იანვარ-თებერვალში სპილენძის მადნების ექსპორტი ფაქტობრივად განულდა – ვარდნა $143 მილიონია

სპილენძის მადნები საქართველოს უმსხვილესი საქონლის ათეულში ყოველთვის წამყვან პოზიციას იკავებდა, თუმცა 2024 წლის იანვარ-თებერვალში ამ საქონლის ექსპორტი 99.999%-ით შემცირდა და ექსპორტის მიღებულმა შემოსავალმა 5 ათას დოლარზე ნაკლები შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა 143 მილიონი დოლარი იყო. საქსტატის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 143 მილიონი დოლარის ღირებულების 76,627 ტონა სპილენძის მადნები შემდეგ […]

კონკურენციის სააგენტომ ნავთობით მოვაჭრე პირებს გაერთიანებაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნავთობპროდუქტები ვაჭრობის სექტორში სამი სუბიექტის გაერთიანების თანხმობა გასცა. სააგენტოს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

რომელ ნავთობკომპანიებს ფლობდნენ პირები, ვისაც კონკურენციის სააგენტომ გაერთიანების უფლება მისცა?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში, უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. BMG დაინტერესდა, რა კომპანიებს ფლობენ პირები, რომლებსაც კონკურენციის სააგენტომ გაერთიანების უფლება მისცა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, უჩა ლურსმანაშვილი საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა, მწარმოებელთა და რეალიზატორთა ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელია. პირი […]

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა. პარლამენტმა იონათამიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე 83-ხმით აირჩია. იონათამიშვილი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ფრაქციას ისევ მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც იმავდროულად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერია. ამასთან, პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება ადამიანის უფლებათა დაცვის ყოფილ ხელმძღვანელს მიხეილ სარჯველაძეს შეუწყვიტა, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა.

დიმიტრი პესკოვი – ნატოს მისწრაფებები კავკასიაში ყოფნა გაამყაროს, შეუიარაღებელი თვალით ჩანს – საეჭვოა, რეგიონში სტაბილურობის გაზრდა შეძლოს

ნატოს მცდელობები კავკასიაში გავლენა გაზარდოს, რეგიონის სტაბილურობას არ გაზრდის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ნატოს მცდელობები, რომ წარმომადგენლობა გაზარდოს კავკასიაში “შეუიარაღებელი თვალით ჩანს”, რაც რეგიონში ვითარების სტაბილურობას ან პროგნოზირებადობას არ გაზრდის. “ნატოს ზოგადი მისწრაფებები კავკასიაში თავისი ყოფნა გაამყაროს, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი და შეუიარაღებელი თვალით ჩანს. ასევე, არსებობს გაგება, რომ […]

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე კენჭი თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელიც შედეგით 21-მომხრე, 61- წინააღმდეგი, “ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი – ვეტოდადებული ვარიანტი დადგა, რომელსაც ხმათა უმრავლესობით 61-ხმით (13 წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გაეგზავნება და თუ ის დადგენილ ვადაში კვლავ არ მოაწერს […]

ბექა ლილუაშვილი – რამდენიმე საათში ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლის ქვეგანყოფილებად გახდის და ტოტალურად დაიქვემდებარებს ცესკოს

სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების ჩატარებაზე, რამდენიმე საათში ხელისუფლება როსტომ მეფის სასახლის ქვეგანყოფილებად გახდის და ცესკოს ტოტალურად დაიქვემდებარებს – ეს არის “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანი! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, “პანიკური შიშებით მართული ხელისუფლება ნებისმიერ ფასად მზად არის იმისთვის, რომ ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. “პარადოქსია, როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების […]

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა – შედეგად, უმრავლესობამ ვეტო დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. კენჭისყრაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ვერსიას მხარი 12-მა […]

რეჟიმს აფხაზეთში ჩადენილი გენოციდის ამბის გატანაზე აქვს პრობლემა – ბოკერია პაპუაშვილს

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია შალვა პაპუაშვილს პასუხობს და ამბობს, რომ იმ რეჟიმს, რომელსაც არასდროს უთქვამს, რა ფულს ხარჯავს რუსეთი საქართველოში, პრობლემა აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდის ამბის მსოფლიოში გატანაზე აქვს. “ევროპული საქართველო თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მაგალითად ისეთ პროექტებზე, როგორიცაა “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”, ანუ 90-იანებში აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდის ამბის გატანა მსოფლიოში – ამაზე აქვს […]

თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, აღარ უნდა ახსენებდეს საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ, ხოლო თუ არ არის საჩუქარი, უნდა ვიცოდეთ, რის სანაცვლოდ მოგვცეს

თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, აღარ უნდა ახსენებდეს საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ, ხოლო თუ არ არის საჩუქარი, უნდა ვიცოდეთ, რის სანაცვლოდ მოგვცეს თუ აშშ საქართველოს რაიმე თანხას ჩუქნის, აღარ უნდა ახსენებდეს აღნიშნულ საჩუქარს მაშინ, როდესაც საპასუხოდ რაიმე დასჭირდებათ, ხოლო თუ აღნიშნული თანხები არ არის საჩუქარი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რის სანაცვლოდ მოგვცეს ჩვენ […]