ვიქტორ დოლიძე – ამგვარ ტურბულენტურ გარემოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი თბილისში ძალიან მნიშვნელოვანია – ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ამგვარ ტურბულენტურ გარემოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვაშინგტონი-ნატო-ს სამიტი. აღნიშნულის შესახებ ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში განუცხადა, როდესაც ისაუბრა თბილისში სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს […]

ევროკავშირი – უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები ბათილად ითვლება და არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი შედეგი ჰქონდეს

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა უაღრესად შეზღუდულ გარემოში, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა, – ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ სწუხან რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, არ მიეწვია საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნებზე. „ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს და რუსეთის ამომრჩევლებსა და ინსტიტუტებს ამ არჩევნების მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ შეფასებაზე წვდომის […]

ილია დარჩიაშვილი – ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საქართველო შესაბამისად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ნატოს საიუბილეო სამიტზე

მიმდინარეობს მუშაობა ალიანსის მხრიდან, თუ როგორი ფორმა ექნება სამიტს და როგორი კომპონენტებისგან შემდგარი იქნება – ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსთან, გენერალურ მდივანთან მუშაობას ვაგრძელებთ იმისთვის, რომ საქართველო შესაბამისად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში, ამ უმნიშვნელოვანეს საიუბილეო სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რითაც ნატო-ს ვაშინგტონის სამიტს გამოეხმაურა. დარჩიაშვილის შეფასებით, ვილნიუსის სამიტმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი […]

,,პუტინს თავისი ფრაქცია ჰყავდა პარლამენტში, ახლა პარტიაც ეყოლება“ – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე ,,ხალხის ძალის” პარტიად გადაკეთებას ასე ეხმაურება: ,,პუტინს თავისი ფრაქცია ჰყავდა პარლამენტში, ახლა პარტიაც ეყოლება. “ხალხის ძალად” წოდებული წარმონაქმნი სინამდვილეში პუტინის ძალაა, რომელიც “ალტინფოსა” თუ სხვადასხვა ჩამოწერილი მარშებისა და პატრიოტთა ალიანსების ველზე გამოჰყავთ საარჩევნოდ საბალახოდ. “ქართულ ოცნებას” რაღაც ეტაპზე ანტიდასავლური თავდასხმებისათვის თუ სჭირდებოდა მისი რიგებიდან ფორმალურად გამოცალკევებული ერთეულები, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მსგავსი […]

ქალაქები, სადაც პუტინმა არჩევნები წააგო

რუსეთის ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ნაწილის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. ერევნის, ასევე ევროპის დიდ ქალაქებში გახსნილ უბნებზე, ვლადიმერ პუტინმა ვლადისლავ დავანკოვთან წააგო. რუსეთის ცესკოს მონაცემებით ქალაქები, სადაც პუტინმა წააგო: ერევანი: დავანკოვი (49,85%), პუტინი (32,87%) ვარშავა: დავანკოვი (51,01%), პუტინი (19,78%) პრაღა: დავანკოვი (59,89%), პუტინი (15,68%) ჰააგა: დავანკოვი (56,88), პუტინი (15,22%) ვილნიუსი: დავანკოვი (39,22%), […]

აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, შვილები, იდენტობა და კულტურა!

აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, შვილები, იდენტობა და კულტურა! „მიუხედავად უდიდესი ზეწოლის და გამოწვევებისა, ჩვენმა გამბედაობამ, სიმტკიცემ, ძალისხმევამ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენმა უდიდესმა მხარდაჭერამ მოგვცა ძლიერი იმპულსი, რომ გაათმაგებული ენერგიით და ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებით გავაგრძელოთ ჩვენი მთავარი მიზნების განხორციელება,“ – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ […]

ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, რის შედეგადაც ახალ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ საშუალება, რომ ხალხის მხარდაჭერით ჯერ ოპოზიციაში შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ

ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, რის შედეგადაც ახალ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ საშუალება, რომ ხალხის მხარდაჭერით ჯერ ოპოზიციაში შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ „წლინახევრის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ჩამოყალიბებისთანავე, არაფერი გვიშლიდა ხელს უმრავლესობა პარტიების მსგავსად პირველ რიგში იუსტიციის სახლში მარტივი პროცედურა გაგვევლო. „ხალხის ძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, ჯერ საქმის კეთება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პარტიის დაფუძნება,” […]

ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“ – ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი

ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს“ – ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი „დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც აწ უკვე პოლიტიკური პარტიის შედეგებსა და მიზნებზე. „ისტორიული არა იმიტომ, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური […]

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოშია

ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოშია ნატო-ს მთავარი მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დახვდა. 15:00 საათზე გაიმართება ერთობლივი პრეს-კონფერენცია მედიისთვის. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. Previous: ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, რის შედეგადაც ახალ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ საშუალება, რომ ხალხის მხარდაჭერით ჯერ ოპოზიციაში შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ

“ოზემპიკისა” და “ვეგოვის” მწარმოებელმა 2023 წელს დანიის ეკონომიკა რეცესიისგან იხსნა

ბოლო დროს პრეპარატ “ვეგოვიზე” გაზრდილი მოთხოვნის წყალობით დანიის ეკონომიკამ წინა წელს რეცესიის თავიდან არიდება შეძლო, რადგან ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ძირითადად აღნიშნული მედიკამენტის მწარმოებელმა კომპანიამ Novo Nordisk-მა განაპირობა. ოფიციალური მონაცემებით, დანიის 2023 წლის 1.8%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად ქვეყნის ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ განაპირობა, რომელშიც მთავარი მოთამაშე Novo Nordisk-ია. აღნიშნული კომპანია რომ არა, ამავე წელს დანიის ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდებოდა. […]