ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა – იძულების ბრალდებით 17 წლის ბიჭი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, 17 წლის ბიჭი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ მესენჯერში მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება და მასთან გადაგზავნა, წინააღმდეგ […]
სილქნეტი მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვაზე განცხადებას ავრცელებს

კომპანია სილქნეტი განცხადებას ავრცელებს თავისი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ – რადიო თავისუფლებამ ამ ფაქტზე ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია 19 მარტს. სატელეკომუნიკაციო კომპანია განცხადებაში წერს, რომ ლაპარაკია მომხმარებელთა მცირე ჯგუფის, 2 000-მდე ადამიანის, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო მოპოვებისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტზე. კომპანიის მიერ დასახელებული ეს რიცხვი მკვეთრად ნაკლებია იმაზე, რომელზეც რადიო თავისუფლების წყაროები საუბრობდნენ – ინტერნეტში, […]
მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია

20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა ამ დღეს გამოაქვეყნა ტრადიციული მსოფლიო ბედნიერების ანგარიში, რომელიც გაეროს მხარდაჭერით და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის თანამშრომლობით მზადდება. 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ფინეთია. მეორე ადგილზეა დანია, მესამეზე – ისლანდია, მეოთხეზე – შვედეთი და მეხუთეზე – ისრაელი. ბოლო, 143-ე ადგილზე ავღანეთია. ბედნიერი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო 91-ეა. სამხრეთ […]
“როგორც შეხვდებით ამ რიცხვს, მთელი წელი ისე წავა“ – მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მიმდინარე კვირის საკრალურ დღეს ასახელებს. 20 მარტი ასტროლოგიურ ახალი წელია და როგორც შევხვდებით, მთელი წელი ისე წარიმართება. „ოთხშაბათს, 20 მარტს დღე-ღამ ტოლობაა. იკლებს ღამე, შემოდის ნათელი, ეს საკრალური დღეა. წლის განმავლობაში 4 დღე გვაქვს, როცა პორტალი იხსნება სამყაროსი სიყვარულის… 2 ბუნიობა და 2 დღე-ღამ ტოლობა. 20-ში ილოცეთ და დალოცეთ ყველა. მაქსიმალური სიკეთე […]
აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის texsom ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე. ქართული ღვინის წარმატება […]
ლიბერთი გლობალური ინიციატივის „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მხარდამჭერია

ლიბერთი, ქართულ საფინანსო სექტორთან ერთად, ტრადიციულად წელსაც შეუერთდა გლობალურ ინიციატივას – „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარდა. ღონისძიება, საქართველოში უკვე მეშვიდედ გაიმართა და მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინვესტიციების გაზრდას მიეძღვნა. ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაში, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სამწუხაროდ, საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, არაერთ ბარიერს აწყდებიან, რაც […]
გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს – ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა – რა დაგიშავათ ხალხმა?!

ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს ფასების ზრდის და შემოსავლის შემცირების გამო უწევს ქვეყნიდან წასვლა. რა დაგიშავათ ხალხმა? – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ბრიუსელიდან „ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. ვაშაძის განცხადებით, ის ბრიუსელში ესაუბრა ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ, თუმცა სამუშაო ადგილები არ არის, ფასები უკიდურესად იზრდება და საკუთარ ოჯახებს ვერ არჩენენ. „ბიძინა ივანიშვილს […]
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის საიმიგრაციო კანონის მოქმედება შეაჩერა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ტეხასის საიმიგრაციო კანონის მოქმედება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ბრძანება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში გამოსცა. გვიან ღამით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტეხასის შტატს უფლება მისცა იმ კანონის აღსრულება დაეწყო, რომელიც ტეხასის პოლიციას მიგრანტების დასაკავებლად, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში არიან ეჭვმიტანილები, ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს […]
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცები ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

პროექტის – „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ქართულ-ამერიკულ სკოლაში იმყოფებოდნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. „მოსწავლეებმა თავდაცვის ძალებში სამსახურის ფორმების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. სამხედრო მოსამსახურეებმა მათ ქართული […]
თიბისის მხარდაჭერით, Swissôtel Tbilisi გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, Swissôtel Tbilisi გაიხსნა და მზადაა სტუმრების შვეიცარიული სტანდარტით მასპინძლობისთვის. Swissôtel Tbilisi თიბისისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორ კომპანიის – „მაქრო ჯგუფის” თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო 130 ოთახს აერთიანებს, მათ შორის Swiss Business Advantage, Deluxe King, Swissôtel Vitality […]