Bloomberg – ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გამოყენების შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა

ევროკავშირმა მოამზადა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვითაც უკრაინა ივლისიდან რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებით მოგების მიღებას დაიწყებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, წინადადება, რომელიც ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს, ითვალისწინებს რუსეთის ცენტრალური ბანკის „იმობილიზირებული“ რეზერვებით გამომუშავებულ მოგებაზე გაუთვალისწინებელი მოგების გადასახადის დაწესებას, რისი მიზანიცაა წელიწადში დაახლოებით, 3 მილიარდი ევროს უკრაინაში იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად და ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიის […]

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილი-აზარაშვილის შეხვედრის კადრებზე – დღისით, მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა არის კონსპირაციული?! – არ მგონია, რომ აქ რამე კონსპირაციული იყოს

დღისით, მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა ვიცი, რა არის კონსპირაციული?! არ მგონია, რომ აქ რამე კონსპირაციული იყოს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები, რომელზეც, მათი მტკიცებით, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის შავნაბადაზე შეხვედრის მომენტია ასახული. „მე არ მგონია, რომ ეს შეხვედრა კონსპირაციული […]

ირაკლი კობახიძე – გვარამიას მელიასთან აქვს კონკურენცია და იმედია, ერთმანეთში გაიყოფენ თანამდებობებს – არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ გაერთიანებას, არ აქვს

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად აქვს გვარამიას პრემიერ-მინისტრობის პერსპექტივა, კობახიძე პასუხობს, რომ „თანამდებობები ჯერ ერთმანეთში უნდა გაიყონ“. „ნუ, ჯერჯერობით, მას მელიასთან აქვს კონკურენცია და ერთმანეთში იმედია, გაიყოფენ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ახალ […]

საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება ხუთი მილიონი ლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაქვემდებარებული ორგანიზაციების დაფინანსებამ 60 მილიონ ლარს მიაღწია. პრემიერმა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ღონისძიების შემდეგ, მედიის შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ მოქმედებს საპატრიარქოს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა ჯერ კიდევ შარშან, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაიდო 30-მილიონიანი ასიგნება, […]

რუსული საბანკო ბარათები „მირი“ სომხეთშიც დაიბლოკება

სომხეთის ბანკების უმრავლესობა შეწყვეტს რუსული საგადასახადო სისტემის, „მირის” მომსახურებას და მისი საბანკო ბარათების მიღებას. ამ სისტემის ოპერატორი აშშ-ის მიერაა სანქცირებული უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო. მედიაჯგუფ РБК-ს წყაროთა ცნობით, 2024 წლის 30 მარტიდან სომხეთის ბანკების ბანკომატები და POS-ტერმინალები ამ რუსულ ბარათებს აღარ მიიღებენ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ რუსული ВТБ-ს შვილობილი ბანკი. აშშ-ის მიერ რუსული საგადასახადო სისტემა […]

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომელიც შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

წუხელ, დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგი, მაია საკანელაშვილი ემსხვერპლა. მომხდარ ტრაგედიაზე, ადგილობრივი მერია სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერია მწუხარებას გამოთქვამენ სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის პედაგოგის, მაია საკანელაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს, ნათესავებს, თანამშრომლებს და მეგობრებს. მაია საკანელაშვილი იყო ღირსეული მოქალაქე, პედაგოგი და ყველასთვის […]

ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში დავაინიცირებთ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტი პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. “როგორც უკვე ჩვენ ორი კვირის წინ დავაანონსეთ და გამოხმაურება ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ ყოფილა, გარდა ირიბი დათანხმებისა ლგბტ პროპაგანდის მხარეს დგომაზე, ჩვენ დავაინიცირებთ მიმდინარე კვირაში კანონპროექტს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ოპონენტები ჯერ […]

იუსტიციის სამინისტრო უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უწყების მიერ გაწეული „სამოგზაურო-სამივლინებო“ ხარჯების თაობაზე. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „თვითმფრინავებისა და პილოტების ფონზე მომზადებულ მანიპულაციურ სიუჟეტში, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საუბარია, რომ, თითქოსდა, სამინისტროს ხელმძღვანელობამ ექვს თვეში 7 მილიონ ლარამდე დახარჯა მივლინებებთან დაკავშირებულ ფრენებზე. განვმარტავთ, რომ სიუჟეტში ნახსენები თანხიდან 6,4 მილიონი ლარი […]

„მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა უფრო თავდაჯერებულს გხდის“— ქეთო’ს ისტორია

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ახალბედა თუ გამოცდილ მეწარმე ქალს ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში შეძენილი უნარებით კი მონაწილე ქალები იდეიდან წარმატებული ბიზნესის შექმნას ან […]

Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს

ავიაკომპანია Georgian Airways აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ევროპის 8 მიმართულებით შეასრულებს. ფრენები შესრულდება ვენაში, პარიზში, ნიცაში, ამსტერდამში, მიუნხენში, ბერლინში, მილანსა და ლარნაკაში. ასევე, ავიაკომპანია მუშაობს თელ-ავივის მიმართულებით ყოველდღიური ფრენების აღდგენაზე. პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით. აღსანიშნავია, რომ Georgian Airways ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც […]