“აშშ-ში როცა ვატარებთ დეგუსტაციას, ხვანჭკარა არავის მიაქვს… იმიჯი დაგვიბერდა“ – ინტერვიუ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის და ღვინის დარგის მართვის მაგისტრის გიორგი სამანიშვილის აზრით, ქართული ღვინის ცნობადობისა და ზრდისთვის ბევრია სამუშაო. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ სამიზნე მარკეტინგული ბაზრები სწორად არის შერჩეული, ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობაც კარგია, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება. „ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ძალიან […]
რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ – გია აბაშიძე
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უმრავლესობის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტის ინიციირებას და “ვეტინგის” თემის დახურვას, სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებები რევანშისტების უშინაარსო საუბარს გამოიწვევს, რაც საზოგადოების უმრავლესობას არ აინტერესებს. “მიმდინარე კვირიდან ფსევდოებსა და რევანშისტებს კონვულსიების ახალი სტადია დაეწყებათ – ფსევდოლიბერალური პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის ინიცირება და “ვეტინგზე” მტკიცე უარი. რასაკვირველია, იქნება […]
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები „სამშობლოში დაბრუნდა“

ვლადიმერ პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები სამშობლოში „დაბრუნდა“. „რაც შეეხება ნოვოროსიას, რაც შეეხება დონბასს, იქ მცხოვრებმა ხალხმა მშობლიურ ოჯახში დაბრუნების სურვილის შესახებ გამოაცხადა. მათი სამშობლოში დაბრუნება უფრო რთული, ტრაგიკული აღმოჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით“, – განაცხადა პუტინმა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ კონცერტზე ვლადიმერ პუტინი […]
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.7%-მდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5.7% იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ IMF-ის მოლოდინები გაუმჯობესებულია, იქამდე სავალუტო ფონდი 4.8%-იან ზრდას პროგნოზირებდა. მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდის ეკონომიკური პროგნოზი წინა შეფასებასთან შედარებით გაუმჯობესებულია, გასულ წელთან შედარებით 5.7% მაინც დაბალი ნიშნული იქნება. კერძოდ, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა 7.5% იყო, შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, […]
ოკუპანტები უტევდნენ თითქმის ყველა მიმართულებით, ფრონტზე 56 საბრძოლო შეტაკება მოხდა – უკრაინის გენშტაბი

დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები უტევდნენ ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა საღამოს ბრიფინგზე განაცხადა. გენშტაბის ცნობით, დღის განმავლობაში 56 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. „კუპიანსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ 3 წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა თავდაცვის ძალების პოზიციებზე ხარკოვის ოლქის სინკოვკას დასახლების მიდამოში. ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს დამპყრობლის 4 თავდასხმა, სადაც დამპყრობელი ცდილობდა გაერღვია […]
,, როცა გვერდზე კონკურენტი გიზის…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართევლოს” წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,როცა გვერდზე კონკურენტი გიზის და წარმოსახვით ხანჯალს დებ შუაში!”
დაუმორჩილებლის მკვლელობის შემდეგ, პუტინი დამორჩილებულ კონკურენტებს შეხვდა

ვლადიმირ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრას სამივე ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი, ლეონიდ სლუცკი და ვლადისლავ დავანკოვი. შეხვედრაზე ხარიტონოვმა პუტინს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ კომუნისტური პარტია მის გამარჯვებას აღიარებს. სლუცკიმ პუტინის გამარჯვებას ისტორიული უწოდა. პუტინმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნებმა ცივილურად ჩაიარა და მომავალში ოთხივე კანდიდატმა […]
ენტონი ბლინკენი – 2024 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამორჩეული საარჩევნო წელია – დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ

2024 წელი გამორჩეული საარჩევნო წელია, მაგრამ დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ავტორიტარული მთავრობები საარჩევნო პროცესებში ჩაერევიან, ხოლო აშშ რუსეთისა და ჩინეთის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გააგრძელებს. „მიმდინარე წელს, მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არჩევნებში მიიღებს […]
ჯეიკ სალივანი – ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ რიგით მესამე სამხედრო ოფიციალური პირი დაიღუპა

ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, „ჰამასის“ რიგით მესამე სამხედრო ოფიციალური პირი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანი ავრცელებს. ჯეიკ სალივანი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც „ჰამასის“ სამხედრო ფრთის უფროსის მოადგილის, მარვან ისას დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. „დანარჩენი ლიდერები იმალებიან, სავარაუდოდ, „ჰამასის“ გვირაბების ქსელში და სამართლიანობა მათთანაც მიაღწევს“, – განაცხადა […]
Swissôtel Tbilisi-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმბრენდის სასტუმრო „Swissôtel-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ამ მიმართულებით საკვანძო […]