პალესტინელი ბავშვების უმეტესობა 5 თვეა სკოლაში არ ყოფილა

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს, 13 400 პალესტინელი ბავშვი ემსხვერპლა ისრაელის იერიშებს. ომი 7 ოქტომბერს, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის პასუხად დაიწყო. უკვე 5 თვეა, რაც ბავშვების და მოზარდების უმეტესობა სკოლაში ვეღარ დადის.
რუს სპორტსმენებს აუკრძალეს პარიზის ოლიმპიადის აღლუმში მონაწილეობა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრადიციულ მსვლელობაში – მონაწილე ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებთა აღლუმში. მასში მონაწილეობა აუკრძალეს ბელარუსის სპორტსმენებსაც. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებითვე, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენების მიერ მედლების მოპოვების შემთხვევაში ნეიტრალური ჰიმნი შესრულდება და აღიმართება სპეციალური მწვანე დროშა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში […]
პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს მივა. შს მინისტრი პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შარლ მიშელი ევროპული საბჭოს წევრებს – გთავაზობთ, სამიტზე განვიხილოთ გაფართოებისთვის მზადება და რეფორმები

ევროკავშირის სამიტი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის მცდელობების გაძლიერებისა და დაჩქარების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წერილშია აღნიშნული, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 21-22 მარტს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა. „რუსეთის აგრესიული ომის მესამე წელს ჩვენ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ვდგავართ. გადაუდებლობა, ინტენსივობა და ურყევი მონდომება აუცილებელია. ჩვენი უპირველესი ამოცანაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. კერძოდ, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ჩალიპირებში, ავთანდილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ვახუშტი ბატონიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; მათივე ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩანადირთკარი, […]
USAID-ის წინააღმდეგ თბილისის ბრალდებების ექო რეგიონში

გასულ შემოდგომაზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გააავრცელა ინფორმაციაა, რომ ქვეყანაში რევოლუციური სცენარი მზადდებოდა და „დესტრუქციული მოქმედებების ბირთვის“ შექმნაში USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. USAID ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოა, რომელმაც საქართვლოს მხარდაჭერა 32 წლის წინ დაიწყო და სამოქალაქო საზოგადოებასაც და სამთავრობო უწყებებსაც არაერთი მიმართულებით გაუწია დახმარება. ამერიკის საელჩოც და სააგენტოს ხელმძღვანელობაც ამბობენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ ხდება და […]
რუსეთის საგარეო უწყება – იაპონია გავაფრთხილეთ, რომ კიევისთვის Patriot-ის რაკეტების მიწოდებას შედეგები მოჰყვება

მოსკოვმა დიპლომატიური არხებით გააფრთხილა იაპონია იმ შედეგების შესახებ, რაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის გადაცემას მოჰყვება, რომელიც, საბოლოოდ, შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მესამე დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი ჟესკიმ განაცხადა. „როდესაც 2023 წლის დეკემბერში ფუმიო კიშიდას ადმინისტრაციამ მიაღწია სამხედრო პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებული ეროვნული წესების საკანონმდებლო […]
რუსტემ უმეროვი „რამშტაინის” შეხვედრის შედეგებზე – უკრაინა საჰაერო თავდაცვისთვის მეტ საბრძოლო მასალას და რაკეტებს მიიღებს

„რამშტაინის” ფორმატში გამართულ მე-20 შეხვედრაზე პარტნიორი ქვეყნების კოალიციამ აჩვენა თავისი ერთიანობა და აქტიურობა უკრაინის დასახმარებლად, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „საბრძოლო მასალა არის ის, რაც ჩვენს მეომრებს კრიტიკულად სჭირდებათ და ის იქნება! ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. პარტნიორებმა გამოაცხადეს დახმარების პაკეტები, რომლებიც მოიცავს 155 მმ-იან, 152 მმ-იან, 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს. […]
ანჯეი დუდა – რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს

რუსეთმა ნატო-ზე თავდასხმა, შესაძლოა, 2026-2027 წლებში განახორციელოს, წევრმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შემაკავებელი მექანიზმი შექმნან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პუტინი აორმაგებს ომის ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს ნატო-ზე თავდასხმის მიზნით, რაც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოხდეს. „განგაშის ზარი რეკავს: 2-3 წელი გვაქვს, რომლის დროსაც შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი […]