„პროგრესი ნელია“ – როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში RIA-ს რეფორმა?

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში RIA რეფორმა შეაფასა. სამთავრობო კვლევის შედეგები პროგრესს აჩვენებს, თუმცა კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, ეს პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. წინა წლებისგან განსხვავებით, შემცირებულია მომზადებული RIA-ს დოკუმენტების რაოდენობა. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, თუ 2015-2019 წლებში ეს პროგრესი 62,5% იყო, პროექტის ახალ ეტაპზე, რაც 2021-2024 წლებს მოიცავს, სამთავრობო კვლევის […]
ლოიდ ოსტინი: ვაშინგტონი არ დაუშვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის სამხედრო დახმარების საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც „რამშტაინის ფორმატის“ სახელით არის ცნობილი, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ იტყვის უარს კიევის დახმარებაზე და არ დაუშვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დამარცხებას. როგორც BBC იუწყება, მან აღიარა, რომ „უკრაინის ჯარები რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და მძიმე ბრძოლებს აწარმოებენ“, სამოქალაქო მოსახლეობა იძულებულია, გამუდმებით იცხოვროს რუსული რაკეტებისა და […]
“ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო
“ნაციონალურ მოძრაობას” ვერ ვპატიობ კონკორდატს, მაშინ დადებულ ნაღმს, რომელიც ანელებს ქვეყნის განვითარებას და რუსეთის ტროას ცხენია საპატრიარქო აქტივისტი ნატა ფერაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში საპატრიარქოს ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა, ათობით მილიონი ლარი ეკლესია-მონასტრების აღდგენაზე დაიხარჯა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კონკორდატს […]
„ქართული პროდუქცია მილიონობით პაციენტს მისწვდება“ – ფაგების პირველი GMP-წარმოება მსოფლიოში

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სხვა საკითხებთან ერთად, დღეს ფაგების ტექნოლოგიებსა და ამ პროდუქტის პერსპექტივებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ფაგების კვლევის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. „დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით,“ – აღნიშნა კობახიძემ. ტექნოლოგიებისა და […]
შოპენის აეროპორტში ახალი სკანერები დამონტაჟდება, რომლითაც მგზავრთა კონტროლის გავლა გაადვილდება

ვარშავის შოპენის აეროპორტში შემოწმებების გამარტივებას გეგმავენ: შემოწმების დროს არ იქნება საჭირო ელექტროტექნიკის ამოღება ჩანთიდან და ხელბარგში სითხის მოცულობა აღარ იქნება შეზღუდული. ირკვევა, რომ აეროპორტი შეიძენს ახალ კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერებს, რომლებიც შეძლებენ უფრო დეტალურად გაარკვიონ, რა არის ბარგში. მსგავსი სკანერები უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს ლონდონში, მიუნხენსა და ამსტერდამში. „ეს იქნება რევოლუციური ცვლილება. მაგრამ ჯერ ნაადრევია საუბარი […]
კრემლის თქმით, რუსეთის დასაცავად ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნაა

მოსკოვმა 18 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმებისგან რუსეთის ტერიტორიის დაცვის ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნა იქნება. ის რუსეთის რეგიონებს უკრაინას უსაფრთხო მანძილით დააცილებს, რათა მათ ამ რაიონებში რუსეთის მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ვერ შეძლონ. კრემლმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაკეთებულ მიმართვაში ახსენა, რომ არ გამორიცხავს უკრაინის საზღვართან ბუფერული […]
საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის გამო, რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

21 მარტს დაგეგმილი საქართელო-ლუქსემბრუგის მატჩის გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 21 მარტის 01:00-დან 22 მარტის 07:00 საათამდე იმოქმედებს. შეზღუდვა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს. უფრო კონკრეტულად, რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების […]
რუსი ჟურნალისტი ვასილი უტკინი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი რუსი ჟურნალისტი, კომენტატორი და წამყვანი ვასილი უტკინი 52 წლის ასაკში მოსკოვში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო თავისუფლების რუსული სამსახური უტკინის მეგობრებზე დაყრდნობით ადასტურებს. ტელეგრამ არხ Baza-ს ცნობით, უტკინი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც იგი სასწრაფო მანქანით პიროგოვის საავადმყოფოს კარდიოლოგიის დეპარტამენტში გადაიყვანეს. ჟურნალისტური კარიერის მანძილზე უტკინი ტელეარხ NTV-სა და NTV+-ზე მუშაობდა, სადაც სატელევიზიო პროგრამები მიჰყავდა. იგი ასევე […]
წნეხის გარეშე და გულშემატკივართა მხარდაჭერით – საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 19 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესს გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. მატჩამდე ერთი დღით ადრე, 20 მარტს, ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს საგურამოში გამართავს. ვარჯიშის დაწყებამდე, სასტუმრო სევსამორაში აკრედიტებული მედიისთვის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგება. გიორგი ქოჩორაშვილი […]
სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა – მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტზე

სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა – მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტზე ხაზარაძემ ანაკლიის პორტის თემა რამდენიმე წლით უკან დახია და ახლა სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიძრას ეს თემა და ქვეყნის ბევრ სფეროში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ […]