რას მოიცავს საქართველოსთან ADB-ს თანამშრომლობის ახალი სტრატეგია

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ სტრატეგია, რომელიც ქვეყანას მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში დაეხმარება. თანამშრომლობის ხუთწლიანი, 2024-2028 წლების სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტირებით, რეფორმების მხარდაჭერითა და ცოდნის გაღრმავებით. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეგიონულ თანამშრომლობასა და ინტეგრაციას და კერძო სექტორის ხელშეწყობას ეკონომიკური ზრდისთვის, ადამიანური […]
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მიმდინარე წლის, 1-16 მარტის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და ,,ნინოწმინდა“, 13 140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, […]
საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

საქართველოს ბანკმა UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე კი ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის – როგორც ბიზნეს სტრატეგია“ სპიკერი იყო. ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ […]
“ფენერბაჰჩე” შესაძლოა, თურქეთის ჩემპიონატიდან მოეხსნას

თურქეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “ფენერბაჰჩემ” გასვლაზე “ტრაბზონსპორი” 3:2 დაამარცხა, მთავარი მოვლენები კი შეხვედრის დასრულების შემდეგ განვითარდა. მასპინძელი გუნდის ქომაგები მოედანზე შეიჭრნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება უკონტროლო იყო. ისინი სტუმარი კლუბის ფეხბურთელებზე ფიზიკურ ძალადობას ცდილობდნენ. დღეს სტამბოლურმა გუნდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნილია, რომ 2 აპრილს დირექტორთა საბჭო ინციდენტზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. […]
შარლ მიშელი: თუ მშვიდობა გვსურს, ომისთვის უნდა მოვემზადოთ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა თქვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ახლა ევროპა ომისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ევროპამ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე და განვითარებაზე უნდა იმუშაოს. 21 მარტს შარლ მიშელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს შეხვდება. როგორც ცნობილია, ამ დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინისთვის დახმარების მიწოდება იქნება. შარლ მიშელის განცხადების მიხედვით, საჭიროა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა აიღოს […]
გაგაუზიის მეთაური მაია სანდუს სასამართლოში ავტონომიის შეურაცხყოფისთვის უჩივლებს

მოლდოვის შემადგენლობაში მყოფი გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკის ბაშკანი (მეთაური) ევგენია გუცული, მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს წინააღმდეგ სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს. გუცულის თქმით, სასამართლო დავის საბაბი, მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ავტონომიისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებია. 18 მარტს სანდუმ პრესკონფერენციაზე პრორუსული განწყობის მქონე გუცულის ბოლოდროინდელი ქმედებები ამ სიტყვებით შეაფასა: “მოლდოვის რესპუბლიკის მთავრობაში არ არის იმ ადამიანის […]
რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები- ხერხეულიძე „ოცნებას“

„რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ, არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. ეკა ხერხეულიძის თქმით, მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ არჩევნებზე უნდა ისმოდეს შეფასებები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამაზე არ […]
ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობისკენ მისწრაფებებს. სტოლტენბერგმა, რომელიც ბაქოსა და თბილისის შემდეგ ერევანს ესტურმა, უმაღლესად შეაფასა ფაშინიანის ქმედებები და აღნიშნა, რომ პრემიერი მშვიდობის მომხრე და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია. შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობა განიხილეს. […]
საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

საქართველოს ბანკმა UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე კი ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის – როგორც ბიზნეს სტრატეგია“ სპიკერი იყო. ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ […]
მსოფლიოში მავნე წერილების რაოდენობა შემცირდა, ფიშინგის შეტევები გაიზარდა: „კასპერსკის ლაბორატორია“
მსოფლიოში მავნე წერილების რაოდენობა შემცირდა, ფიშინგის შეტევები გაიზარდა: „კასპერსკის ლაბორატორია“ 2023 წელს გლობალურ ფოსტის ტრაფიკში სპამის საშუალო წილი წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 3,03 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45,60% შეადგინა. 2022 წელს, მსოფლიოში ელ.ფოსტის საშუალოდ 48,63% წერილი იყო სპამი, რაც 3,07 პროცენტული პუნქტით მეტია 2021 წელთან შედარებით. ამას მოწმობს „კასპერსკის ლაბორატორიის “ მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2023 […]