როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 მარტს ქუთაისში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ფოთში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +12 გრადუსს […]
დღეს, პარლამენტი “მინისტრის საათის” ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმენს

დღეს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა გაიმართება. ვახტანგ გომელაური პარლამენტს, უწყების მიერ 2023 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე. რეგლამენტის მიხედვით, ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ვახტანგ გომელაური დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
გაფრთხილება მძღოლებს – გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის […]
დონალდ ტრამპი – აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავის წილს გადაიხდიან

აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაიცავს, თუ ისინი თავის წილს გადაიხდიან, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ნატო აშშ-ს სამართლიანად უნდა მოექცეს, რადგან რომ არა აშშ, ნატო ფაქტობრივად არც კი არსებობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ნატო-ს წევრები თავის წილს გადაიხდიან, მაშინ აშშ მათ […]
ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ „შრომის ბიულეტენს“

ევროკომისიის ინიციატივის საფუძველზე, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა, მიიღეს ახალი კანონი – დირექტივა „ადეკვატური მინიმალური შრომის ანაზღაურების შესახებ“. (იხ.: https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A32022L2041#PP2Contents). საკანონმდებლო წინადადება შემუშავდა და განსახილველად წარსდგა 2020 წელს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, რომ დირექტივასთან შესაბამისობის ზომები მიიღონ 2024 წლის 15 ნოემბრმდე. ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვყენებს სწრაფად განახორციელონ დირექტივის ტრანსპოზიცია ეროვნულ დონეზე. ევროკომისია მზად არის […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში წვიმიანი ამინდი დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის […]
რუსეთის სარატოვის და ბელგოროდის ოლქებზე დრონებით შეტევა იყო

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ამ ქალაქში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების საავიაციო ბაზა მდებარეობს. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები ოთხი აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ „დროულად და ეფექტიანად იმუშავა“. ბუსარგინის წინასწარი მონაცემებით, მოგერიებული დრონების ნამსხვრევებს ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა. […]
ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს პენტაგონში შეხვდება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი მომავალ კვირას ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში უმასპინძლებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა ლოიდ ოსტინის მოწვევით გაიმართება. The Times of Israel-ი წერს, რომ ლოიდ ოსტინსა და იოავ გალანტს შორის დაგეგმილი შეხვედრა არ ეხება შეთანხმებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა – ჯო […]
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია „თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 20 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და აეროპორტის დასახლების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ლილოს დასახლების, ვარკეთილის III მასივის IV კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ელდარის […]
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.