„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 950.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 950.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 803.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 146.8 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.6 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა […]

თემურ ცამციშვილი – იმის ნაცვლად, რომ ქუთაისი ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი ყოფილიყო, დღეს არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან

ემიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ქუთაისს ძალიან შეეხო და იმის ნაცვლად, რომ ქუთაისი ყოფილიყო ადმინისტრაციული ცენტრი და საპარლამენტო ქალაქი, ქუთაისი დღეს არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდან და მივიღეთ ის, რომ ქუთაისი მოსახლეობის სიდიდით მეორე ქალაქიდან გახდა მეოთხე ქალაქი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ქუთაისში დემოგრაფიულ პრობლემას […]

„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 803.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 12.2%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 803.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 25.1 პროცენტით შემცირდა და 372.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. […]

50% ფასდაკლება სტუდენტებს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებზე – თეატრის გენერალური სპონსორია ბაზისბანკი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, სპექტაკლების ბილეთებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. სპეციალური შეთავაზება გულისხმობს 50% ფასდაკლებას თეატრის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებისთვის. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია: – მიბრძანდეთ თეატრის სალაროში; – წარადგინოთ სტუდენტის ბარათი; – ერთ ბარათზე გაიცემა ერთი ბილეთი; აქცია მოქმედებს მხოლოდ სპექტაკლის დღეს, 19:00 – 20:00 სთ. პერიოდში. სტუდენტური […]

დაცული ტერიტორიების სააგენტო აშშ-ში Travel and Adventure Show 2024-ზე იყო წარმოდგენილი

დაცული ტერიტორიების სააგენტო აშშ-ში Travel and Adventure Show 2024-ზე იყო წარმოდგენილი. მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო. „მსგავსი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების აქტიური მოზიდვის ხელშეწყობისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები; ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნულ […]

საქართველოდან ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი ეგვიპტეში 42307%-ით, ხოლო რუმინეთში 6877%-ით გაიზარდა – უმსხვილესი პარტნიორების რეიტინგი

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 803.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 25.1 პროცენტით შემცირდა და 372.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი […]

„ასეთი ტექნოლოგია ისრაელს და თურქეთსაც არ აქვს“ – საქართველოს კიბოს მკურნალობის უნიკალური ცენტრი იხსნება

პროტონული თერაპია, რომელიც საქართველოში, არსებული ინფორმაციით, 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ნიშნავს სიმსივნით დაავადებული უამრავი ადამიანის, პირველ რიგში კი ბავშვების გადარჩენას. ამის შესახებ “პინეოს” გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა კახა ნურალიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში განაცხადა. „საამაყოა და მადლობა ავტორებს, ვინც ამ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. ეს კეთდება ქუითაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან. ძალიან საამაყოა, რომ ეს იქნება რეგიონში […]

ყირგიზეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია – როგორ შეიცვალა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 950.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 803.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 146.8 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.6 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ- თებერვალში, 1 […]

უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის შექმნილი ჯგუფი მეოცე სხდომას გამართავს

დღეს გერმანიაში, რამშტაინის საავიაციო ბაზაზე, გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად მოქმედი საკონტაქტო ჯგუფის მე-20 სხდომა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი ჯგუფი 50-მდე ქვეყანას აერთიანებს. სხდომას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს. მას იმედი აქვს, რომ ევროპელ მოკავშირეებს დაარწმუნებს უკრაინის მხარდაჭერისადმი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულებაში, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახსრები […]

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ილია თოფურიას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას და მისი ოჯახის წევრებს. მან სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ილია თოფურიას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის […]