ანა ნაცვლიშვილი – ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით

საჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ყურადღება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხზე გაამახვილა.
„ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს სახელისუფლებო გუნდი და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მომხმარებლების დასჯასა და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორებისა და მათი მფარველების დასჯაზე, ხოლო მომხმარებლების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე.
სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა მომხმარებლების დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე. ეს სერვისები ძალიან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში, რაც ხელმისაწვდომია, არის საშინლად ძვირი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…

ირაკლი კობახიძე – დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე ბათუმამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის