ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში სახელმწიფო ქონება 106 000 ლარად იყიდება – რის განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს მთავრობა ინვესტორს

ახალციხეში, ბალნეოლოგიურ-კლიმატურ კურორტ ურაველში, სახელმწიფო ქონება 106 000 ლარად აუქციონზე იყიდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს მიერ გამოცხადებული, სოფელ ურაველში არსებული 10 543 კვ.მ.-ის ფართობის მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების, ელექტრონული აუქციონი 28 მარტამდე გაგრძელდება. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონს თან ერთვის ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტების განვითარების სააგენტოს დაკვეთით Colliers Georgia-ს და დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების […]

ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ – რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?

ჟირაფები, ანტილოპები, ზებრები, ბეჰემოთები, მარტორქები – ეს იმ ბინადრების არასრული ჩამონათვალია, რომლის მონახულებაც ვიზიტორებს თბილისის ზღვაზე მდებარე ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეეძლებათ. ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 48 ჰექტარია, ორი მთავარი მიმართულება იქნება – კავკასიური და აფრიკული სავანა. როდის გაიხსნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა სიახლეები ელით დამთვალიერებლებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა. – […]

პრემიერი – საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება

საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ. „ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის, მინდა […]

ნიკოლ ფაშინიანი – იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ლეგიტიმურად გვეკუთვნის, მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც ლეგიტიმურად არ გვეკუთვნის

აზერბაიჯანისგან რომ მოვითხოვოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს სასაზღვრო ხაზზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. „ასევე ვაყენებთ 31 სოფლის საკითხს, რომელშიც შედის ბერქაბერი, აიგეჰოვიტი, ვაზაშენი, პარავაკარი, სია გამოქვეყნებულია“, – აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, ოპოზიცია მას იმაში ადანაშაულებს, რომ აზერბაიჯანისთვის ტავუშის სოფლების დათმობა სურს. „ოპოზიცია ამბობს, რომ მას (ფაშინიანს) […]

პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარების დასაქმება აქტიურ ფაზაში შედის

პროექტის “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ბენეფიციარების დასაქმება აქტიურად მიმდინარეობს. „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ გახლავთ BTU-ს ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა გასული წლის ნოემბერში, რომლის ფარგლებშიც 333 ბენეფიციარი სრული დაფინანსებით გადამზადდა. პირველ ეტაპზე გადამზადებული ბენეფიციარებისთვის გაიმართა დასაქმების ფორუმი, რომელშიც 35 ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. საერთო ჯამში მათ […]

პრემიერ-მინისტრმა ილია თოფურიას UFC-ის ჩემპიონობა მიულოცა და წარმატებები უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური […]

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. „ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების […]

Galt & Taggart – საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან საქონლის იმპორტი საქონლის ექსპორტს 2-3-ჯერ აღემატება

საქართველოს, ტრადიციულად, საქონლით საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი ბალანსი აქვს, რადგან საქონლის იმპორტი საქონლის ექსპორტს 2-3-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველოში საგარეო ვაჭრობის დეფიციტმა 9.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 18.3%-ით აღემატება. „აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქონლის ექსპორტი 9.1%-ით, რეკორდულ 6.1 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, […]

თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყების განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში […]

ენტონი ბლინკენი – ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ

ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ფილიპინელ კოლეგასთან, ენრიკე მანოლოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ფილიპინების გვერდით ვდგავართ და ჩვენს მტკიცე თავდაცვის ვალდებულებებს ვასრულებთ, მათ შორის ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულების ფარგლებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა. „ეს საზღვაო მარშრუტები ფილიპინებისთვის კრიტიკულია, მათ შორის, მისი ეკონომიკისთვის და უსაფრთხოებისთვის, […]