საქართველომ, შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს – ევროკავშირის ოფისის წარმომადგენელი

შესაძლოა, საქართველომ სოფლის მეურნეობის სფეროში დამატებითი მხარდაჭერა მიიღოს, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის სურსათის უვნებლობის წესებთან და ევროკავშირის „ფერმიდან – ჩანგლამდე“ სტრატეგიასთან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა განაცხადა. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი ნიშნავს, რომ მას საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ინტეგრირებისთვის მზადების პროცესში მეტი დაფინანსების […]

„უფრო ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს თუ ვისაუბრებთ ხელზე ასაღებ საშუალო ხელფასზე, რომელიც 1594 ლარია“ – გიგა თვაური

„ზოგიერთი ადამიანისთვის გამაღიზიანებელია იმაზე საუბარი, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა და 2044 კარს შეადგენს. სინამდვილეში ეს არის ნომინალური ხელფასი. ამას აკლდება 22% ანუ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ერთად. თუ ხელზე ასაღებ თანხას ვიტყვით, ეს ადამიანებში ნაკლებ აგრესიას გამოიწვევს, რადგან ეს არის 1 594 ლარი“, – ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ეკონომიკური განვითარების ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა და […]

საბურთალოზე 8-სართულიანი ბიზნესცენტრი აშენდება

თბილისში, კანდელაკის ქუჩის 1-ში კომპანია “რადიუსი” 8-სართულიანი ბიზნესცენტრის მშენებლობას გეგმავს – შესაბამისი პროეექტის წინასწარი შეთანხმება თბილისის არქიტექტურის სამსახურში უკვე მოხდა. შენობა 810 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება და მისი ფართობი 4269 კვადრატული მეტრი იქნება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ნაგებობა “ხმალაძე და არქიტექტორების” ბიუროს მიერ არის დაპროექტებული. ბიზნესცენტრი 44.7 მეტრის სიმაღლის იქნება. ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს “რადიუსი” […]

თიბისის მხარდაჭერით, Swissôtel Tbilisi გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში, Swissôtel Tbilisi გაიხსნა და მზადაა სტუმრების შვეიცარიული სტანდარტით მასპინძლობისთვის. Swissôtel Tbilisi თიბისისა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორ კომპანიის – „მაქრო ჯგუფის“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სასტუმრო 130 ოთახს აერთიანებს, მათ შორის Swiss Business Advantage, Deluxe King, Swissôtel Vitality […]

ლიეტუვაში თბილისის “იდიშური კვარტეტის” კონცერტი გაიმართა

ლიეტუვის მარტინას მაჟვიდასის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის “იდიშური კვარტეტის” კონცერტი გაიმართა. „საქართველოს საელჩო გულითად მადლობას უხდის „იდიშური კვარტეტის“ წევრებს არაჩვეულებრივი კონცერტისთვის, რომლის ფარგლებშიც უზადოდ იქნა შესრულებული ქართული და იდიშური სიმღერები. აღსანიშნავია, რომ კონცერტმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საღამოს ფარგლებში საქართველოში იდიშურ კულტურასა და ასევე ქართველი და ლიეტუველი ებრაელების […]

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, კერძოდ, კახეთში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი გურჯაანში, სოფელ ყიტაანთან ახლოს იყოს. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა.

დააკავეს ბიჭი, რომელიც გოგოს ინტიმური ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელიც 16 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის გავრცელებით ემუქრებოდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება […]

მთავრობა ფულს საპატრიარქოს სასწავლებლებს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია საპატრიარქოს სასწავლებლების დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მთავრობა ფულს საპატრიარქოს ან ნებისმიერ სხვა ჯგუფს კი არ უნდა აძლევდეს, უნდა უტოვებდეს მშობლებს ვაუჩერის სახით და შემდეგ მშობლები უნდა წყვეტდნენ, თუ რომელ სკოლაში უნდა სწავლა. „სახელმწიფოს ფუნქცია უნდა იყოს მხოლოდ იმ მინიმალური ზღვრის დაცვა, რომ ბავშვები ფუნდამენტურ განათლებას იღებდნენ და ამის შემდეგ […]

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 პირი დაშავდა

ავლაბრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა და შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში და კონტაქტურია. შემთხვევა დღეს, 20 მარტს დილის საათებში მოხდა.

სილქნეტი: სავარაუდოდ, 2000-მდე პიროვნების მაიდენტიფიცირებელმა მონაცემებმა გაჟონა

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, 2000-მდე პიროვნების მონაცემების გაჟონვის ფაქტის შემდეგ, არ მომხდარა აბონენტთა ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების ინფორმაციის გავრცელება. “კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა […]