ISW: პუტინი ცდილობს საარჩევნო „რეკორდი“ გამოიყენოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 15-17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87%-ით გაიმარჯვა, ცდილობს, ეს შედეგი გამოიყენოს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს. 18 მარტს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვამ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის შედეგი და ამომრჩეველთა აქტივობა(77,44%) რუსეთის უახლეს ისტორიაში „სარეკორდო“ და „უპრეცედენტო“ […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი ტერორისტი კი დააკავეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის უდიდეს საავადმყოფოში, ალ-შიფაში ჩატარებული ოპერაციის დროს „ჰამასის“ 40-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა, 200-ზე მეტი ტერორისტი კი დააკავეს. ისრაელის არმიის პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ოპერაციის დროს საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაღუპული „ჰამასის“ წევრებს შორის არის „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფაიკ ალ-მაბჰუჰი. დანიელ ჰაგარის მტკიცებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აგრძელებს სამხედრო ოპერაციების სისტემატურად ჩატარებას […]

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განსახილველად ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ავრცელებს. „მდივანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ასევე, ღაზისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას და ღაზის პოსტ-კონფლიქტური დაგეგმვის კოორდინაციას, მათ შორის იმას, რომ „ჰამასმა“ მართვა […]

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, იუმაშევის და ლუი ბლერიოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, თაყაიშვილის და ლანდიას ქუჩების მოსახლეობას. […]

POLITICO – სი ძინპინი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მაისის დასაწყისში პარიზს ეწვევა და ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ინფორმაციას POLITICO ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ. POLITICO წერს, რომ ჩინეთის ლიდერის ვიზიტი ემთხვევა პარიზისა და პეკინის დიპლომატიური ურთიერთობების 60 წლის იუბილეს იმ ფონზე, როდესაც ჩინეთს სურს აღადგინოს გაუარესებული ურთიერთობები ევროპასთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან […]

მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს. ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ხაზი გაესვა ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას. მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების […]

საქართველოს საუკეთესო არქიტექტურული კომპანიები – Architizer-ის რეიტინგი

ჩვენი ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობაზე საუბარი, უკვე დიდი ხანია, დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან ჩვენი ბუნების, სამზარეულოს და სტუმართმოყვარე ხალხის შესახებ მთელ მსოფლიოში კარგად იციან. თუმცა ტურისტულ მიმართულებებთან ერთად, საქართველო საზღვარგარეთ არქიტექტურული კომპანიებითაც არის ცნობილი, რაც იმ არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოთი დასტურდება, რომლებსაც ჩვენი კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე ეუფლებიან. ამ ჯილდოებს თავი არქიტექტურულ წრეებში ცნობილმა პლატფორმამ, Architizer-მა მოუყარა […]

„სამწუხაროდ, ტურისტული საჭიროების ადგილები სახელმწიფოს მხრიდან კვლავ არ კეთდება“ – ტურისტული კომპანია საპირფარეშოების პრობლემაზე

ტურისტული კომპანია “ლილე მოგზაურის” თანადამფუძნებელი ლილე ჩხეტიანის შეფასებით, სახელმწიფო ტურისტული ადგილების კეთილმოწყობაზე კვლავ არ ზრუნავს. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა გადაცემა “ქალების ნარატივში” ისაუბრა. საქმე ის არის, რომ რეგიონის ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა ნაწილი საზოგადოებრივი საპირფარეშოების ნაკლებობასა და იქ არსებულ ჰიგიენურ მდგომარეობაზე ლაპარაკობს. ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მომსახურებისას ამ პრობლემას თავისებურად […]

პეტრ პაველი – ევროპა საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას უახლოეს მომავალში შეძლებს

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, უახლოეს მომავალში ევროპული კომპანიები შეძლებენ აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა – მათთვის და უკრაინისთვის. „საჭირო რაოდენობის ჭურვების წარმოებას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენი წარმოების შესაძლებლობების გაზრდას. მაგრამ უკრაინას ახლა ჭურვები სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ მოვიძიოთ საბრძოლო მასალა სადაც კი შეგვიძლია და მივაწოდოთ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მარტს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სპფლებში – ღულელები, სიმონიანთხევი, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; მათივე ცნობით, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, კოტორაანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 18:00 საათამდე […]