არჩილ თალაკვაძე – ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს

არჩევნები და საარჩევნო სისტემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ საქართველოს პარლამენტმა, „ქართულმა ოცნებამ” და ჩვენმა უმრავლესობამ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთი სახით მიიღო, როგორიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს აქვს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, როდესაც საკითხი ეხება საარჩევნო საკითხებს და კანონმდებლობას, ოპოზიცია ამბობს ერთს და მეორეს – აკეთებს. […]
გიორგი მსხილაძე – საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება ერთპარტიულად

ვეტოს დაძლევით მივიღეთ მოცემულობა, როდესაც საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება ერთპარტიულად და იქნება ერთპარტიული საარჩევნო კომისია, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს. გიორგი მსხილაძის განმარტებით, პრეზიდენტის მიზანი იყო, რომ ქვეყანაში შექმნილიყო ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც იქნებოდა ნდობით აღჭურვილი. „საქართველოს პარლამენტმა არ […]
ცესკოში ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით საიას რეკომენდაციები განიხილეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) რეკომენდაციები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა და მას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი, საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი […]
მიხეილ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სარჯველაძემ, მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია, მკურნალობის პროცესში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“, აქონდროპლაზიის […]
ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე. მოტივირებულ შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 კი წინააღმდეგ წავიდა, შესაბამისად, შენიშვნები არ იქნა გაზიარებული. 5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო […]
გაყინული რუსული აქტივებიდან შემოსავლების 90% უკრაინისთვის იარაღის შეძენას უნდა მოხმარდეს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს შესთავაზოს, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყენება მოხდეს ევროპის ფონდის მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. დარჩენილი 10% კი, მისი თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში უნდა გაიგზავნოს, რათა გამოყენებული იქნას უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის პოტენციალის გასაძლიერებლად. ამის შესახებ Reuters იუწყება. სააგენტოს ცნობით, ბორელმა განაცხადა, რომ […]
სტამბოლის აეროპორტი „წლის აეროპორტად“ მეოთხედ დასახელდა

თურქეთის სტამბოლის აეროპორტი „წლის აეროპორტად“ დასახელდა და საჰაერო ტრანსპორტის ჯილდო ზედიზედ მეოთხედ მიიღო. ამის შესახებ აეროპორტის ოპერატორმა IGA-მ განაცხადა. სტამბოლის აეროპორტი „წლის აეროპორტად“ 2021, 2022 და 2023 წლებშიც დასახელდა Air Transport News-ის მიერ, რომელიც აეროპორტებს 14 ნომინაციაში აჯილდოებს. დაჯილდოება საბერძნეთში შედგა. სტამბოლის აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სელაჰათინ ბილგენმა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, რომ IGA ამ […]
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. „მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და […]
ბინადრობა უძრავი ქონების სანაცვლოდ – რუსებისთვის საქართველო “შესანიშნავი შვიდეულის” ქვეყნებშია

მსოფლიოში არც ისე ბევრი ქვეყანა დარჩა, სადაც რუსეთის მოქალაქეებს საცხოვრებლად და საინვესტიციოდ უძრავი ქონების შეძენა შედარებით ზომიერ ფასად შეუძლიათ. ამ მხრივ საქართველო რუსებისთვის 7 საუკეთესო ქვეყნას შორის რიგით მეოთხეა. რეიტინგი საინვესტიციო უძრავი ქონების შერჩევის რუსულმა სააგენტო RED Experts-მა შეადგინა. კომპანიის რეიტინგში შესული შვიდივე ქვეყანა რუსებისთვის მიმზიდველ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს. კერძოდ, იქ რუსებს არ ეკრძალებათ საინვესტიციო […]
ფასდაკლება თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვეულებისთვის ჯპს-სა და ფარდამეპოში

დღეიდან, თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ. “ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი […]