ბექა ოდიშარია – ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს თანადგომას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მდორე დინებაზე გადავიდა – გამიგია მიჯნურობა ცალმხრივი, თუმცა პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი

ჩვენ გვახსოვს ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა დამოუკიდებლობის პირველივე წლებიდან. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ურთიერთობები ძალიან მდორე დინებაზე გადავიდა – მე გამიგია მიჯნურობა ცალმხრივი, პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი. სხვა მეორე მოსაზრება ამის თაობაზე არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ოპოზიციის ყალბი მოთქმა იმის […]
დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო, მოლდოვამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დღეს, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და ერთ-ერთი რუსი დეპუტატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ აცნობეს. „ამ კონტექსტში, რუსეთის ელჩს ოფიციალურად ეცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი მოლდოვაში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და მან ქვეყანა […]
ხატია დეკანოიძე – 2020-2023 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარი იყო – მოსამართლეების უმრავლესობა ფულს და საჩუქრებს მშობლებისგან იღებს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 2020 -2023 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარი იყო. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, დეკანოიძის თქმით, როგორც ირკვევა, მოსამართლეების უმრავლესობა ფულს და საჩუქრებს მშობლებისგან იღებს. „2020 -2023 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან, რიგითი მოქალაქეები – ღარიბდებიან, ეს არის უსამართლობა

როგორ ხდება, რომ საქართველოში ბევრად უფრო ძვირია სურსათზე ფასები, ვიდრე ჩვენს მეზობელ სომხეთში, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება ეს პროდუქტები. იმავეს ვსაუბრობთ საწვავთან დაკავშირებით – თუ ტერმინალში მოტანილი საწვავი ღირს 1.65 ლარი, როგორ ხდება, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი უკვე 3 ლარზე მეტი ღირს. ერთი დეპუტატიც არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ამ სამართლიან კითხვებს გასცემდა პასუხს, – […]
გუბერნატორი – უკრაინის მხრიდან დაბომბვის გამო ბელგოროდიდან 9 000-მდე ბავშვის ევაკუაცია განხორციელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, დაახლოებით, 9 000 ბავშვს ბელგოროდის ოლქიდან რუსეთის სხვა რეგიონებში გადაიყვანენ, – ამის შესახებ გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ვგეგმავთ, დაახლოებით, 9 000 ბავშვის გაყვანას ბელგოროდიდან, ბელგოროდის რაიონიდან, შებეკინსკიდან და გრაივორონსკის რაიონიდან,” – აღნიშნა გუბერნატორმა. მისი თქმით, მიმდინარე კვირის პარასკევს 1.2 ათასი ბავშვი გაემგზავრება პენზაში, ტამბოვში, კალუგაში და სტავროპოლის მხარეში.
ანა ნაცვლიშვილი – ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით

საჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ყურადღება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხზე გაამახვილა. „ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს სახელისუფლებო გუნდი და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მომხმარებლების დასჯასა და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორებისა და მათი […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის, 01-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,ნინოწმინდა“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 13 140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. […]
მარია ზახაროვა – ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხის შესახებ, ერევნის დღევანდელი ხელისუფლების დასავლეთთან კონსულტაციების შედეგია

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადება აზერბაიჯანთან ომის საფრთხის არსებობის შესახებ, არ არის დაკავშირებული რუსეთთან, ეს არის ერევნის ხელისუფლების კომპეტენცია და დასავლეთთან მათი კონსულტაციების შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „სადამდე მიიყვანეს საქმე ახალმა კურატორებმა ევროკავშირიდან, ნატო-დან და ვაშინგტონიდან? გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის […]
“ფასები არის ძალიან გაძვირებული” – მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი უარყოფს, რომ მთავრობის მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხა არჩევნებს უკავშირდება. ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში ის გაზრდილ ფასებზე საუბრობს. “შარშან რომ მოეცათ, შარშანაც რაღაცას იტყოდნენ… არანაირ კავშირში არაა [არჩევნებთან]… რა გგონიათ ახლა ეს 35 მილიონი, მეტია? რაც იყო 25 მილიონი 20 წლის წინ, იგი გააბევრე და იმაზე მეტია, გაიგე?.. საზრუნავები იცით, რომ ყველაფერი […]
ჟიჟეკი: კომპრომისის მოწინააღმდეგე ისრაელელები ჰამასთან ტანგოს ცეკვავენ

ფილოსოფოს სლავოი ჟიჟეკის განცხადებით, „ჰამასი და კომპრომისის მოწინააღმდეგეები ისრაელში ტანგოს ცეკვავენ და ერთმანეთს აძლიერებენ“. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ჟიჟეკმა პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა. „მე ვეთანხმები იუვალ ნოახ ჰარარის, როცა ის საუბრობს ისრაელის ორი სულის ბრძოლაზე. არ ვარ უტოპისტი და არ ვამბობ, რომ ისრაელმა უნდა დაშალოს საიდუმლო სამსახურები. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ორივე მხარემ უნდა მიიღოს მოცემულობა, რომ […]