თბილისის 100-ზე მეტი ქუჩა და დასახლება, რომლებსაც 19 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 19 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და ლუი ბლერიოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი […]

პროუკრაინული რუსული ჯგუფი: იჩქერიის მებრძოლებთან ერთად რუსეთის ერთერთი დასახლება დავიკავეთ

პროუკრაინული რუსული სამხედრო ჯგუფი ციმბირის ბატალიონი Telegram-ში წერს, რომ დამოუკიდებელი ჩეჩნური რესპუბლიკის, იჩქერიის მოხალისეებთან ერთად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიკავა დასახლება გორკოვსკის ადმინისტრაციული შენობა. უკრაინის საზღვართან მდებარი გორკოვსკი ბელგოროდის ოლქის, გრაივორონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. 2010 წლის მონაცემებით დასახლებაში 400-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. პროუკრაინულმა ჯგუფების რეიდები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისასაც მიმდინარეობდა. რეიდების დაწყების წინ ჯგუფები მშვიდობიან მოსახლეობას […]

თურქეთი მონაცემთა გაცვლის გამო “ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის” მფლობელ კომპანიას შეზღუდვებს უწესებს

თურქეეთის კონკურენციის სააგენტომ ორშაბათს კომპანია “მეტას” პლატფორმბს შემზღუდავი დროებითი ზომა დაუწესა. ეს “ინსტაგრამსა” და “თრედსის” პლატფორმებს შორის მონაცემთა გაცვლას შეაფერხებს. მიზეზად ბაზარზე კომპანიის მიერ დომინანტური პოზიციის შესაძლო მოპოვება სახელდბა. დეკემბერში შესაბამისმა უწყებამ “ფეისბუქის” მშობელი კომპანია “მეტას” წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გამოძიების თანახმად, მისი პლატფორმების – “ინსტაგრამისა” და “თრედსის” – დაკავშირება კონკურენციის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევა იყო. […]

პოლონელმა ფერმერებმა გერმანიასთან საზღვრის ორი გასასვლელი გადაკეტეს

იმ დროს, როდესაც მთელ ევროპაში ევროკავშირის გარემოს დაცვის რეგულაციებს და იაფ იმპორტს აპროტესტებენ, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ორშაბათს, პოლონელმა ფერმერებმა გერმანიასთან საზღვრის ორი გასასვლელი პუნქტი გადაკეტეს. პოლონეთში და მთელ ევროკავშირში ფერმერები მოუწოდებდნენ შეეცვალათ შეზღუდვები, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების გეგმამ“ დააწესა და დაებრუნებინათ საბაჟო გადასახადი უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელიც 2022 წელს რუსეთის შეჭრის […]

კიმ ჩენ უნმა პუტინს მეხუთე ვადით არჩევა მიულოცა

18 მარტს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ უნმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პოსტზე ხელახალი არჩევა მიულოცა. უნმა აღნიშნა, რომ ფხენიანი გააგრძელებს მოსკოვთან ერთად, ორმხრივ ურთიერთობათა შემდგომ განვითარებაზე მუშაობას. ”მე მტკიცედ ჩაგჭიდებთ ხელს, რათა დროის მოთხოვნათა შესაბამისად, ერთად უზრუნველვყოთ ახალი გარდატეხის მომენტი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მეგობრობაში, რომელსაც ხანგრძლივი ისტორიული ფესვები და ტრადიციები გააჩნია, […]

კუბაში უშუქობის და საკვების დეფიციტის ფონზე საპროტესტო აქციები იმართება

ასობით ადამიანი კუბის სიდიდით მეორე ქალაქ სანტიაგოში, კვირას იშვიათ საპროტესტო გამოსვლაში ჩაერთო. პროტესტმა აიძულა კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი “სიმშვიდისა და მშვიდობის ატმოსფეროში” დიალოგისკენ მოეწოდებინა. სანტიაგოში მომიტინგეები ქუჩებში “შუქი და საკვების” სკანდირებით გამოვიდნენ. კუბა უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისში COVID-19 პანდემიის შემდეგ ჩავარდა. ქვეყანაში საკვების, საწვავის და მედიკამენტების ღრმა დეფიციტია. შედეგად, რეკორდულად მაღალი რაოდენობის – 400,000-ზე მეტი – […]

მიმდინარე კვირაში პარლამენტში ვახტანგ გომელაურს და ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ

20 მარტს პარლამენტში შს მინისტრს, ხოლო 22 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ. როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“, ხოლო ილია დარჩიაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში პარლამენტში უკვე განხილულ კანონპროექტებს უყრიან კენჭს.

,,მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზრდება”- ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან, მიმდინარე ანალიზის საფუძველზე, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, ასევე, მაღალ დონეზე შეფასდა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური გუნდის მიერ გადაიდგა. „როგორც იცით, გასულ წელს ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზი 5.2 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, იმ გათვლებით, […]

2024 წლის თებერვალში საავტომობილო ზეთებისა და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის თებერვლის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 2,08 ათასი ტონა, რაც 0,70 ათასი ტონით ანუ 50,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,38 ათასი ტონა) შედარებით. „მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,41 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 19,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: […]

ფილიპე ლაზარინი – ღაზაში კრიზისის მოგვარება სათანადო პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი

ღაზაში კრიზისის მოგვარება სათანადო პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სამეჰ შუკრისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ დროის წინააღმდეგ რბოლაში ვართ ჩაბმული, რათა ღაზის სექტორში შიმშილის გავრცელება და მისი მოსალოდნელი შედეგები შევაჩეროთ. კრიზისის მოგვარება და სიტუაციის შეცვლა სათანადო პოლიტიკური ნებით არის შესაძლებელი“, […]