მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მომხრე მოსამართლეებს აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, აკრიტიკებს იმ კოლეგებს, რომლებიც არ ეწინაარმდეგებიან ევრორეკომენდაციის ფარგლებში სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობაზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. დღეს, 18 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მიქაუტაძემ განაცხადა, რომ საუბარია მოსამართლეთა მცირე ჯგუფზე და ისინი არ გამოხატავენ სასამართლო კორპუსის პოზიციას: „ეს ნამდვილად არ გამოხატავს […]
დაუშვილი: საარჩევნო ბარიერი დასაწევი კი არა, ასაწევია

მე ვფიქრობ, ქართული ოცნება ბარიერის დაწევას მხოლოდ მაშინ დათანხმდება, თუ დაინახავს, რომ ეს თავის ინტერესში იქნება. ისინი ბარიერს იმიტომ არ დაწევენ, რომ ვთქვათ, ეს დემოკრატიისთვის ან ქვეყნის განვითარებისთვის უკეთესია. ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არის ის, რომ ბარიერი დასაწევი კი არა, პირიქით, ასაწევია. რადგან, ოცნება სულ იმაზე აპელირებს, რომ ბარიერის დაწევას ყველა იმის გამო ითხოვს, რომ ეს […]
ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ, რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინმა 87.28% აიღო

რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა დასრულდა. რუსეთის ცესკოს ცნობით, ვლადიმირ პუტინმა 87.28% აიღო. არჩევნებში, რომელიც აბსოლუტურად არაკონკურენტულ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, მეორე ადგილი დაიკავა რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა, ნიკოლაი ხარიტონოვმა 4.31%-ით. მესამე ადგილი დაიკავა პარტია “ახალი ხალხის” კანდიდატმა, ვლადისლავ დავანკოვმა 3.85%-ით, ხოლო ბოლო ადგილზე გავიდა ვლადიმირ ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, 3.20%-ით. […]
USAID-ის საქმიანობა საქართველოში და სამომავლო გეგმები

ექსკლუზიური ინტერვიუ USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელთან საქართველოში მომავალ არჩევნებზე და სააგენტოს საქმიანობაზე. რა მოსაზრებები ვრცელდებოდა USAID-ზე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ შეაფასა, როგორც “მცდარი” და რა გავლენა ჰქონდა ამას რეგიონის მასშტაბით?
ფინანსთა მინისტრი – მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით – ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას

ჩვენ მიმდინარე წელს გვექნება სიახლეები სახელმწიფო საწარმოების მიმართულებით. ვფიქრობთ, მინიმუმ 1 საწარმო მაინც გამოვა ბაზარზე და დამოუკიდებლად შეძლებს ფინანსების მოძიებას, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმებთან დაკავშირებით მზა ფორმულები არ არსებობს. „სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ზოგადად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა არის რეფორმა, რომელიც საკმაოდ […]
თეონა აქუბარდია – კობახიძის განცხადება იყო სრული კატასტროფა – დარწმუნებული ვარ, ნიკოლ ფაშინიანი ნატოზე ბევრად მეტს ილაპარაკებს – ეს აჩვენებს, რომ ნატოში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად წარდგა ისე, როგორც შეიძლება სომხეთის პრემიერ-მინისტრი წარმდგარიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნატოზე ბევრად მეტს ილაპარაკებს – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგში არ არის, – აღნიშნული შეფასება პარლამენტის წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა. აქუბარდია პრემიერ კობახიძის მიერ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად […]
შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური საკითხია საქართველოსთვის, ისევე როგორც ნატოსთვის – სტოლტენბერგი

ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან უკვე არის ძლიერი და დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, თუ როგორ გაგვეძლიერებინა კიდევ უფრო მეტად ეს მიმართულება. ზოგადად შევთანხმდით, რომ ცალკეული, კონკრეტული პროგრამები გვექნება, საჭიროებებზე მორგებული, იმისათვის, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო დაახლოვდეს. მივესალმები იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და სამხედრო ინჟინერიის მიმართულებით ხორციელდება ქვეყანაში, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა […]
Il Mattino: “ნაპოლი” ზაფხულში 7 ფეხბურთელს გაყიდის – სიაში ახალწვეულებიც მოხვდნენ

წყაროს ცნობით, მომდევნო სეზონში “პარტენოპეის” რიგებში ვიქტორ ოსიმენს, ხუან ჟესუსს, ლეო ოსტიგორს, იესპერ ლინდსტრომს, იენს კაიუსტეს, პასკუალე მაძოკისა და ნათანს ვეღარ ვიხილავთ. ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, თავდამსხმელს საკუთარი ძალების მოსინჯვა ინგლისში სურს და ამის შესახებ არაერთხელ განაცხადა. რაც შეეხებათ სიაში მყოფ სხვა ფეხბურთელებს, ისინი კლუბის სამომავლო გეგმებში არ შედიან, ახალწვეულებმა კი იმედები […]
რუსული ოკუპაციის “ანატომია “

ქართველებისგან მტრის ხატის ფორმირებაში „ოსური გენოციდის“ საკითხს საკვანძო ადგილი უკავია. რუსული პროპაგანდა მას მოხერხებულად იყენებს მანიპულაციისთვის. ამჟამად ეს თემა „თაროზე თვლემს“ და „საჭირო“ დროს ელოდება. რა მოხდა სინამდვილეში? – ამ კითხვაზე პასუხი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში“ აქვთ.
Microsoft-ის შემდეგ, რუსული კომპანიებისთვის ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას Amazon-ი და Google-იც დაბლოკავს

ევროკავშირის სანქციების გამო 20 მარტიდან Microsoft-ის კვალდაკვალ, რუსულ კომპანიებს ღრუბლოვან სერვისებზე წვდომას Amazon და Google-ც დაუხურავენ. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ფედერაციაში Microsoft-ის ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორის Softline-ის განცხადებაში. „Softline-ის კომპანიების ჯგუფის სახელით ვადასტურებთ Microsoft-ისა და Amazon-ისგან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას 2024 წლის 20 მარტიდან რუსეთში ღრუბლოვან პროდუქტებზე წვდომის შეჩერების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, Softline კომპანიების ჯგუფი ავრცელებს გაფრთხილებას […]