„სავარაუდოდ, 2000-მდე პიროვნების მაიდენტიფიცირებელმა მონაცემებმა გაჟონა“ – სილქნეტი

სატელეკომუნიკაციო კომპანია სილქნეტის განცხადებით, სავარაუდოდ, 2000-მდე პიროვნების მონაცემების გაჟონვის ფაქტის შემდეგ, არ მომხდარა აბონენტთა ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების ინფორმაციის გავრცელება. „კომპანია სილქნეტში მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს. კომპანია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა […]

დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელიც 16 წლის გოგოს ინტიმური ვიდეოების გადაღებას აიძულებდა – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ბრალდებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 17 წლის ბიჭი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებული 16 წლის გოგოს ემუქრებოდა, რომ თუ არ გაუგზავნიდა ინტიმური შინაარსის ვიდეოს, დაამონტაჟებდა მისი ცეკვის კადრებს, რომელშიც ის „გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში“, შემდეგ კი მის მშობლებს გაუგზავნიდა. „მუქარისა და იძულების შედეგად, შეშინებულმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების […]

ერგნეთში ქართული მხარე დააყენებს ექვსი უკანონოდ დაკავებულის და „ბორდერიზაციის“ საკითხებს

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) 118-ე შეხვედრა მიმდინარეობს ერგნეთში. დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონო „ბორდერიზაციისა” და უკანონო დაკავებების საკითხებს დააყენებს. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს. ესენი გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები. უკანონო „ბორდერიზაციის“ კუთხით, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა სამი ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. […]

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის […]

ცესკოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საარჩევნო პროგრამის კოორდინატორს ფრანკ დეშლერს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს ლირი კოპაჩი დი მიშელს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა ცესკოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე […]

კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს

კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი ავრცელებს. მელანი ჯოლიმ ისრაელისთვის იარაღის გადაცემის შეჩერების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კანადის თემთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო. „ეს რეალური რამ არის“, – განუცხადა მელანი ჯოლიმ The Toronto Star-ს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის […]

„საქსტატი“ – 2023 წლის IV კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 22 321.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9 პროცენტი შეადგინა. მათივე ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის IV კვარტალში 0.7 პროცენტით განისაზღვრა. „2023 წლის მეოთხე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა […]

გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი, ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დრომდე მას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ლაშა გოგნიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„სილქნეტის“ 2000-მდე მომხმარებლის მონაცემების უნებართვოდ გამჟღავნების გამო მოკვლევა დაიწყო

„სილქნეტი“ მომხმარებელთა მონაცემებზე უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, 2000-მდე მომხმარებლის მონაცემების უნებართვო წვდომისა და გამჟღავნების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, კომპიუტერულ ინციდენტზე რეაგირების ღონისძიებები მიმდინარეობს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ არ მომხდარა აბონენტთა ზარების, ტექსტური შეტყობინებებისა და სხვა ტელეკომ სერვისების ინფორმაციის კანონსაწინააღმდეგო გავრცელება. „კომპანია „სილქნეტში“ მომხმარებელთა მცირე ჯგუფის (სავარაუდოდ 2000-მდე) პიროვნების მაიდენტიფიცირებელი მონაცემების […]

„საქსტატი“ – 2023 წლის წინასწარი მონაცემებით, მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 10.1%-ით აღემატება

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 246.1 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 10.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 7.5 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წელს 2.5 პროცენტით განისაზღვრა. „მთლიანი შიდა პროდუქტის […]