“ლაციომ” ახალი მწვრთნელი წარადგინა – ტუდორი “ნაპოლიში” გამოირიცხა

ხორვატი დამრიგებელი იგორ ტუდორი, რომელიც “ნაპოლის” დამრიგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ოფიციალურად წარადგინეს “ნაპოლის” ახალ მწვრთნელად. მან “ბიანკოჩელესტისთან” კონტრაქტი 1.5+1 სისტემით გააფორმა. ტუდორი წარსულში “ვერონას”, “მარსელს”, “უდინეზეს”, “გალათასარაისა” და სხვა გუნდებს ავარჯიშებდა. ხორვატი “ოლიმპიკოზე” მაურისიო სარის შეცვლის.

რუსეთის პროკურატურა მიხეილ ხუბუტიას ცოლისგან ბარვიხაში მდებარე მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას მოითხოვს

რუსეთის გენერალური პროკურატურა სოფელ ბარვიხასა და სოფელ ჟუკოვკაში 13 მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას ითხოვს ექვსი კერძო პირისგან, რომელთა შორის არის პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას ცოლიც. როგორც სააგენტო „ლენტა.რუ“ წერს, საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ სანატორიუმ “ბარვიხას” კუთვნილი, დაახლოებით 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის პრივატიზება და გასხვისება 2000-იანი წლების დასაწყისში […]

ბავშვები დასაცავები არიან პედოფილებისგან და ადრეულ ასაკში ქორწინებისგან – ბუჩუკური

დღეს, 19 მარტს, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში ბავშვებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში შიმშილისგან, რადგან ქვეყანაში ბავშვთა მალნუტრიცია არსებობს. „ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკვების დეფიციტის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ამ მდგომარეობას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ. […]

„ადამიანები ღაზაში ამ წუთებში სასიკვდილოდ შიმშილობენ“ — WFP-ს დირექტორი

ინტეგრირებული სურსათის უსაფრთხოების ფაზის კლასიფიკაციის (IPC) ახალი ანგარიშით, ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში, შიმშილი გარდაუვალია. გაეროს პარტნიორი ორგანიზაციის განცხადებით, მოსახლეობის 70%-ს კრიტიკულ ზღვარზეა საკვების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ანგარიშის ავტორების თქმით, ღაზაში 2.2 მილიონ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები პროდუქტები და ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას მარტის შუა რიცხვებიდან მაისამდე პერიოდში ელოდებიან. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ იმ […]

“ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას” – პრემიერ-მინისტრის განცხადება

“ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას” – პრემიერ-მინისტრის განცხადება დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან პარტნიორობა საკმაოდ კარგად მიდის. „გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის […]

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დამატებით ფრენების დაწყების თაობაზე არ მოუმართავს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ავიაკომპანიის მიმართ არ არსებობს სანქციები, ამასთან შესაბამისობაშია მოთხოვნებთან. „ერთი ნაწილია, რომ რუსულმა მხარემ თავის კომპანიას რაღაც ნებართვა მისცა, ანუ, მათ აიღეს თავისი ადმინისტრაციისგან ნებართვა, საქართველოში ფრენაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ მოგვმართეს, […]

ლევან დავითაშვილი – ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და არანაირი სიურპრიზი და გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა – დავიწყებთ მიმდინარე წელს, უახლოეს ხანებში

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და “არანაირი სიურპრიზი და გაუთვალისწინებელი რამ არ მომხდარა”. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მიმდინარეობს როგორც სამშენებლო პარტნიორის, ისე კერძო პარტნიორის წინადადებების შერჩევის ეტაპი. “ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს როგორც კერძო პარტნიორის შერჩევის, ისე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად დაწყების თაობაზე, იმისთვის, რომ […]

შალვა პაპუაშვილი – ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია – მოვუწოდებ ყველა დონორს, გაასაჯაროონ დაფინანსებები

ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ, პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია. ეს არის როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის დარღვევაც. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ეს ფული, რომელზეც ახლა საუბრობენ, საჯარო იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაში, […]

რატი ბრეგაძე – მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში

მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ე.წ. ვეტინგის სისტემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიიღონ. „წარმოდგენილი სისტემა, რისი სურვილიც გარკვეულ ძალებს აქვთ, არის ის, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნაზე, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც რა თქმა უნდა, […]

ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას – დამპყრობელმა მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე – რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები – არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც პრეზიდენტი?

დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე, ამაზე შეფასებები არ გვაქვს – რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ – არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?- ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას. მისივე განცხადებით, „ტყვეობაში მყოფი […]