მიხეილ დაუშვილი – თუ ხელისუფლებას კონკრეტული მაგალითები გააჩნია იმისა, რომ დონორებიდან მიღებული ფული ვინმემ, მათ შორის რომელიმე პარტიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ამას შესაბამისი კომუნიკაცია სჭირდება

ძალიან არ მჯერა იმის, რომ დღეს “ოცნება” ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულზე და ამ ფულის ხარჯვის ეფექტიანობაზე ზრუნავდეს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას კონკრეტული მაგალითები გააჩნია იმისა, რომ დონორებიდან მიღებული ფული ვინმემ, ან რომელიმე პარტიამ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა, ამას შესაბამისი კომუნიკაცია სჭირდება. “მე ძალიან არ მჯერა […]
შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე ლევან ხარაბაძე დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ხარაბაძეს დღეს, 20 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. “ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.” – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შიდა ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა 7 მარტს დატოვა. […]
„ოცნების ავტომობილი“ – „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ხატვის ადგილობრივი კონკურსი დასრულდა

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ უკვე მეორედ Toyota Motor Corporation-ის ხატვის საერთაშორისო კონკურსში ჩაერთო. „ოცნების ავტომობილის“ შექმნა დასავლეთ საქართველოს 200 ბავშვისთვის ინსპირაციისა და იდეების გენერირების საშუალება გახდა. „ოცნების ავტომობილის“ ხატვის გლობალურ კონკურსში 5-დან 15 წლამდე მოზარდები მონაწილეობდნენ. 9 გამარჯვებული 3 ასაკობრივ კატეგორიაში კომპანიის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მონაწილეებსა და გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი ბათუმისგან“ სიგელები და სპეციალური, სამახსოვრო საჩუქრები […]
გურჯაანში, სოფელ ვეჯინში DoubleTree by Hilton-ის სასტუმრო გაიხსნება – რას მოიცავს საინვესტიციო პროექტი?

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში DoubleTree by Hilton ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. კახეთში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ბრენდის შემოყვანასა და საინვესტიციო პროექტის შესახებ BM.GE-სთან სასტუმრო პროექტის მმართველი კომპანია „GVG +“-ის დირექტორმა მალხაზ ბიწაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, პროექტი 12 ჰა მიწის ფართობზე, სასტუმროსთან ერთად 67 ვილის მშენებლობას მოიცავს და მისი საინვესტიციო ღირებულება სრულად 50 მლნ ლარია. სასტუმროს პროექტის ღირებულება კი […]
წელს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაისტუმრებს პოლიტიკურ ბალასტს პოლიტიკურ სანაგვეზე
წელს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაისტუმრებს პოლიტიკურ ბალასტს პოლიტიკურ სანაგვეზე რუსეთ-უკრაინის ომმა დღემდე იმის საპირისპირო შედეგები მოიტანა, ვიდრე ამას მთელი დასავლური სამყარო პროგნოზირებდა, – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე, საქართველო არ უნდა აჩქარდეს და დააკვირდეს რა სურათი შეიქმნება მსოფლიოში. “ახალი პოლიტიკური რეალობა რუსეთ-უკრაინის […]
დააკავეს ბიჭი, რომელიც გოგოს ინტიმური ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა – საგამოძიებო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელიც 16 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერის გავრცელებით ემუქრებოდა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, არასრულწლოვან ბრალდებულს სოციალურ ქსელ „მესენჯერში” მიმოწერა ჰქონდა 16 წლის დაზარალებულ გოგოსთან, რა დროსაც დაზარალებულმა ნებაყოფლობით გაუგზავნა საკუთარი ცეკვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი. მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებულს მოსთხოვა ინტიმური შინაარსის ვიდეოს გადაღება […]
ავლაბარში სახლი ჩამოინგრა – რა ხდება ადგილზე?

ავლაბარში სახლი ჩამოინგრა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გაავრცელა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისფერდთან მოხდა. მატარებელში მზგავრები იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და რკინიგზის წარმომადგენლები.
ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა

ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 20 მარტს, მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა ნანგრევებიდან 1 ადამიანი გამოიყვანეს, რომელიც კონტაქტური იყო.
სილქნეტი მონაცემების შესაძლო გაჟონვაზე განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი მომხმარებელთა მონაცემების შესაძლო გაჟონვაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანია აცხადებს, საუბარია სავარაუდოდ, 2000 მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე. „კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო […]