ქართველმა მოჭიდავეებმა ესტონეთში 17 მედალი მოიპოვეს

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ტალინის საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს. ნიკოლოზ ჭიკაიძემ (77 კგ), აივენგო რიკაძემ (87 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (97 კგ) შეჯიბრება წაუგებლად ჩაამთავრეს და ჩემპიონები გახდნენ. რამაზ სილაგავა (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ) და ბექა გურული (82 კგ) ვერცხლის მედლებს, ხოლო ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) და ნიკა ყორშია (72 კგ) – […]

რა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში და კიდევ რამდენის გამომუშავებაა შესაძლებელი ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ვილი სანიოლის გუნდმა 21-ში ჯერ თბილისში ლუქსემბურგს უნდა სძლიოს, შემდეგ კი საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს. მოკლედ, თუ “ჯვაროსნები” გერმანიის საგზურს მოიპოვებენ, UEFA-სგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებენ. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, […]

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა, ტაქტიკური სქემა და გაძლიერების რესურსი

მოლოდინები უფრო გამძაფრდა; დადგა დრო, რომელსაც შეუძლია ბოლო წლებში აკუმულირებული წარუმატებლობები თუ ტკივილები “ჩამორეცხოს”; დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატების შუქი, რომელიც ასე გაფერმკრთალებულია და უფრო ინდივიდუალურ გამონათებებს ეფუძნება, მკაფიო და კაშკაშა გახადოს. წინ ბევრი ნერვიულობა (ჯერ ნახევარფინალის) გველის, რომლის დასრულებაც სიხარულის შარავანდედით შეგვიძლია; მაქსიმალურად შევდივართ ფეხბურთელების მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერას ვუცხადებთ!.. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალის, საქართველო-ლუქსემბურგის […]

6 (19) მარტი – წმიდა მღვდელმოწამე დოსითეოსი, ქუთათელი მიტროპოლიტი (წერეთელი; +1820)

წმიდა დოსითეოს ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი – მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა – ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოზს ოთხი […]

ევროპის ქვეყნების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ასაღებდნენ – 2 პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა – ბრალდებულები დანაშაულში ჩათულ სხვა პირებთან ერთად ევროპული სახელმწიფოების ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოს მოქალაქეებზე ასაღებდნენ. “პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ. […]

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1 აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ბანკში ამ მიმართულებას ამ დრომდე ზურაბ მასურაშვილი უძღვებოდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა. თორნიკე საქართველოს ბანკს წამყვანი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 წლიანი კარიერის განმავლობაში კორპორაციული კლიენტების მომსახურების […]

კათოლიკეები წმინდა იოსებს იხსენიებენ

კათოლიკური სამყარო დღეს წმინდა იოსებ დამწინდველს იხსენიებს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქალწულების აღთქმის დადების შემდგომ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეურვეობა იოსებს მიანდეს, რომელსაც ანგელოზმა აუწყა, რომ ქალწული მარიამისგან ძე ღვთისა უნდა შობილიყო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და მის მრევლს წმ. იოსების ხსენების დღეს, კეთილდღეობასა და […]

გურიის რეგიონში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ორი პროექტი დასრულდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დასრულებული სამუშაოები კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. „2023 წლამდე დაბა ურეკში წვერმაღალას, წერეთლის, სანერგეს უბნებსა და მე-13 ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ […]

დღეს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს დაძლევს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა პრეზიდენტის მიერ მომზადებული მოტივირებული შენიშვნები, რომელთაგან ერთ-ერთი ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის პოსტის შენარჩუნების მოთხოვნას ითვალისწინებს. მმართველი გუნდი ზურაბიშვილის ვეტოს „რადიკალური ოპოზიციის ვეტოს“ უწოდებენ და აცხადებს, რომ აღნიშნული ინსტრუმენტი არჩევნების წინასწარი დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძი შესაძლოა მიიღოთ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ კარგად გადაამოწმეთ და შემდეგ მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მოაწესრიგეთ დაგროვილი საქმიანი ქაღალდები. კურო მეტად სასიკეთო იქნება გარემოს შეცვლა, თუ ეს ვერ მოხერხდება სასურველია ინტერიერი მაინც შეცვალოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის ასაკოვან წევრებს, შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს მემკვიდრეობის საკითხებიც. […]