კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მან ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში, შპს „რეპსოლის“, შპს „პორტალის“ და შპს „ექსას“ მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციის თანახმად, მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა […]

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თურქეთის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ბექირ შაჰინს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ბექირ შაჰინს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და […]

ლევან დავითაშვილის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, უპირველესად, ქართველი ხალხის ინტერესშია და ამის შესახებ მოწოდება არ სჭირდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, უპირველესად, ქართველი ხალხის ინტერესშია და “ამის შესახებ [საერთაშორისო პარტნიორების] მოწოდება არ სჭირდებათ”. კითხვას, დებს თუ არა პირობას, რომ სწორედ ასეთი არჩევნები ჩატარდება, დავითაშვილმა უპასუხა: “რა თქმა უნდა”. “უპირველესად, ჩვენს ინტერესებშია და მოწოდება არ გვჭირდება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო არჩევნების კუთხით. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. […]

USAID-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო ექსპერტებს რეგიონებში უმასპინძლა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განახლებადი ენერგეტიკის სექტორში უნარების განვითარების პროექტის ფარგლებში, უმსხვილესი საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის TATA Power Company ექსპერტები სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ვიზიტი 29 იანვრიდან 23 თებერვლამდე გაგრძელდა და მისი მიზანი ჰიდროენერგეტიკის სექტორში საკადრო და უნარების საჭიროებების დეტალური შესწავლა იყო. „პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა შედგა, მიზნად ისახავს ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორების მოსამზადებელი […]

ნანა ტოხვაძე – ივანიშვილის პირობებში ემიგრაცია შეუქცევადი გახდა

ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების დამსახურებით, 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს „ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს […]

რატი ბრეგაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო 30 ათას პატიმრამდე, ჩვენს პირობებში კი სტატისტიკა 3-ჯერ არის შემცირებული – სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს პატიმრების სტატისტიკა იყო დაახლოებით 30 ათასამდე და ეს რიცხვი ჩვენს პირობებში 3-ჯერ არის შემცირებული, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იუსტიციის მინისტრი დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის მანიპულაციურ განცხადებებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. „რაც შეეხება დანაშაულის სტატისტიკას, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს […]

ლაშა ფარულავა – „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები, რომლებიც არიან ფავორიტები, იგებენ ტენდერებს, არ ასრულებენ სამუშაოებს და ეს სისტემური ხასიათის პრობლემად იქცა

კახა კალაძე თბილისელებს დაჰპირდა, რომ სერვისი გაუმჯობესდებოდა, გაუძვირა ტრანსპორტის ღირებულება და ჩვენ ვხედავთ, ავლაბრის და ვარკეთილის მეტროსადგურებს, სადაც მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას, რომ რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განცხადებით, „კორუფციული ინტერესებია, „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები, რომლებიც არიან ფავორიტები, იგებენ […]

დავით უსუფაშვილი – სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული – დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით

სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული – დიახ, მათ აშინებთ „ლელოს“ მზარდი რეიტინგი, დიახ, მათ აშინებთ საკუთარი ამომრჩევლის იმედგაცრუება მათი პოლიტიკით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეთითხნილი ბრალდებები მოისმინა „ლელოს” მიმართ. „სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ზამთრის უნივერსიადაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, მასშტაბურ სტუდენტურ ღონისძიებაში – „ახალგაზრდული ფესტივალი 2024“ – მონაწილეობისთვის მზადება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული სპორტული გუნდები და შემოქმედებითი ჯგუფები: ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, […]

Financial Times: ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსისთვის მარცვლეული იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს

Financial Times-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისა და ბელარუსისთვის მარცვლეულის იმპორტზე ტარიფების დაწესებას აპირებს. ეს იქნება პირველი შემთხვევა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც ევროკავშირი რუსეთს საკვებ პროდუქტზე შეზღუდვებს დაუწესებს. ევროკავშირი ამ ნაბიჯისგან დიდხანს იკავებდა თავს იმის შიშით, რომ მსგავსი შეზღუდვების დაწესება, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებს დააზიანებს. Financial Times-ის წყაროების მიხედვით, ევროკომისია გეგმავს მომდევნო დღეებში ერთ […]