ირაკლი კობახიძე – ე.წ. ვეტინგის თემა ჩვენთვის დახურულია

ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგის სისტემა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან. „ე.წ. ვეტინგის თემა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დახურულია. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არამარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, ზოგადად, კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებთან, სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპთან, სასამართლო დამოუკიდებლობის პრინციპთან. ვენეციის […]

ირაკლი კობახიძე – დავით ხიდაშელს არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია

დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა დავით ხიდაშელს არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც თებერვლიდან შეწყდა. „როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის […]

ანა ბუჩუკური – მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა, ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი „ოცნებაა“ – ჩვენი პარტია კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება

მამუკა მდინარაძე ლგბტ პროპაგანდის სახედ იქცა – ქვეყანაში მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი “ოცნებაა”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი პარტია ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვება. “რა თქმა უნდა, ჩავერთვებით ამ კანონპროექტის განხილვაში. რაც შეეხება ზოგადად, პროპაგანდას – პროპაგანდა არის ყველაზე ცუდი. მათ შორის, განსაკუთრებით მძიმეა ბავშვების წინააღმდეგ […]

პრემიერი – საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა 90-იანი წლებიდან მოყოლებული და დავალებებს ვერავინ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და პარტნიორი

პირველ რიგში, სიტყვა დავალებას რაც შეეხება, საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის, ვერც ერთი მეგობარი და ვერც ერთი პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თავისუფალი არჩევნებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს გარდა, „რა დავალება მიიღო საქართველომ ნატო-ს გენერალური მდივნისგან“. კობახიძის განცხადებით, საქართველო მოქმედებს […]

შალვა პაპუაშვილი – ნატო-მაც ევროკავშირისგან აიღოს მაგალითი და საქართველოს რეალური გეგმა დაუსახოს, რომლითაც გვეცოდინება, რომ გაწევრიანება იქნება

ნატო-მაც მაგალითი ევროკავშირისგან აიღოს და საქართველოს რეალური გეგმა, რეალური მიზნები დაუსახოს, რომლითაც ჩვენ გვეცოდინება, რომ რაღაც მიზნებს თუ მივაღწევთ, ამ შემთხვევაში გაწევრიანება იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო მოელის, რომ ნატო-ს მხრიდან „რეალური მიზნები და გეგმები წარმოდგენილი იქნება ისევე, როგორც ეს ხდება მაგალითად, ევროკავშირში“. მისივე თქმით, ბურთი უკვე […]

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდას არჩევნებთან კავშირი არ აქვს, რადგან ეს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება არ არის

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპატრიარქოსთვის დაფინანსების გაზრდას არჩევნებთან კავშირი არ აქვს, რადგან მისივე განმარტებით, ეს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება არ არის. კობახიძის განმარტებით, საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმვისას განისაზღვრა. „საპატრიარქოს დაფინანსებას რაც შეეხება, 30 მილიონი იყო საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მილიონი […]

პაატა მანჯგალაძე – სიმბოლურია არა მე-5 ვეტო, არამედ ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ისაუბრა, რომ რეფორმებია აუცილებელია – ვეტოს დაძლევა ეწინააღმდეგება ამ დემოკრატიულ ცვლილებებს

სიმბოლურია არა 5-იანი, არამედ ნატოს გენერალური მდივანი, რომელმაც ღიად ისაუბრა, რომ რეფორმები საქართველოში აუცილებელია. ვეტოს დაძლევა ეწინააღმდეგება სწორედ ამ დემოკრატიულ ცვლილებებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იენს სტოლტენბერგმა მინიშნებები გააკეთა იმ პრობლემებზე რომლის წინაშეც საქართველოა. “სიმბოლურია არა ის, რომ პრეზიდენტმა მეხუთედ დაადო ვეტო, არამედ სიმბოლურია ის, რომ […]

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ფაზას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება. „გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული. მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული. ივნისში უკვე დაიწყება სამუშაოები. დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ასე შემდეგ, ჩვენთვის მთავარია, რომ პირველი ფაზა 2 […]

შალვა პაპუაშვილი – თუ კი რამ ახსოვს ქართულ საზოგადოებას ხიდაშელისგან, არის ქართული საქმის კეთება – დავით ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი, ამ ქვეყნის პატრიოტი

თუ კი რამე საჯარო სივრცეში ქართულ საზოგადოებას ახსოვს [დავით] ხიდაშელისგან, არის ქართული საქმის კეთება. არ ვიცი, არაქართული საქმე რომელი გაუკეთებია მას? ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი და მისი ყველა ქმედებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის პატრიოტი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე განცხადებით, ხდება დავით ხიდაშელის დისკრედიტირება და კლიშირება. „პირველი, ხდება ადამიანის დისკრედიტირება და კლიშირება, გასაგებია. […]

ირაკლი კობახიძე – განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება

განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე სამუშაოდ, სპეციალური სამეცნიერო ჯგუფი შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტუნარიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით, განისაზღვრება ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება. „ინოვაციური […]