არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ – დავით მაღრაძე

არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ – დავით მაღრაძე მორალზე შეიძლება ისაუბროს ექვთიმე ათონელმა, იოანე დამასკელმა, არახამიას მორალზე საუბარი ცოტა ღიმილის მომგვრელია. არავინ ეკითხება არახამიას, საქართველო ვისთან აღადგენს ფრენებს, როდის და რატომ. ესენი ჩვეულებრივი პროექტის მოქალაქეები არიან, ამათთან მორალზე როგორ შეიძლება ლაპარაკი. პროექტის მოქალაქის მორალი მხოლოდ პროექტია – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ […]
ნათია თურნავა – პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში მოვახერხებთ

ზოგადად, მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, რომ მოვახერხებთ IMF-ის პროგრამის აქტივაციას შესაბამის ვადებში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სუბირ ლალისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თურნავამ აღნიშნა, პროგრამასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება. “არის გარკვეული საკითხები, რომელზეც უფრო მეტი ყურადღება გვაქვს კონცენტრირებული, […]
გიორგი მიქაუტაძე მის ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამო სასამართლოში ჩივილს გეგმავს და აცხადებს, რომ „დაწყებულია ცილისმწამებლური კამპანია, რათა მოსამართლეების „ვეტინგის“ სისტემით შემოწმების საფუძველი შეიქმნას“

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი მიქაუტაძე თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, მაია მწარიაშვილს სასამართლოში უჩივის. მიქაუტაძე მწარიაშვილს მის ქონებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ამიტომ სარჩელით მწარიაშვილისგან გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. როგორც გიორგი მიქაუტაძემ უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების მიმართ დაწყებულია მორიგი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ე.წ. ვეტინგის სისტემით მოსამართლეების შემოწმებას. მოსამართლის თქმით, […]
პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში იენს სტოლტენბერგს მასპინძლობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ორბელიანის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ამ წუთებში მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებული შემადგენლობით მართავენ. ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობის ფარლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა საპატიო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა. იენს სტოლტენბერგი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ […]
არასამთავრობო ორგანიზაციები – ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად საქართველო OECD-ის პროცესში უნდა დაბრუნდეს

4 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN-ის პროცესს და არ შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. მათივე ცნობით, საქართველოს მეოთხე წელია არ აქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეროვნულ დონეზე ფაქტობრივად გაჩერებულია. „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ანტიკორუფციული […]
სტოლტენბერგი: კონკრეტული პროგრამები გვექნება იმისათვის, რომ საქართველო და NATO დაახლოვდეს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ იქნება კონკრეტული პროგრამები, რათა საქართველო და NATO კიდევ უფრო დაახლოვდეს. სტოლტენბერგის განცხადებით, საქათველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით “შავი ზღვის უსაფრთხოებაც არის აქტუალური საკითხი საქართველოსთვის, ისევე როგორც NATO-სთვის. რუსეთის ნავიგაციის თავისუფლება, პრინციპში, არის შეფერხებული და […]
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ

22 მარტს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ. დარჩიაშვილი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიბარეს. როგორც ოპოზიცია განმარტავს, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან დიდია, მათ კი, ძირითადად, არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ოპოზიციის ინფორმაციით, ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ […]
თინა ბოკუჩავა – ფასების კატასტროფულად ზრდის, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, ქვეყანა იცლება და ყველა ემიგრაციაში მიდის

დღეს, „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე, სიღნაღში, სოფელ საქობოში ჩავიდნენ, იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეხვდნენ და ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი იძულებულია, ქვეყნიდან წავიდეს. „რამდენი ოჯახია, რომელიც, აი, ასე გახლეჩილია და უწევთ ქვეყნიდან წასვლა. რატომ?! იმიტომ, რომ აქ […]
კობახიძე: საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წინაშე განცხადებებით გამოვიდნენ. კობახიძემ სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების, აგრეთვე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მან დაამატა, რომ აფასებს ნატოს გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. […]
რასაც EU-ის წევრობისთვის აკეთებთ, დაკავშირებულია ნატოში გაწევრიანების ძალისხმევასთანაც — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჩათვლით. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა. „საქართველო ნატოს ერთ-ერთი […]