ფაშინიანი: არ უნდა დავუშვათ ომი, ამიტომ ვთვლით საჭიროდ სომხეთის საზღვრების კორექტირებას

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციაზე საუბრების ფონზე აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტავუშის პროვინციის მცხოვრებლებთან შეხვედრა გამართა. ფაშინიანი ესაუბრა ვოსკეპარის, ბაღანისა და სხვა სასაზღვრო სოფლების წარმომადგენლებს. ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესი პრაქტიკულ დონეზე ადის. პრემიერის თქმით, მისი მთავრობის პოლიტიკა ომის არიდებაა. “ვხედავთ, რომ შესაძლებელია დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაწყების რეალიზება ამ ნაწილიდან, ბაღანისიდან ბერქაბერამდე. ჩვენი პოლიტიკა […]

კობახიძე იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდენტს მიმართავს, თოფურიას მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ქვემსუბუქი წონის კატეგორიის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა და ჩემპიონობა მიულოცა – ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს. კობახიძე იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის საქართველოს მოქალაქეობის შესანარჩუნებლად. “შეხვედრა მქონდა UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან. სპორტსმენს გამარჯვება მივულოცე და აღვნიშნე, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი და […]

აშშ-ს ძალებმა ჰუსიტების შვიდი რაკეტა, სამი დრონი და იარაღის სამი საცავი გაანადგურეს

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, 18 მარტს წითელ ზღვაში აშშ-ს ძალებმა ჰუსიტების შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სამი დრონი და იარაღის სამი საცავი გაანადგურეს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ძალებმა იარაღის საცავებზე იერიში იემენის ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის განცხადების მიხედვით, აშშ-ს სამხედრო ძალები მყისიერ საფრთხეს იგერიებდნენ. მათი თქმით, სამხედრო პოზიციებზე განლაგებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, დრონები და სხვა […]

ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ „ლიპომ“ „მოგვერდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრა. „გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, ამაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ სპორტიდან წავსულიყავი, რის შემდეგაც როგორც გულშემატკივრების, ისე ოჯახის, […]

„ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ისევ გადაიდო – როდის დასრულდება სამუშაოები

მეტრო „ავლაბრის“ რეაბილიტაციის დასრულების თარიღი ისევ გადაიდო – თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს „ბადა ქონსთრაქშენს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები უკვე განხორციელდა. როგორც „ბიზნესპრენიუსისთვის“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მოწოდებული ხელშეკრულებიდან ირკვევა, „ავლაბრის“ მეტრო 2024 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის მიზეზად „გაუთვალისწინებელი გარემოება“ დასახელდა. „პროცესის მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო საჭირო […]

ლიბერთიმ “ტოპქარდის” პორტფელი შეიძინა

ლიბერთიმ რებანკის პროდუქტი „ტოპქარდი“ და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა. ახალი პროდუქტის ლიბერთის სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად, ორი თვის მანძილზე განხორციელდება. დღეიდან ამ პერიოდის განმავლობაში „ტოპქარდის“ მომხმარებლები კვლავ ჩვეულებრივ მიიღებენ რებანკის საცალო მომსახურებას, ხოლო ორი თვის შემდეგ, დამატებითი ვიზიტის გარეშე, არსებული პირობებით ავტომატურად ისარგებლებენ ლიბერთი ბანკში. „ლიბერთის გუნდმა მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შევიძინეთ რებანკის საცალო პროდუქტი […]

საქართველოს რკინიგზამ პორტატული დატა ცენტრი მოაწყო

საქართველოს რკინიგზამ კომპანია იუჯითისთან ერთად წარმატებით განახორციელა კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა. ეს არის უპრეცენდენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. საქართველოს რკინიგზისა და იუჯითის ინჟინრების ჩართულობით, ლოკაციაზე, კერძოდ რკინიგზის ოფისში შესაბამისი პლატფორმა […]

პაველი: ევროპა მალე შეძლებს, თავისთვის და უკრაინისთვის საკმარისი საბრძოლო მასალა აწარმოოს

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის თქმით, ევროპული კომპანიები მალე შეძლებენ, როგორც საკუთარი მარაგებისთვის, ისევე უკრაინის მხარდასაჭერად, საკმარისი საბრძოლო მასალა აწარმოონ. “უახლოეს მომავალში ევროპული კომპანიები შეძლებენ, საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალა აწარმოონ, რათა ევროპული ქვეყნების მარაგები შევსებასთან ერთად უკრაინაც უზრუნველყონ ამუნიციით, თუ იმ დროისთვის ეს კვლავ დასჭირდება”. – თქვა პაველმა. პოლიტიკოსმა ასევე დაამატა, რომ იმ დრომდე, სანამ ევროპული […]

კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა. “ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს […]

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.