„ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს OECD-ის პროცესს“ – არასამთავრობო ორგანიზაციები

4 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN პროცესს და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მათი ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე წელია არ აქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნულ დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად შეჩერებულია. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მიერ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9529 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9402 ლარს შეადგენდა. […]

მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებში ქართული მე-17 ადგილზეა

ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებს შორის მოხვდა. Far&wide-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში ქართული იმ 25 ენას შორისაა, რომლის სწავლასაც ერთგვარ გამოწვევას უწოდებენ. ქართული ენა 25-დან მე-17 პოზიციაზე იმყოფება და როგორც სტატიიდან ვგებულობთ, ქართულის სწავლის ყველაზე რთული ასპექტი არის ის, რომ მას აქვს საკუთარი დამწერლობის სისტემა, ხოლო ასოებიდან ბევრი წარმოუდგენლად ჰგავს ერთმანეთს. სირთულეს წარმოადგენს არტიკულაციაც, […]

22 რუსული დრონიდან უკრაინამ 17 ჩამოაგდო

რუსეთი უკრაინაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით მთელი დღის განმავლობაში მიჰქონდა იერიშები უკრაინის ცხრა რეგიონზე. ოფიციალური კიევის ცნობით, იერიშების დროს გამოყენებული იყო 22 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 17 უკრაინის საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა გაანადგურეს. დრონებით იერიშის შედეგად, ქალაქ კრივი რიჰში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა, სასწრაფო სამედიცინო სამსახურების დროული მუშაობის შედეგაც ხანძრის ჩაქრობა მალე მოხდა, […]

ბორელი ამბობს, რომ ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, 18 მარტს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს. ბორელის ბრლადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო. „ღაზაში ჩვენ აღარ ვართ შიმშილის ზღვარზე, ჩვენ ვართ შიმშილის მდგომარეობაში, რაც გავლენას ახდენს ათასობით ადამიანზე…შიმშილის ომის იარაღად გამოიყენება მიუღებელია. ისრაელი შიმშილის პროვოცირებას ახდენს“, – თქვა ბორელმა ბრიუსელში […]

“ჰეზბოლა” ირანს ეუბნება, რომ ისრაელთან დამოუკიდებლად იომებს

შვიდი წყაროს ცნობით, ირანის „ქადსის“ ძალების მეთაური თებერვალში ბეირუთს ეწვია, რათა იმ დროს, როდესაც მისი მოკავშირე „ჰამასი“ ღაზაში თავდასხმის ქვეშაა, ემსჯელა იმ რისკზე, თუ ისრაელის შემდეგი სამიზნე ლიბანის „ჰეზბოლა“ გახდება, რასაც თეირანის მთავარი რეგიონული მოკავშირისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეეძლება. წყაროების ცნობით, ისრაელზე 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის და ღაზაზე ისრაელის საპასუხო დამანგრეველი დარტყმების შემდეგ, „ქადსის“ მეთაური […]

გაიგე როგორია თიბისელების სამუშაო გარემო

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ერთი რამ მთავარია — სამუშაო გარემო დიდ გავლენას ახდენს საქმის სიყვარულითა და ენთუზიაზმით კეთებაზე, შესაბამისად, კომპანიის დიდი მიზნებისა და მისიის წარმატებით შესრულებაზე. თიბისიში მეგობრული გარემო, მიზანმიმართულ და მოტივირებულ პროფესიონალებთან ურთიერთობა და რაც მთავარია, გუნდური, გამორჩეული მუშაობის კულტურა ბედნიერ სამუშაო გარემოს ქმნის. სალომე გოგიჩაიშვილი მონაცემთა მეცნიერია, რომლისთვისაც თიბისიში ამ მიმართულებით მუშაობა პირდაპირ […]

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1 აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ბანკში ამ მიმართულებას ამ დრომდე ზურაბ მასურაშვილი უძღვებოდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა. თორნიკე საქართველოს ბანკს წამყვანი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 წლიანი კარიერის განმავლობაში კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, ის […]

ჩრდილოეთმა კორეამ რამდენიმე რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით

კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 18 მარტის დილას რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება სამხრეთკორეელ სამხედროებზე დაყრდნობით. რაკეტები გაუშვეს იმ დღეს, როცა სამხრეთ კორეაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის მონაწილეობას მიიღებს მესამე „დემოკრატიის სამიტში,“ რომელიც სეულში იმართება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების „განმეორებითი და ძალიან ხშირი გაშვება“. […]

სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის. დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რასაც თქვენ ჩვენს მისიებში ახორციელებთ. სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი. ნატო აგრძელებს რუსეთისადმი […]