РБК: სომხური ბანკების უმეტესობა რუსული Мир-ის ბარათებს აღარ მიიღებს

სომხური ბანკების უმრავლესობა Мир-ის ბარათის მომსახურებასა და გამოყენებას აჩერებს. ამის შესახებ რუსული მედია РБК სანქცირებული ბანკის, VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. “30 მარტიდან მომხმარებლებისთვის მიუწვდომელი გახდება (რედ. – Мир-ის ბარათებით) უნაღდო გადახდა POS ტერმინალებში და ნაღდი ფულის გატანა რესპუბლიკაში სხვა ბანკების ბანკომატებით”. – თქვა VTB-ს სომხური ფილიალის წარმომადგენელმა. VTB-ს წარმომადგენლის თქმით, მათი სომხური ფილიალი […]

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციაზე იონათამიშვილს მდინარაძე ჩაანაცვლებს

ქართული ოცნების ინფორმაციით, ფრაქციის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან რატი იონათამიშვილის გადადგომისა და ამავე პოზიციაზე მამუკა მდინარაძის არჩევის შესახებ, რომელიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერობასაც შეითავსებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 19-22 მარტის პლენარულ სხდომებზე კენჭსაყრელ საკითხებს შორის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის არჩევის საკითხიც იქნება. 12 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას […]

პაპუაშვილი: NED-ის დაფინანსება მიედინება პარტიებში – დროაში, ევროპულ საქართველოში

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს უცხოური ფონდების მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების საკითხი. პაპუაშვილმა ამერიკის დემოკრატიის ფონდი(NED) გააკრიტიკა და თქვა, რომ ის “ჩვეულებრივად, მალავს რაში იხარჯება ეს ფული”. “რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებას, აქ ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დღეს. რაც შეეხება ამერიკულ დაფინანსებას, აქაც […]

ნიკოლ ფაშინიანმა და იენს სტოლტენბერგმა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ნატო-ს გენერალურ მდივანმა, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „საუბრისას განიხილეს სომხეთის ნატო-სთან თანამშრომლობის საკითხები. შედგა აზრთა გაცვლა რეგიონულ პროცესებზე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ირგვლივ […]

თეონა აქუბარდია „ოცნებას“ – უმადურობაა, რასაც აკეთებთ აშშ-სთან მიმართებაში – პირდაპირი ფრენა რუსეთთან გვაქვს და ეს არც მეგობრობის ნიშანი უნდა იყოს და არც სტრატეგიული პარტნიორობის

უმადურობა მეგობრობის წარმოჩინების საუკეთესო საშუალება არ არის და უმადურობაა ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით, რამდენადაც ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესს ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. აქუბარდიას შეფასებით, მთავარი საკითხი, რის გამოც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ს თავს ესხმიან, არის „შიში ძალაუფლების დაკარგვის […]

ლილე ლიპარტელიანი – „ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან – ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა

„ქართულ ოცნებას“ სრულად აქვს დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან. არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული მათ არ ადარდებთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა. ლილე ლიპარტელიანის განცხადებით, ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. „არ აქვს […]

თინა ბოკუჩავა – რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ქვეყანა? – ამ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს, სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა იწვევს

ყოველი მესამე ჩვენი თანამოქალაქე ფიქრობს ემიგრაციაში წასვლაზე, ამიტომ, დღეს ივანიშვილთან, მის პარტიასთან, მის მთავრობასთან და პირადად პრემიერ-მინისტრთან გვაქვს ერთადერთი კითხვა – რა იწვევს იძულებით ემიგრაციას? რატომ იცლება ჩვენი ქვეყანა? დასმულ კითხვაზე, სავარაუდოდ, კვლავ მივიღებთ დუმილს ან ცინიზმს მთავრობის მხრიდან, სიმართლე კი ისაა, რომ იძულებით ემიგრაციას იწვევს საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა,- ამის შესახებ საპარლამენტო […]

ანა ბუჩუკური – საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან, გაუნათლებლობისგან

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან, გაუნათლებლობისგან,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განცხადებით, „ხელისუფლებას ეს ბავშვები, ისიც დროებით, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება“. „საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ბავშვთა მალნუტრიცია ჰქვია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც […]

Politico – ივნისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ევროკავშირს გაფართოების შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს

ივნისში გასამართი ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ევროკავშირს გაფართოების შესახებ საჯაროდ საუბარი არ სურს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს ცნობით, ევროპარლამენტის არჩევნების წინ ევროკავშირის გაფართოების შესახებ საუბრის მინიმუმამდე დაყვანის მიზეზს ევროპელი ფერმერების პროტესტი წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევროპელი ლიდერები ფერმერების დასამშვიდებლად დათმობებზე მიდიან. „მოდით, ვიყოთ გულახდილები: ევროპის არჩევნებამდე ამის (გაფართოების) შესახებ […]

Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air წერლს 21, 22 და 23 ივნისს ტრადიციულად „ლისი ვანდერლენდში“ გაიმართება და ოთხ სცენას და 60-ზე მეტ არტისტს უმასპინძლებს, ფესტივალის ჰეფლაინერებს შორის არიან ნორვეგიელი მომღერალი AURORA, ბრიტანელი შემსრულებელი M.I.A და ამეიკელი მუსიკოსი Masego. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა ჯგუფი Archive. მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება ამერიკული როკ ჯგუფი SHE WANTS REVENGE […]