ავღანეთზე დარტყმის პასუხად თალიბანმა პაკისტანზე იერიში მიიტანა

ავღანეთზე დარტყმის საპასუხოდ თალიბანმა პაკისტანზე იერიში მიიტანა. როგორც ცნობილია იერიშის შედეგად პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის შვიდი წევრი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ავღანეთის თალიბანმა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით. პაკისტანმა ავღანეთზე ორი სარაკეტო იერიში 18 მარტს მიიტანა. როგორც ცნობილია, პაკისტანის სარაკეტო თავდასხმებს ავღანეთში აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონებში ხოსტში და პატრიკიაში ხუთი ქალი და სამი ბავშვი ემსხვერპლა. დაპირისპირება ავღანეთსა და პაკისტანს […]
ტაქსის მძღოლი პოლიციის მაღალჩინოსანს ძალადობაში ადანაშაულებს – შსს უარყოფს

ტაქსის მძღოლი შსს-ს მაღალჩინოსანს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს – ინფორმაციას შემთხვევის შესახებ მძღოლის ადვოკატი ავრცელებს. ადვოკატის თქმით, გამოკითხვაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ განემარტა არცერთი მისი უფლება და პოლიციის უფროსის მოადგილემ მასზე ფიზიკურად იძალადა. “ის ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ აპირებდა ამ ჩანთის ისედაც წარდგენას, თუმცა მას არ განემარტა არცერთი მისი უფლება, მათ შორის, ადვოკატის ყოლის უფლება, რომ […]
დარჩიაშვილი მექსიკაში მყოფ ქართველებზე: არავინ არის გატაცებული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ცნობით, მექსიკაში ქართველების შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. “არავინ არ არის გატაცებული. ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს მექსიკა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუ დასჭირდება ჩვენი დიპლომატის დახმარება, ამისთვის მზად ვართ და გავაგრძელებთ მომავალშიც. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა, მათთან ვმუშაობთ. თუ მათ აქვთ საჭიროება, რომ მათ საჭიროებებზე მოხდეს რეაგირება, […]
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი – ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანის“ პორტფელს აფართოებს და გემოიანი წყლების კატეგორიაში შედის. „ბაკურიანი“ ხილის გემოთი – არის ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნატურალური ხილის წვენით და ნაკლები შაქრით. „ბაკურიანი“ სამი განსხვავებული ხილის გემოთი – ცოცხალი ლიმონი, მწვანე ვაშლი და წვნიანი ატამი, 0.5-ლიტრიან პეტ შეფუთვაშია წარმოდგენილი. როცა გიყვარს და ზრუნავ! – ბრენდის მთავარი […]
გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე. თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის. სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ […]
ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე ახალი, ხელმისაწვდომი ბრენდი გამოჩნდება, რომლის მიზანიცაა შექმნას „პირველი AI მანქანა ახალგაზრდებისთვის“

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა Xpeng-მა განაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას „იაფი“ ბრენდი, რომლის ელექტრომობილებიც, ბაზარზე არსებულ მოდელებთან შედარებით, ბიუჯეტური იქნება. Xpeng-ის თავმჯდომარის და აღმასრულებელი დირექტორის თქმით,ბრენდის მოდელები, რომლებიც მომდევნო თვეში გამოვა, ეღირება 100,000-დან 150,000 იუანამდე ($14,000-დან $21,000-მდე). შედარებისთვის, პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებლები, როგორც წესი, თავიანთ მანქანებს აფასებენ 200,000 ($28,000) -დან 300,000 ($42,000)-მდე იუანის დიაპაზონში. გავრცელებული ინფორმაციით, წარმოებულ მოდელებს […]
ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 28 მედალი მოიპოვეს

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გამთენიისას დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ნევადას შტატში, ქალაქ ლას-ვეგასში, საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედროებმა, ტურნირის ფარგლებში, სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში იასპარეზეს. სამხედროებმა წარმატებული შეხვედრები გამართეს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთში, პნევმატიკური […]
„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა, თავმჯდომარედ კი სოზარ სუბარი აირჩიეს

„ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა, თავმჯდომარედ კი სოზარ სუბარი აირჩიეს. პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი ყრილობა პარტიის წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა გახსნა, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ყრილობის მიერ არჩეულ იქნა ყრილობის თავმჯდომარე, მდივანი, პარტიის ხმის დამთვლელი კომისია, განისაზღვრა პარტიის სახელწოდება და დამტკიცდა პარტიის წესდება. ასევე, არჩეულ იქნა პარტიის სარევიზიო კომისია. ეკა […]
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნები გაიხსნა უკანონოდ. „აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს“, – წერია […]
ისრაელის შეიარაღებული ძალების თქმით, მან რეიდი ჩაატარა ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში

ისრაელმა 18 მარტს განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა რეიდი ჩაატარეს ღაზაში, ალ-შიფის საავადმყოფოში. პალესტინის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ოპერაციის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მრავალი დაშავდა და საავადმყოფოს ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ისრაელის სამხედროთა თქმით, ჯარისკაცები „ზუსტ ოპერაციას“ ატარებდნენ და მათ ცეცხლი გაუხსნეს, როცა ისინი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შევიდნენ. „ჯარებმა საბრძოლო იარაღით უპასუხეს და მიზანში მოარტყეს. ჩვენი […]