გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამერიკელებმა იერიში მიიტანეს იემენელი ჰუთების მიერ კონტროლირებულ რაიონებზე

ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს იემენის იმ რაიონებზე, რომლებსაც მეამბოხე ჰუთები აკონტროლებენ. ამის შესახებ დღეს, 19 მარტს განაცხადა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ. მისი ინფორმაციით, გაანადგურეს 7 გემსაწინააღმდეგო რაკეტა, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და იარაღის 3 კონტეინერი. სარდლობის თანახმად, ოპერაცია 18 მარტს, თავდაცვის მიზნით ჩატარდა, რადგან იარაღი, რომელიც გაანადგურეს, უშუალო საფრთხეს უქმნიდა სავაჭრო გემებს და […]
ჯო ბაიდენი – ბენიამინ ნეთანიაჰუს ვთხოვე, გამოაგზავნოს გუნდი ვაშინგტონში, რათა განვიხილოთ „ჰამასის“ წინააღმდეგ მოქმედების გზები რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის გარეშე

პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვესაუბრე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისრაელ უფლება აქვს განახორციელოს „ჰამასისი“ დევნა, რომელიც პასუხისმგებელია „ებრაელი ხალხის ყველაზე საშინელ ხოცვა-ჟლეტაზე ჰოლოკოსტის შემდეგ“. „მე გავიმეორე, რომ აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, როგორც მძევლების […]
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე დაახლოებით 30 ფიზიკური […]
შარლ მიშელი – ევროპა „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე უნდა გადავიდეს, თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“ რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისსტატიაშია აღნიშნული. „თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და არ მივცემთ უკრაინას საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა […]
პოლონეთი და გერმანია უკრაინისთვის „ჯავშანტექნიკის კოალიციას“ მარტის ბოლოს აამოქმედებენ

პოლონეთი და გერმანია 26 მარტს “ჯავშანტექნიკის კოალიციას” გაააქტიურებენ, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაზეა მიმართული, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გერმანელ კოლეგასთან, ბორის პისტორიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „26 მარტს ჩვენ გავააქტიურებთ კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად ჯავშანტექნიკის უზრუნველსაყოფად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია, რომელიც კი შექმნილა, ჩვენ ვართ ორი წამყვანი ქვეყანა ამ პროექტში და სხვა პარტნიორებიც […]
აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და იარაღის შესანახი კონტეინერები გაანადგურა

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი დრონი და სამი იარაღის შესანახი კონტეინერი გაანადგურეს. ცენტრალური სარდლობა ირწმუნება, რომ აღნიშნული იარაღი რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდა. “დადგინდა, რომ ეს იარაღი წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის”, – ნათქვამია […]
სამხრეთ კორეა: ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გააგზავნა საბრძოლო მასალებით დატვირთული დაახლოებით 7000 კონტეინერი

2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7 ათასი კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ჩრდილოეთ კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტისთვის, თქვა მან. შინ უონ-სიკის თქმით, ფხენიანმა, სავარაუდოდ, რუსეთისგან სამხედრო მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო 9000-ზე მეტი […]
ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის გარდაცვალების გამო სანქციებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოსეპ ბორელმა განაცხადა. შეზღუდვები 30-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, კონკრეტულად ვინ მოხვდება სიაში, ჯერჯერობით უცნობია. თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კოლონიის – “პოლარული მგლის” ხელმძღვანელებს. ამ კოლონიაში […]
ისრაელი ომში ყველა თავისი მიზნის ერთგულია – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელს ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი. რთ) წინააღმდეგ ომში ყველა თავისი მიზნის მიღწევის ერთგულია – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას 18 მარტს, თავის ქვეყანაზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეამსუბუქოს თავისი ოპერაციები ღაზაში. თავიანთი პირველი სატელეფონო საუბრისას ბოლო თითქმის ერთ თვეში, როცა ბაიდენი სულ უფრო ხშირად ლაპარაკობს ომის ზეგავლენის შესახებ […]