შს მინისტრი – უახლოეს მომავალში იგეგმება ქართული მხარისთვის კიდევ ორი შვეულმფრენის გადმოცემა, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება

გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ,,Airbus Helicopters“-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და ჩვენ უკვე გადმოგვეცა „H 145“-ის პირველი ბორტი, ხოლო შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და […]

პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამაშველო ოპერაცია ახლახან დასრულდა“, – განაცხადა ბელუჯისტანის პროვინციის მაღაროების მთავარმა ინსპექტორმა, აბდულ რაშიდმა. რაშიდის ცნობით, აფეთქების დროს მაღაროში 20 მაღაროელი იმყოფებოდა, საიდანაც 8 მათგანის გადარჩენა სამაშველო სამუშაოების შედეგად მოხერხდა. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი […]

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს უსმენს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიშით შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოდის. გომელაური პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატშია მიწვეული. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას სპეციალურ ფასად – 225 ლარად სთავაზობს, პარალელურად, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში მძღოლები ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან. ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სპეცშეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების თემა ვერ დაიხურება, რადგან ქართველი ხალხის დაკვეთა სასამართლოს გაჯანსაღება და ევროკავშირის წევრობაა

სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ხოლო საქართველოს მოსახლეობისთვის ევროკავშირში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი- აღნიშნულის შესახებ 47 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რითაც ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღების აუცილებლობას ეხმიანება. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობებზე მყოფი პირების კეთილსინდისიერების და მათ მიერ თანამდებობრივ სარგოსთან შეუთავსებელი […]

ვახტანგ გომელაური – „პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სამინისტროს თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. „2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით […]

ვახტანგ გომელაური – 2023 წელი კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც მნიშვნელოვანი იყო – ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები შსს-ს ყველა ტერიტორიულ ორგანოში გაიმიჯნა

2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც – ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში გაიმიჯნა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი […]

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს, შსს-ს ავტოპარკის განახლების ფარგლებში, სამინისტრომ 400-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400 – მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი […]

მაკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა. როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა, რეზოლუციის ტექსტს მხარს მხოლოდ მოლდოვის დელეგაცია უჭერდა. „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ინიციატივა, რომ დაგვეინიცირებინა რეზოლუცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის […]

შს მინისტრი – სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და სამართალდარღვევების გამოვლენა

დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი ანალიტიკური სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, გაძევებული, საეჭვო, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, გარდა […]