ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაპირველად „გურია TV-მ“ გაავრცელა. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გარეკანის ფოტო: გურია TV

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. „პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. […]

“ლევერკუზენის” გენერალურმა დირექტორმა ხაბი ალონსოს მომავალზე ისაუბრა

“ლევერკუზენის” გენერალურმა დირექტორმა ფერნანდო კარომ გუნდის მწვრთნელის ხაბი ალონსოს მომავალზე ისაუბრა. ესპანელი დამრიგებლის ხელმძღვანელობით “ფარმაცევტები” ბრწყინვალე სეზონს ატარებენ, 38 მატჩია წაუგებელნი არიან და ბუნდესლიგის მოგებას ერთი ნაბიჯიღა აშორებთ. ალონსოს სახელს არაერთ მსოფლიო გრანდს უკავშირებენ, თუმცა კაროს სჯერა, რომ მოქმედი მენეჯერი მომავალ სეზონშიც “ბაიერს” გაწვრთნის. “ალონსოს კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და არანაირი საფუძველი არ არის ეჭვი […]

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა

ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებთან იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. მგზავრების ინფორმაციით, მატარებელი საკუთარი ძალებით დატოვეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. „ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს […]

ავლაბარში შენობის ნაწილი ჩამოინგრა – დაშავებულია ერთი პირი

ავლაბარში, შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი პირი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად დაშავებული კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფება.

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც 16 წლის გოგოს მუქარით აიძულა ინტიმური შინაარსის ვიდეო რამდენჯერმე გადაეღო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვანს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე წარედგინა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის […]

ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტი ავრცელებს. გადაწყვეტილების თანახმად, ევროკომისია სწრაფად მოქმედებას შეძლებს, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტი ევროკავშირის ბაზარზე ან რომელიმე წევრის ბაზარზე მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევს. შეთანხმების გახანგრძლივების შემდეგ, მგრძნობიარე პროდუქტებზე განსხვავებული წესები იმოქმედებს, კერძოდ, […]

დევიდ კამერონი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებასაც ჩვენ უნდა ვეცადოთ, არის ის, რომ ეს პაუზა მუდმივ, მდგრად ცეცხლის შეწყვეტად ვაქციოთ“, – განაცხადა დევიდ კამერონმა. „ჩვენ ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ბევრი პირობა დაკმაყოფილდება. ჩვენ „ჰამასის“ ლიდერები […]

თავდაცვის სამინისტროს ლატვიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

საქართველოში ვიზიტით ლატვიის პარლამენტის (საეიმას) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ლატვიის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. „გრიგოლ გიორგაძემ ლატვიის მხარეს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მრავალწლიანი […]

კვარაცხელიას ახალი მეწყვილე “ნაპოლიში”? – ოსიმენის შემცვლელად “პარტენოპეიმ” მექსიკელი ფორვარდი შეარჩია

CalcioNapoli24 წერს, რომ “ნაპოლიმ” ვიქტორ ოსიმენის შემცვლელი ნიდერლანდების ერედივიზიონიდან შეარჩია. მოგეხსენებათ, დიდია იმის ალბათობა, რომ სეზონის ბოლოს “პარტენოპეის” ნიგერიელი ფორვარდი დატოვებს და თუ ყველაფერი მართლაც ასე მოხდა, მაშინ “ნაპოლი” “ფეიენოორდის” ფორვარდის, სანტიაგო ხიმენესის დამატებას შეეცდება. როტერდამელთა მექსიკელი შემტევის სავარაუდო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 24 […]