გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად გავლის რეჟიმში იმოძრავებს, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მათივე ცნობით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 […]
სიტყვები ზედმეტია – ვიდეოკადრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც გულშემატკივრები ჩემპიონს დახვდნენ [VIDEO]

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მოგეხსენებათ, თოფურია 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის თამაშს დაესწრება, მატჩისწინ კი “დინამო არენაზე” საჩემპიონო ქამარს წარადგენს. შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. ვიდეო: Fight Night Georgia
“მადლობის გარდა არანაირი სიტყვა არ მებადება ამ მომენტში” – ილია თოფურია საქართველოშია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოშია. მას თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები დაგხვდნენ. “კარგად, მშვენივრად ვარ, ბაბუის გვერდით როგორ ვიქნები, ძალიან ბედნიერი, ძალიან მაგრად, ძალიან კარგად, ძალიან გახარებული ესეთი მიღებისთვის, შემოგევლეთ, შემოგევლეთ, უდიდესი მადლობა… ეს სიყვარული რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა, მხარი რომ დამიჭიროს, უძლიერესი ენერგიაა აქ და რავიცი, მადლობის […]
სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბიშვილმა სტოლტენბერგთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ისაუბრა: “პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს”. უწყების ცნობითვე, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებაც ისაუბრეს. “საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე […]
ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა – ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა [VIDEO]

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ესპანეთიდან საქართველოში ჩამოფრინდა. მოგეხსენებათ, თოფურია 21 მარტს, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის თამაშს დაესწრება, მატჩისწინ კი “დინამო არენაზე” საჩემპიონო ქამარს წარადგენს. შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მამარდაშვილი: ძალა დაგვაკლდა – ბურთი უნდა ვაკონტროლოთ

ლა ლიგის 29-ე ტურში, “ვილიარეალთან” სტუმრად წაგებულ მატჩში (0:1) “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კლუბის საიტთან ესპანურ ენაზე კომენტარი გააკეთა: “წაგება სამწუხაროა, მაგრამ უნდა წამოვდგეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. ახლა სანაკრებო პაუზაა და სამუშაოდ დრო გვაქვს. ცოტა ენერგია და ძალა დაგვაკლდა, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. მეტი უნდა შევუტიოთ და ბურთი ვაკონტროლოთ, […]
პაკისტანმა საჰაერო იერიში მიიტანა ავღანეთის ტერიტორიაზე

ავღანეთის თალიბანის გაერთიანება, რომელიც მართავს ქვეყანას, იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად. 18 მარტს ავღანეთის თალიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ პაკისტანის სამხედრო თვითმფრინავებმა ავღანეთის ტერიტორიაზე დაბომბეს პაკისტანის თალიბანის – „თეჰრიქ-ე თალიბანის“ (TTP) „მეამბოხეთა თავშესაფრები.“ ამავე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე რვა სამოქალაქო პირი, მათ შორის სამი ბავშვი. ავღანეთის […]
რიო-დე-ჟანეიროში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

რიო-დე-ჟანეიროში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქალაქის დასავლეთ სანაპიროზე კვირას სიცხის შეგრძნებამ 62,3 გრადუსი შეადგინა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ, რაც ბრაზილიაში ჰაერის ტემპერატურის შეგრძნების ინდექსით გაზომვა დაიწყო.
თურქული სასტუმროების ბანკების ვალი $10 მლრდ-ს უახლოვდება

თურქეთში ტურიზმის ინდუსტრია პრობლემებს აწყდება, რაც დაკავშირებულია ბანკების ვალის თითქმის $10 მლრდ-მდე ზრდასთან. ამის გამო საკრედიტო ინსტიტუტები უძრავი ქონების გაყიდვასა და ვალების გადახდას ითხოვენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. Cumhuriyet წერს, რომ პანდემიის შემდეგ თურქეთში სასტუმროების ვალი $10 მლრდ-ს მიუახლოვდა და, ამ ფონზე, სასტუმროები ბანკების საკუთრებაში გადაქცევის საშიშროება გაიზარდა. თურქულმა სასტუმროებმა პანდემია $8,5 მლრდ საკრედიტო დავალიანებით […]
ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის“ კომპანიებს (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) გაეგზავნათ. სამინისტროს განცხადებით, პორტის საზღვაო სამუშაოების დიდი წილი მოდის ფსკერის დაღრმავებაზე, ხოლო აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ […]