პარლამენტში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დღეს მივა. გომელაური მინისტრი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
Privacy-ს ახალი ერა: ძირითადი ფაქტორები და 2024 წლის პერსპექტივები

დღეს ჩვენ ვიმყოფებით ციფრული რეკლამის ევოლუციის ზღვარზე. ძველი ტექნოლოგიები, რომლებიც ეყრდნობა მესამე მხარის cookies ფაილებს, ადგილს უთმობს ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანათმცოდნეობაზე. ციფრული რეკლამის მუდმივად განვითარებად წიაღში, მონაცემთა უსაფრთხოების უახლესი წესები, ისეთები, როგორებიცაა GDPR – ევროკავშირში და CCPA – კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტი აშშ-ში, ერთგვარად, ზოგადი რეგულაციაა მონაცემთა დაცვისა. […]
„ჩვენ ვართ პირველი ქართველი ფერმერები, ვინც საქართველოში ფერმის ამერიკული მოდელი CSA დანერგა“ – „ფერმა ოდაში“

„ფერმა ოდაში“ 5ჰა-ზეა გაშენებული და 40-მდე სახეობის სეზონურ ბოსტნეულს აწარმოებს. კომპანია პირველია, ვინც საქართველოში ფერმის ამერიკული მოდელი CSA(Community Supported Agriculture) დანერგა. „ფერმა ოდაშის“ დამფუძნებლის, სალომე კალანდაძის თქმით, მეურნეობის შექმნის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. მეურნეობას მოპოვებული აქვს სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების გრანტი და ასევე იყენებენ იაფი აგროკრედიტის პროგრამას. „მეურნეობის შექმნის იდეა გაჩნდა პანდემიის დროს, […]
ფრე და პენალტების სერია, ხვიჩა რომ იყოს, სხვა იქნებოდა… – უცხოური მედიის პრევიუ

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ცდილობენ. ქართველებს “ერთა ლიგიდან” ამის შანსი უკვე ჰქონდათ, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში გორან პანდევის ჩრდ. მაკედონიასთან დამარცხდნენ. ნახევარფინალი ისევ თბილისშია (21 მარტს, 21:00 საათზე), წყვილში გამარჯვებული კი საბერძნეთს ან ყაზახეთს უმასპინძლებს. ლუქსემბურგის ნაკრები ისეთი აღარაა, როგორც წლების წინ. ევროპის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ ეტაპზე მათ თამაშების 50% მოიგეს […]
ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი – საქართველომ, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან. ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების გამო, სოფლის მეურნეობის გაცოცხლებასა და საქართველოს […]
პაველ ჰერჩინსკი – პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად

ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად, ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. „დავიწყებ იმით, თუ […]
ევროკავშირის ელჩის მოადგილე – პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია – რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს პირველი ნაბიჯია, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ წავიდეს

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტა, ფაქტობრივად, მესამეა იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებამდე. პოლარიზაცია დიალოგის ნაკლებობის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა ასუნსიონ სანჩეს რუისმა სოციალურ მედიაში მოქალაქეების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველა პოლიტიკურ ლიდერს: მმართველ პარტიას […]
აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი გამოცადა

აშშ-ის საჰაერო ძალებმა ჰიპერბგერითი იარაღი წარმატებით გამოცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა გამოცდა კვირას ჩაატარეს, მას შემდეგ, რაც ბომბდამშენი B-52 გუამიდან აფრინდა და ARRW სწრაფი რეაგირების რაკეტა გაუშვა. აშშ-ის საჰაერო ძალებს ჰიპერბგერითი იარაღის ფრენის სიჩქარის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, აშშ ერთადერთი სახელმწიფო არ […]
რუსეთის მტკიცებით, ქალაქ ენგელსში დრონებით თავდასხმა მოიგერიეს

20 მარტის ღამეს დრონების სამიზნე რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქი ენგელსი გახდა. რეგიონის გუნერნატორმა, რომან ბუსარგინმა თქვა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით მოიგერიეს. მისი მტკიცებით, არაფერი დაზიანებულა და არავინ დაშავებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სარატოვის ოლქში 4 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო ბელგოროდის ოლქში – 1. ენგელსის რაიონში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საჰაერო ბაზა ენგელს 2 […]
ბათუმის გენგეგმის ავტორი კომპანია ქალაქის საკრებულოს პასუხის მოლოდინშია

ბათუმის გენგეგმის შემმუშავებელი კომპანია “სითი ინსტიტუტი” ბათუმის საკრებულოსგან წარდგენილი დოკუმენტის შესახებ გადაწყვეტილების მოლოდინშია. ამის შესახებ “საქმის კურსში” კომპანიის კოორდინატორმა ანდრო ქორთუამ ისაუბრა. ბათუმის გენგეგმის მომზადებისთვის გამოცხადებულ კონკურსში კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 2021 წლის ივლისში გაიმარჯვა. პირველადი გეგმის მიხედვით ქალაქს განაშენიანების გეგმა 1,5 წელში უნდა ჰქონოდა. როგორც “სითი ინსტიტუტ საქართველოს” კოორდინატორი აღნიშნავს, ამ დროისთვის დოკუმენტის კონცეფციის საბოლოო […]