდუმლოს მოხსნის, ეს ავტომატურად შეწყვეტს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს. ამასთან, სააკაშვილი ზურაბიშვილის მიერ […]

“სანამ სამშობლოში ჩამოვა…” – ილია თოფურიასა და მისი ორსული შეყვარებულის, უმშვენიერესი ჯორჯინას კადრები – Marao

ილია თოფურია და მისი უმშვენიერესი შეყვარებული ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში ახალ კადრებს აქვეყნებენ. როგორც ცნობილია, ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან. ილიამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ 18 მარტს საქართველოში ჩამოვა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი უდიდეს გამარჯვებას ქართველ გულშემატკივართან ერთადაც აღნიშნავს. მანამდე კი ჯორჯინა და ილია დროს სასიამოვნოდ ატარებენ და კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ: “ჩვენთვის ზაფხულის […]

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად შეაფასეს. ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო მასერტიფიცირებელი ორგანიზაციის “TÜV NORD CERT GMBH“-ის მიერ ჩატარებული საერთაშორისო გარე აუდიტის საფუძველზე, სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატი ძალაშია მომდევნო 3 წლის მანძილზე, 2027 წლამდე. ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის სისტემის […]