„წინა წელთან შედარებით როგორც ბაკურიანი ინნ-ში, ასევე გუდაური ინნ-ში ტურისტების ნაკადმა მოიმატა“ – ინნ ჰოსფითალითი

როგორი იყო 2023 -2024 წლის ზამთრის სეზონი ტურისტული სექტორისთვის, რა მოლოდინები იყო და რა შედეგი დადგა – თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ინ ჰოსფითალითის კომერციულმა დირექტორმა ნინა გაჩეჩილაძემ ისაუბრა. მისი თქმით 15 მარტისთვის ტურისტების ნაკადმა ნელ-ნელა კლება დაიწყო, თუმცა დეკემბერი, იანვარი და თებერვალი როგორც გუდაური ინნ-ისთვის, ასევე ბაკურიანი ინნ-ისთვის საკმაოდ დატვირთული იყო და წინა […]
გურიაში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის 2 პროექტი დასრულდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტირება-მშენებლობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებული სამუშაოები ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულეს. 2023 წლამდე დაბა ურეკში წვერმაღალას, წერეთლის, სანერგეს უბნებსა და მე-13 ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა არ არსებობდა. მოსახლეობის ნაწილი წყალს, მცირე დებიტის მქონე წყაროებიდან, ინდივიდუალურად იღებდა, რაც […]
საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსი დადგინდება და ამ სტატუსის მქონე კომპანიები 3 წლით გათავისუფლდებიან გადასახადისგან – ირაკლი კობახიძე

საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსი დადგინდება და ამ სტატუსის მქონე კომპანიები 3 წლით გათავისუფლდებიან ყოველგვარი გადასახადისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა. და ტექნოლოგიების სააგენტო. პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის ინიცირებას უახლოეს მომავალში განახორციელებს. „ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, რომელთა შორის მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, […]
ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ახალი ზოოპარკისთვის ჟირაფების, მარტორქების და ბეჰემოტების ჩამოყვანა იგეგმება

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, დედაქალაქის ახალი ზოოპარკისთვის ახალი ბინადრების ჩამოყვანა იგეგმება. კერძოდ, როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გურიელიძემ აღნიშნა, განაცხადი გაკეთებულია 5 ჟირაფზე, ასევე დაგეგმილია 3 მარტორქის და 3 ბეჰემოთის ჩამოყვანაც. „ჟირაფი დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა სხვა სახეობების ჩამოყვანასაც ვაპირებთ, მაგალითად მარტორქების. ერთი მარტორქა გვყავს, მაგრამ კიდევ უნდა დავუმატოთ მარტორქები, ბეჰემოთები, ასევე ანტილოპები. არიან გადაშენების […]
ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ეს ნეგატიური ტენდენციები დავაზღვიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტი კონსტიტუციების პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშაოს. „მე პირადად არ […]
შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პროექტზე – დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რამდენიმე დღეში დაინახავთ ოპოზიციის და „ენჯეოების“ სინქრონში ალაპარაკებულ, კოორდინირებულ კამპანიას, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება

ამ საკითხთან დაკავშირებით [ლგბტ პროპაგანდა] ოპოზიციური პარტიები უკეთეს შემთხვევაში გაექცნენ პასუხს, უარეს შემთხვევაში დადგნენ ზუსტად პროპაგანდის მხარეს – ეს არის საერთო ტაქტიკა, რომელიც შეთანხმებულია ოპოზიციას, რამდენიმე „ენჯეოს“ და დონორს შორის. ელოდებიან მითითებებს და როდესაც ექნებათ, ნახავთ, როგორ სინქრონში ალაპარაკდება ყველა. ექნებათ ერთნაირი არგუმენტები, რომელსაც ერთი დირიჟორი ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლგბტ […]
შალვა პაპუაშვილი – ათწლეულებია აშშ-ს ვაჩვენებთ, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად – ჩვენი მოლოდინია, რომ საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას

ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად – ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც […]
ირაკლი კობახიძე – ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საეჭვო საქმიანობაშია ჩართული – არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, დიფერენცირება არის საჭირო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საეჭვო საქმიანობაშია ჩართული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მესამე სექტორის დიფერენცირებაა საჭირო. „არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული. ასე არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიური, სოფლის მეურნეობის საკითხით არის […]
პრემიერი – სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს – ეს სურვილი ვერ ექნება საპარლამენტო უმრავლესობას, აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს

სალომე ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს უნდათ, რომ ცესკო ჩიხში დარჩეს. რა თქმა უნდა, ეს სურვილი ვერ ექნება საპარლამენტო უმრავლესობას, აქედან გამომდინარე, ვეტოს დაძლევას ალტერნატივა არ აქვს,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ვეტოს დაძლევა აუცილებელია. „ძალიან მარტივად არის საქმე. დღეს ერთგვარი ჩიხია შექმნილი […]
„ხალხის ძალამ“ გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებითა თუ ცალ ფეხზე ასკინკილით
„ხალხის ძალამ“ გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, „პრაიდის“ ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებითა თუ ცალ ფეხზე ასკინკილით „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ შედეგებს, რომელთაც მოძრაობამ პოლიტიკურ პარტიად გადაკეთებამდე სულ რაღაც წელიწადნახევარში მიაღწია: „არის ასეთი გამონათქვამი – უფლის წინაშე საბოლოო შედეგებით რომ განისაზღვრებოდეს ადამიანის […]