TMZ და THE SUN ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ

ტაბლოიდები The Sun და TMZ ქეით მიდლტონის სავარაუდოდ ახალ ვიდეოს ავრცელებენ. ყვითელი გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში სავარაუდოდ ჩანან უელსის პრინცესა და დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი უილიამი. The Sun-ისა და TMZ-ის მტკიცებით, საჯარო ვიდეო მიდლტონს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს სკანდალის შემდეგ პირველად გადაუღეს. 11 მარტს ქეით მიდლტონმა იანვარში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად […]

„ახალი წლის“ მოახლოებასთან ერთად, ირანელები საპროტესტო აქციებში დაღუპულთა საფლავებზე გავიდნენ

ირანში ბევრი მოქალაქე გავიდა საპროტესტო აქციების დროს დაღუპული თავისი ოჯახის წევრების და ნათესავების საფლავებზე პოლიციის გაძლიერებული კონტროლისა და მზარდი დაძაბულობის მიუხედავად. ირანის დასავლეთში, ქურთისტანის პროვინციის დედაქალაქ სანანდაჯში, უსაფრთხოების ძალების მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ბევრი ის ოჯახი, რომელთა წევრებიც დაიღუპნენ საპროტესტო აქციების დროს, გავიდა თავიანთი ახლობლების საფლავებზე ირანული “ახალი წლის” მოახლოებასთან ერთად, რომელიც 2024 წელს გაზაფხულის დადგომას, […]

ამ სიყვარულით, რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ – ილია თოფურია

ამ სიყვარულით, რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ, – ამის შესახებ UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან განაცხადა. მან აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივრებს დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მოვიდა. აქ უძლიერესი ენერგიაა და მადლობის მეტი არანაირი სიტყვა არ მაფიქრდება ამ მომენტში“, – აღნიშნა თოფურიამ.

საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყო [VIDEO]

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო. 18 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე 21 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს ჩვენი გუნდი 21 მარტს, თბილისში, ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ […]

აშშ: ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი მეთაური

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი პირველი ამერიკელი ოფიციალური პირი გახდა, რომელმაც ჰამასის ერთ-ერთი ლიდერის, მარვან ისას ლიკვიდაცია დაადასტურა. “სხვა ჰამასის მაღალჩინოსნები მიმალვაში არიან, დიდი ალბათობით გვირაბების ქსელში, მართლმსაჯულება მათაც მოაკითხავს. ისრაელს ჰამასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. მათ გაანადგურეს ჰამასის ბატალიონები და მოკლეს ათასობით ჰამასის მებრძოლი, მათ შორის არაერთი მეთაური”. – თქვა ბრიფინგზე სალივანმა. 11 […]

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი მომავალ კვირაში დაინიცირდება

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მმართველი გუნდი მიმდინარე კვირაში დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „როგორც ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ (და ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამაზე გამოხმაურება არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმების, ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე) ჩვენ ამ კვირაში დავაინიცირებთ კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ. როგორც […]

პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ვის გამოც მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, უმეტესი ნაწილი მიუღებელი ჩინოვნიკებისა, სწორედ 2ნიკას პარტიაშია გაერთიანებული

პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ ვის გამოც მაშინ ოპოზიციაში ვიყავით, უმეტესი ნაწილი მიუღებელი ჩინოვნიკებისა, სწორედ 2ნიკას პარტიაშია გაერთიანებული”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა 18 მარტს, რადიო “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ერთობლივ პოლიტიკურ პლატფორმა “ახალზე”. “შუა ხმებზე მონადირე პოლიტიკოსებმა ფაქტობრივად, ხალხს უთხრეს, რომ ჩვენ კარგი ბიჭები ვართ, პარტიებს ვაფუძნებთ და ჩვენს წილ პასუხისმგებლობებზე, […]

“ლაციოს” მწვრთნელად იგორ ტუდორს დანიშნავენ

“ლაციოს” მწვრთნელი იგორ ტუდორი გახდება, – იტყობინება რომაული კლუბის საიტი. “ლაციომ” აეროპორტში 45 წლის ხორვატი სპეციალისტის სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში გუნდის შარფი უჭირავს და წარწერაც დაურთო: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტუდორს კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე ერთი წლის გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმებენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის

რაფაჰის სამხედრო ოპერაციის გეგმების განსახილველად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის ოფიციალური პირების გუნდს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანმა განაცხადა. „ჩვენ იმ მომენტამდე მივედით, როდესაც თითოეული მხარე თავის თვალსაზრისს მეორეს ნათლად უცხადებს“, – აღნიშნა ჯეიკ სალივანმა. ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და იარაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რაფაჰში არსებული […]

ის, რომ მემკვიდრეობა კაცს რჩება, ქალებს ბიზნესის წამოწყებაში ხელს უშლის – ელენე გაბელაია

ის, რომ მემკვიდრეობა კაცს რჩება, ქალებს ბიზნესის წამოწყებაში ხელს უშლის, – ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსმა, ელენე გაბელაიამ განაცხადა. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც მათ ხელს უშლით, ბიზნეს საქმიანობები არათუ დაიწყონ და განავითარონ, არამედ სამუშაო ადგილების შექმნაში, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის განვითარებაში საკუთარი […]