ავთანდილ წულაძე – მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება და გაღრმავდება

რუსეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, სავარაუდოდ, რა გზას დაადგება პუტინი რუსეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ვაიმარში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის მიმართ რა პოლიტიკას გაატარებს ევროპა, ასევე საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძე ესაუბრა. – ბატონო ავთანდილ, საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, რომლის შედეგი წინასწარ იყო ცნობილი დასრულდა. რა გვანახა რუსეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც სპეცოპერაციას […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7098 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6999 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0099 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9529 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9402 ლარს შეადგენდა. […]

პრეზიდენტი – ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება – მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე. „ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს […]

ლაშა ხუციშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობაზე განაცხადი შეიტანა

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობაზე განაცხადი შეიტანა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „პასუხი უარყოფითია, არა“ , – აღნიშნა მინისტრმა.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სპფლებში – ღულელები, სიმონიანთხევი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; მათივე ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი,, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე […]

სუბირ ლალი – ვხედავთ, რომ ინფლაცია ნორმალიზდება და უახლოვდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან დონეს

საქართველოს ეკონომიკა კარგად აგრძელებს განვითარებას. ეს არის სამწლიანი კარგი ზრდის შედეგი. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ზრდა 5.7-მდე შემცირდება. სამი წლის განმავლობაში ასეთი ზრდის ფაქტორი სხვადასხვა იყო და ახლა ეს ზრდა შენელდება და საშუალოსთან მივა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალიმ განაცხადა. „ჩვენ მივუახლოვდით 2 კვირიანი […]

ხმების 100%-ის დათვლის შედეგად ვლადიმერ პუტინმა 87,28% მიიღო და მეხუთე ვადით გახდა რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა. რუსეთის ცესკოს ცნობით, პუტინს მხარი 75 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ნიკოლაი ხარიტონოვმა […]

ლარი დოლართან და ევროსთან ისევ გაუფასურდა – 18 მარტის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 1.27 თეთრით. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7098 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9529 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.76 ლარია, ხოლო ევროსი – 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.72 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.97 ლარად. აღსანიშნავია, რომ […]

IDF: ღაზაში მიწისქვეშა გვირაბების ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაწილი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის ჯარმა ჩრდილოეთ ღაზაში მიწისქვეშა გვირაბების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ნაწილი გაანადგურეს. მათი თქმით, განადგურებულია მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას აკავშირებდა ერთმანეთთან. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გვირაბის განადგურებული ნაწილი 2.5 კილომეტრის სიგრძისაა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მიწისქვეშა გვირაბს ჰამასის ტერორისტები ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადაადგილებისთვის იყენებდნენ. გვირაბის განადგურებაში ისრაელის არმიის ინჟინრების 162-ე […]

„ძველი აპარატურის გამოსხივება ძალიან საშიშია“ – სამედიცინო ტექნიკაზე რეგულაციები დაწესდება

კარგია, რომ სამინისტრო ამზადებს პროექტს, რომლის მიზანიც სამედიცინო ტექნოლოგიების რეგულაციაა. ამის შესახებ “პინეოს” გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების რეგულაცია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. კანონმა უნდა მოაგვაროს ქვეყანაში უხარისხო სამედიცინო მოწყობილობების და მასალების ბრუნვა. კახა ნურალიძის თქმით, ეს რეგულაცია დაიცავს […]