აშშ არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას – ოსტინი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიის ავიაბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის („რამშტაინი-20“) შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: “დღეს ჩვენი გზავნილი ნათელია: შეერთებული შტატები არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. ეს კოალიცია არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას. თავისუფალი სამყარო არ დაუშვებს უკრაინის დამარცხებას”.
უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა პეტერბურგის რესტორანში ნაცნობი ჩაცხრილა

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა ალექსეი ისაკოვმა 18 მარტს სანქტ-პეტერბურგის რესტორან „ჩაბრეთში“ თავისი მეგობარი გასროლით მოკლა. როგორც გამოცემა „ფონტანკა“ წერს, ისაკოვი “დარწმუნებული იყო”, რომ ბიზნესპარტნიორს მისი შვიდი მილიონი რუბლი მართებდა, რაც მათ შორის დავის საგანი გახდა. დაზარალებულმა შეხვედრაზე მხოლოდ ამ თანხის ნაწილი მიიტანა. პორტალ „ბუმაგის“ მიერ გამოქვეყნებულ ოპერატიულ ვიდეოზე მოჩანს ორ კაცი, რომლებიც მაგიდასთან სხედან და სადილობენ. […]
Aurora, Archive, La Femme, M.I.A. – ცნობილია Tbilisi Open Air 2024-ის მონაწილეები

Tbilisi Open Air 2024-ის ლაინაფი ცნობილია. სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს 15 წლის იუბილეს აღნიშნავს, ოთხ სცენაზე 60-ზე მეტ შემსრულებელს უმასპინძლებს. ღონისძიების ჰედლაინერები იქნებიან ბრიტანელი რეპერი M.I.A., ნორვეგიელი მუსიკოსი Aurora, იამაიკური წარმოშობის ამერიკელი შემსრულებელი Masego და ინგლისური ჯგუფი Archive. მათ გარდა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფრანგული ბენდი La Femme, ამერიკული კოლექტივი She […]
ASUS ExpertBook B9 პროფესიონალური ნოუთბუქების თანამედროვე სტანდარტი

ბიზნესის სამყაროში, სადაც სანდოობა, უსაფრთხოება და შესრულება გადამწყვეტ როლს თამაშობს, სწორი ნოუთბუქის არჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. ASUS ExpertBook B9 სცილდება სამომხმარებლო ლეპტოპის სტანდარტებს და გთავაზობთ უამრავ უპირატესობებს, რომლებიც სპეციალურად ბიზნეს სექტორისთვისაა შექმნილი. ASUS ExpertBook B9 არ არის უბრალოდ ლეპტოპი, ის არის ძლიერი ინსტრუმენტი ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად. თანამედროვე დიზაინი, მოწინავე ტექნოლოგია და ფოკუსირება საწარმოს მომხმარებლების საჭიროებებზე, […]
პრაღის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად ჩეხეთში, პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში – Holiday World and Region World მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ. „გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩეხური მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან საქართველოს […]
რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობას ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შეასრულებს

რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის მოვალეობას ადმირალი ალექსანდრ მოისეევი შეასრულებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. „ადმირალი მოისეევი კრონშტადტში გამართულ ცერემონიაზე საზღვაო ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინეს“, – აცხადებს რუსული სახელმწიფო მედია. ადმირალმა, ალექსანდრ მოისეევმა რუსეთის საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობაზე ნიკოლაი ევმენოვი შეცვალა, რომლის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამ 10 მარტს გაავრცელა. […]
რატი იონათამიშვილი – ჩვენი მკაფიო, სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიციაა, რომ არანაირი „ვეტინგი“ არ იქნება

ბოლო პერიოდი ურეიტინგო „ენჯეოებისგან“ და პარტიებისგან აქტიურად გვესმის „ვეტინგზე“ საუბარი. რაც შემთხვევითი არ არის. ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ, რომ „ვეტინგი“ ნიშნავს მართლმსაჯულების ოკუპაციას და ეს ქვეყნის სუვერენიტეტს აყენებს რისკის ქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ქართული სასამართლოს მიტაცებას ის პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომლებიც უცხოეთიდან […]
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 10 წლისაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საიუბილეო ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლებით გაიხსნა. „GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ კი სააგენტოს არსებობისა და განვითარების ათწლიანი ისტორია შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმებიც გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ […]
ლევან დავითაშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და დარგის განვითარების მიზნით დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს არსებობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ლევან დავითაშვილმა განვითარების მიზნით დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაარსებით საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება პრაქტიკულად, ნულიდან დავიწყეთ. იქამდე ქვეყანას არ ჰქონდა […]
პარლამენტი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით მიღებულ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტი საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით მიღებულ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. “საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ წარადგინა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე იმსჯელა და მას მხარი არ დაუჭირა. “ქართული ოცნების” შეფასებით, ცესკოს ფორმირების წესი, რასაც პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ევროკავშირის […]