პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო. ასევე, კენჭი ეყარა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების თავდაპირველ რედაქციას, რომელსაც პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მსჯელობა გაიმართა, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა. რეგისტრაცია გაიარა 116-მა […]
მოსამართლე ჩინჩალაძის ოჯახმა 5 წელში საჩუქრად $120 ათასზე მეტი მიიღო — TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახს ბოლო ხუთ წელში ოჯახის სხვა წევრებისგან საჩუქრად 120 468 აშშ დოლარი აქვს მიღებული. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავად მოსამართლის მიერ შევსებულ 2019-2023 წლების დეკლარაციებშია მითითებული. დეკლარაციების მიხედვით, ამ წლების განმავლობაში ფულადი თანხები საჩუქრად მიიღეს მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ. საჩუქრის […]
სომხური ბანკები რუსული „მირის“ ბარათების მომსახურებას აჩერებენ — მედია

2024 წლის 30 მარტიდან სომხური ბანკების უმრავლესობა შეწყვეტს ბანკომატებსა და POS ტერმინალებზე სადებეტო და საკრედიტო ბარათების რუსული გადახდის ქსელის „მირის“ გამოყენებას. ინფორმაციას ამის შესახებ, მათ შორის, რუსული rbc.ru ავრცელებს. ამჟამად, „მირი“სომხეთში ოპერირებს სისტემის გამოყენებით, რომელიც მისაღებია ადგილობრივი ბანკებისთვის. „30 მარტიდან მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება უნაღდო ანგარიშსწორება POS ტერმინალებზე და ნაღდი ფულის გამოტანა რესპუბლიკის სხვა ბანკების […]
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 19 მარტს გაიმართა და იონათამიშვილს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რატი იონათამიშვილმა ამ პოსტზე მიხეილ სარჯველაძე ჩაანაცვლა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. დღესვე პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.
რუსეთი გაზის და ნავთობის ინფრასტრუქტურის სარაკეტო სისტემებით დაცვას გეგმავს

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ ვერხოვმა პარლამენტარებს უთხრა, რომ არსებოობს ნავთობგადამამუშავებელი და გაზის ობიექტების სარაკეტო სისტემებით დაცვის გეგმა. “ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად რუსეთის ეროვნული გვარდიიდანაც იმისთვის, რომ დავიცვათ ობიექტები, დავამონტაჟოთ ისეთი დამცავი სისტემები, როგორიც მაგალითად “პანტსირია”, – ამბობს არტიომ ვერხოვი, ენერგეტიკის სამინისტროს გაზის ინდუსტრიის განვითარების მიმართულების დეპარტამენტის დირექტორი. უკრაინამ ბოლო პერიოდში რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ […]
რუსეთი ამბობს, რომ სოფელი ორლივკა დაიკავეს

უკრაინის ფრონტზე აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რეგიონში, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წინსვლაზე საუბრობს. კრემლი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინული სოფელი ორლივკა დაიკავა. სოფელი დონეცკის ოლქში მდებარეობს. ორლივკა ქალაქ ავდიივკადან დააახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული, ავდიივკა, რომელიც მიწასთანაა გასწორებული, რუსულმა ჯარმა ცოტახნის აიღო, რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ზეწოლა ორლივკას რეგიონში დიდია, თუმცა უკრაინელმა […]
მოლდოვამ დნესტრისპირეთში საარჩევნო უბნების გახსნის გამო რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში, საარჩევნო უბნების გახსნის გამო რუსი დიპლომატი გააძევა. ამის თაობაზე უწყებამ რუსეთის ელჩიც გამოიძახა სამინისტროში. დიპლომატიურმა უწყებამ ოლეგ ვასნეცოვი ორჯერ დაიბარა იმის გასაპროტესტებლად, რომ დნესტრისპირეთის რეგიონში, სადაც რუსული ჯარი დგას, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის უბნები კიშინიოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გაიხსნა. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ თქვა, რომ რუსეთის […]
ბაქოს სადავო ტერიტორიები თუ არ დავუბრუნეთ, ომი გველის – სომხეთის პრემიერი

სომხეთს შესაძლოა აზერბაიჯანთან ომი მოუწიოს, თუ ერევანი ბაქოსთან კომპრომისზე არ წავა და მას ოთხ აზერბაიჯანულ სოფელს არ დაუბრუნებს, რომელსაც სომხეთი 1990-იანი წლებიდან აკონტროლებდა. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 19 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა. ვიდეოში ფაშინიანი ამბობს, რომ კომპრომისი და სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანთან “კვირის ბოლომდე” უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქოსთან ომის დიდი შანსია და მისი […]
სტოლტენბერგი: მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას უფრო ახლოს მოიყვანს NATO-სთან

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უკრაინისთვის NATO-ს საიუბილეო სამიტისგან მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, აქვს მოლოდინი, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს NATO-სთან. “მაქვს მოლოდინი, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო ახლოს მიიყვანს ნატოსთან. გასულ წელსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ და წელსაც მაქვს [მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების] მოლოდინი”, […]
გიორგი სიორიძე – ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა – მათი მიზანია, მარიონეტული ცესკოთი ჩაატაროს 2024 წლის ისტორიული არჩევნები

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გადაუსვა ხაზი ევროკავშირის 9 დათქმიდან მე-4 დათქმის შესრულებას – ვეტოს დაძლევით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი ნაბიჯი უკან გადაადგმევინა ჩვენ სახელმწიფოს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის არჩევნების ბედს, მიუხედავად დღევანდელი ხელისუფლების მცდელობებისა, მაინც საქართველოს ამომრჩეველთა ნება გადაწყვეტს, რადგან ხალხი, არის […]