რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანა!

რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანა! “ძალიან სწორი პოზიციაა, რადგან მკაფიოდ უნდა დაისვას წერტილი – რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის, პირდაპირპროპორციულად ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან გატანა!” – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას “ვეტინგის” თემის დახურულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, “ვეტინგი” არა […]

კობახიძე: ვეტოს დაძლევა ევროკავშირის 9 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას ემსახურება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცესკოს კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა აუცილებელია. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ვეტო დაძლევს ევროკავშირის პუნქტის შესრულებას ემსახურება. კობახიძის თქმით, ცესკო ახლა ჩიხურ მდგომარეობაშია, ხოლო ცვლილებები მის დაძლევას შეუწყოს ხელს. “სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო დარჩეს ჩიხში. ალტერნატივა ვეტოს დაძლევას, არ აქვს. ჩვენ ვერ დავტოვებთ ცესკოს […]

კობახიძის თქმით, საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი განკარგულებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებთან კავშირში არ არის. “ეს დაფინანსება უკვე შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ასე რომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს, ეს არ არის ახლახან, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში”, – ამბობს კობახიძე. მისივე თქმით, საჭირო გახდა, რომ […]

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს

ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს. ჭრიკიშვილმა ერთგზის მსოფლიოს, 3-გზის კი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ავთანდილმა კარიერაში თითო-თითოჯერ ევროპისა და მსოფლიოს ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ლიპარტელიანის ანგარიშზე კი ოლიმპიური ვერცხლის მედალი, მსოფლიოს ჩემპიონატის სამი ვერცხლის მედალი და სამი ბრინჯაოა. ვარლამმა ევროპის ჩემპიონატის მოგება 3-ჯერ მოახერხა, 6-ჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ერთხელ კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. […]

არჩილ თალაკვაძე – ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან, რომ არჩევნები არ იყოს 6 თვეში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი – საქართველოს დღეიდან ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია ექნება, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ

იმას, რასაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა და რასაც ვეტოთი ითხოვს პრეზიდენტი, ანალოგი არ ჰყავს ევროკავშირის არცერთ განვითარებულ ქვეყანაში – საქართველოს დღეიდან ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია და კანონმდებლობა ექნება, როგორიც ევროკავშირის წამყვან ქვეყნებს აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველოს […]

ცესკო-ს თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნები და ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია […]

შალვა პაპუაშვილი – სამი ტყუილი ითქვა მოტივირებულ შენიშვნებზე – სალომე ზურაბიშვილის მოტივია, საბაბი შეუქმნას „ნაცმოძრაობას“, რომ უკვე მეოთხეჯერ არ აღიაროს არჩევნების შედეგები

სამი ტყუილი ითქვა გუშინ მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, როდესაც სამ ტყუილში იქნება გამოჭერილი ასეთი შენიშვნები, აქ საუბარი იმაზე, რომ არსებობს რაიმე შინაარსობრივი მოტივი, ზედმეტია. ერთადერთი მოტივი, რაც აქვს სალომე ზურაბიშვილს, ეს არის, რომ შეუქმნას საბაბი „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ ახლა უკვე მეოთხეჯერ, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა […]

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც უწყების მიერ გაწეულ სამივლინებო ხარჯებს შეეხება, ფაქტებით მანიპულაციაა და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს

იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც უწყების მიერ გაწეულ სამივლინებო ხარჯებს შეეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ტელეკომპანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. „მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებას ჯერ კიდევ გასული წლის 2 დეკემბერს აქვს გავრცელებული განცხადება, სადაც დეტალურადაა განმარტებული, თუ რა პროექტების განხორციელებას მოხმარდა მივლინებებში […]

ირაკლი კობახიძე – ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

მინდა, მივულოცო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღწეული შედეგები შთამბეჭდავია. „ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისათვის განსაკუთრებული, ძალიან დიდი […]

„საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა ცენტრი მოაწყო

„საქართველოს რკინიგზამ“ კომპანია „იუჯითისთან“ ერთად კონტეინერული დატა ცენტრის მოწყობა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე განმარტებით, ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომლის ანალოგი საქართველოში პირველად განხორციელდა. „აღნიშნული დატა ცენტრის უპირატესობა მის პორტატულობაში მდგომარეობს და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სხვა ლოკაციაზე გადატანა, რაც პროექტის დაგეგმარებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. „საქართველოს რკინიგზისა“ და „იუჯითის“ […]